პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია მიმინოშვილი - 39 ათასი აბიტურიენტიდან სტუდენტი 28 ათასზე მეტი გახდა
მაია მიმინოშვილი - 39 ათასი აბიტურიენტიდან სტუდენტი 28 ათასზე მეტი გახდა

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გად, 2017 წელს უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სას­წავ­ლო პრო­ცესს 28 000-ზე მეტი სტუ­დენ­ტი გა­აგ­რძე­ლებს, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს შე­ფა­სე­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, მიმ­დი­ნა­რე წელს თავ­და­პირ­ვე­ლად რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იყო 41 000-ზე მეტი აბი­ტუ­რი­ენ­ტი, თუმ­ცა ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა გა­მო­ე­თი­შა. რო­გორც მი­მი­ნოშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ეს ის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი არი­ან, რომ­ლებ­მაც გა­მო­საშ­ვებ გა­მოც­და­ზე ზღვა­რი ვერ გა­და­ლა­ხეს. კონ­კურ­ში, სა­ერ­თო ჯამ­ში, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 39 000-ზე მეტ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა მი­ი­ღო.

ამას­თან, მაია მი­ნი­ნოშ­ვი­ო­ლის თქმით, სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თვალ­საზ­რი­სით, სტუ­დენ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მხრივ მდგო­მა­რე­ო­ბა ოდ­ნავ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ფი­ნან­სე­ბებს, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2017 წლის ეროვ­ნულ გა­მოც­და­ზე 100%-იანი და­ფი­ნან­სე­ბა 1009 აბი­ტუ­რი­ენ­ტმა მო­ი­პო­ვა, 70%-იანი და­ფი­ნან­სე­ბა - 1457-მა, 50%-იანი და­ფი­ნან­სე­ბა - 4081 სტუ­დენ­ტმა, ხოლო ე.წ. უფა­სო­ზე 4051 სტუ­დენ­ტი ჩა­ი­რი­ცხა.

"და­ახ­ლო­ე­ბით, 39 ათა­სამ­დე აბი­ტუ­რი­ენ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და კონ­კურ­სში. დღეს, 13:00 სა­ათ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა ჩა­რი­ცხვის შე­დე­გე­ბი. რა თქმა უნდა გა­მოქ­ვეყ­ნდა საგ­რან­ტო კონ­კურ­სის შე­დე­გე­ბიც. ყვე­ლა სტუ­დენტს ვუ­ლო­ცავ ამ წარ­მა­ტე­ბას. 39 ათა­სი აბი­ტუ­რი­ენ­ტი­დან 28 ათას­ზე მეტი სტუ­დენ­ტი გახ­და. სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით, თუ წინა წლის მო­ნა­ცე­მებს შე­ვა­და­რებთ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ანა­ლო­გი­უ­რია მდგო­მა­რე­ო­ბა, თუმ­ცა, თუ კი­დევ უფრო წინა წლებს თუ შე­ვა­და­რებთ, გაზ­რდი­ლია სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რაც ნამ­დვი­ლად კარ­გია. რაც შე­ე­ხე­ბა იმ სტუ­დენ­ტებს, რომ­ლებ­მაც და­ფი­ნან­სე­ბა ან ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვეს სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან, აქაც ძა­ლი­ან კარ­გი ვი­თა­რე­ბაა. ე.წ. უფა­სო ფა­კულ­ტე­ტებ­ზე 2017 წელს 4051- სტუ­დენ­ტი სა­ხელ­მწი­ფოს ხარ­ჯზე ის­წავ­ლის და სრუ­ლად და­ფი­ნანსდე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა საგ­რან­ტო კონ­კურსს, და­ახ­ლო­ე­ბით 6000 ან 6000-ზე მე­ტია სტუ­დენ­ტთა რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლებ­მაც სა­ხელ­მწი­ფოს­გან ნა­წი­ლობ­რი­ვი ან სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა მო­ი­პო­ვა. 1000-ზე ოდ­ნავ მე­ტია იმ სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ვინც 100%-იანი გრან­ტი მო­ი­პო­ვა და სრუ­ლად ფი­ნანსდე­ბი­ან", - გა­ნა­ცხა­და მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, წელს, რამ­დე­ნი­მე პო­ზი­ტი­უ­რი ტენ­დე­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა - ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გად 1047 არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტი გახ­და სტუ­დენ­ტი.

იხი­ლეთ ვი­დეო

მაია მიმინოშვილი - 39 ათასი აბიტურიენტიდან სტუდენტი 28 ათასზე მეტი გახდა

მაია მიმინოშვილი - 39 ათასი აბიტურიენტიდან სტუდენტი 28 ათასზე მეტი გახდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, 2017 წელს უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო პროცესს 28 000-ზე მეტი სტუდენტი გააგრძელებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წელს თავდაპირველად რეგისტრირებული იყო 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი, თუმცა ერთიან ეროვნულ გამოცდებს გარკვეული რაოდენობა გამოეთიშა. როგორც მიმინოშვილმა აღნიშნა, ეს ის აბიტურიენტები არიან, რომლებმაც გამოსაშვებ გამოცდაზე ზღვარი ვერ გადალახეს. კონკურში, საერთო ჯამში, მონაწილეობა 39 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო.

ამასთან, მაია მინინოშვიოლის თქმით, სტატისტიკური მონაცემების თვალსაზრისით, სტუდენტების მონაწილეობის მხრივ მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესებულია.

რაც შეეხება დაფინანსებებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 2017 წლის ეროვნულ გამოცდაზე 100%-იანი დაფინანსება 1009 აბიტურიენტმა მოიპოვა, 70%-იანი დაფინანსება - 1457-მა, 50%-იანი დაფინანსება - 4081 სტუდენტმა, ხოლო ე.წ. უფასოზე 4051 სტუდენტი ჩაირიცხა.

"დაახლოებით, 39 ათასამდე აბიტურიენტი მონაწილეობდა კონკურსში. დღეს, 13:00 საათზე გამოქვეყნდა ჩარიცხვის შედეგები. რა თქმა უნდა გამოქვეყნდა საგრანტო კონკურსის შედეგებიც. ყველა სტუდენტს ვულოცავ ამ წარმატებას. 39 ათასი აბიტურიენტიდან 28 ათასზე მეტი სტუდენტი გახდა. სტუდენტების რაოდენობის თვალსაზრისით, თუ წინა წლის მონაცემებს შევადარებთ, ფაქტობრივად, ანალოგიურია მდგომარეობა, თუმცა, თუ კიდევ უფრო წინა წლებს თუ შევადარებთ, გაზრდილია სტუდენტების რაოდენობა, რაც ნამდვილად კარგია. რაც შეეხება იმ სტუდენტებს, რომლებმაც დაფინანსება ან ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან, აქაც ძალიან კარგი ვითარებაა. ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე 2017 წელს 4051- სტუდენტი სახელმწიფოს ხარჯზე ისწავლის და სრულად დაფინანსდება.

რაც შეეხება საგრანტო კონკურსს, დაახლოებით 6000 ან 6000-ზე მეტია სტუდენტთა რაოდენობა, რომლებმაც სახელმწიფოსგან ნაწილობრივი ან სრული დაფინანსება მოიპოვა. 1000-ზე ოდნავ მეტია იმ სტუდენტების რაოდენობა, ვინც 100%-იანი გრანტი მოიპოვა და სრულად ფინანსდებიან", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, წელს, რამდენიმე პოზიტიური ტენდეცია შეინიშნება - ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 1047 არაქართულენოვანი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი