პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გახდა ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი - შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
რა გახდა ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი - შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში, სო­ფელ და­ბას მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის პრე­ვენ­ცი­უ­ლი და­მუ­შა­ვე­ბი­სას, მდი­ნა­რე გუ­ჯა­რუ­ლა­ზე მო­წყო­ბი­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი ავ­ზი­დან წყლის აღე­ბის დროს, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის კუთ­ვნილ­მა ვერ­ტმფრენ­მა - "მი-8"-მ ავა­რი­უ­ლი დაჯ­დო­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია შს სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ვიდ­ნენ სა­ხან­ძრო - სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცტექ­ნი­კა, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბი­სა და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბი.

"პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყლის აღე­ბის დროს, ვერ­ტმფრენს ჩა­მო­ვარ­დნის საფრ­თხე შე­ექ­მნა. მფრი­ნა­ვე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი და ოპე­რა­ტი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ვერ­ტმფრე­ნის დას­მა, რი­თაც თა­ვი­დან იქნა აცი­ლე­ბუ­ლი უდი­დე­სი ტრა­გე­დია. იმის გამო, რომ კა­ლა­თა წყლით იყო სავ­სე, ავა­რი­უ­ლი დაშ­ვე­ბა წყალ­ზე­ვე გან­ხორ­ცი­ელ­და.

პრე­ვენ­ცი­ი­სა და შემ­დგო­მი გა­მოკ­ვლე­ვის მიზ­ნით, ვერ­ტმფრენ­ში მყო­ფი ეკი­პა­ჟის 4 წევ­რი თბი­ლის­ში, სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაჰ­ყავთ. მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

შსს-ს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის კუთ­ვნილ ვერ­ტმფრენს - "მი-8" - ს სა­რეგ­ლა­მენ­ტო შე­მოწ­მე­ბა 2 დღის წინ, 25 აგ­ვის­ტოს ჩა­უ­ტარ­და. მო­ცე­მულ დროს, ვერ­ტმფრე­ნის ძრა­ვი სრულ წეს­რიგ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში ხან­ძრის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს აღ­ნიშ­ნულ­მა ვერ­ტმფრენ­მა 600-მდე გაფ­რე­ნა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და ცე­ცხლის კე­რებს 1300-მდე ტონა წყა­ლი და­ას­ხა. ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა შსს-მ სსკ-ს 275-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და­ი­წყო", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე: ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟი ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბი­დან, სა­დაც ქარ­თუ­ლი ვერ­ტმფრე­ნი ჩა­მო­ვარ­და

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

რა გახდა ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი - შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

რა გახდა ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი - შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიის პრევენციული დამუშავებისას, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა - "მი-8"-მ ავარიული დაჯდომა განახორციელა, - ამის შესახებ ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ სახანძრო - სამაშველო ჯგუფები და შესაბამისი სპეცტექნიკა, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

"პირველადი ინფორმაციით, წყლის აღების დროს, ვერტმფრენს ჩამოვარდნის საფრთხე შეექმნა. მფრინავების პროფესიონალური და ოპერატიული მოქმედების შედეგად, შესაძლებელი გახდა ვერტმფრენის დასმა, რითაც თავიდან იქნა აცილებული უდიდესი ტრაგედია. იმის გამო, რომ კალათა წყლით იყო სავსე, ავარიული დაშვება წყალზევე განხორციელდა.

პრევენციისა და შემდგომი გამოკვლევის მიზნით, ვერტმფრენში მყოფი ეკიპაჟის 4 წევრი თბილისში, სამკურნალო დაწესებულებაში გადაჰყავთ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ ვერტმფრენს - "მი-8" - ს სარეგლამენტო შემოწმება 2 დღის წინ, 25 აგვისტოს ჩაუტარდა. მოცემულ დროს, ვერტმფრენის ძრავი სრულ წესრიგში იმყოფებოდა. ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს აღნიშნულმა ვერტმფრენმა 600-მდე გაფრენა განახორციელა და ცეცხლის კერებს 1300-მდე ტონა წყალი დაასხა. ფაქტზე გამოძიება შსს-მ სსკ-ს 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო", - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: ფოტორეპორტაჟი ბორჯომის ხეობიდან, სადაც ქართული ვერტმფრენი ჩამოვარდა

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია