სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიანა ისაკაძის კონცერტის დროს, მისი მეუღლე თამაზ ჩაჩავა მოულოდნელად გარდაიცვალა
ლიანა ისაკაძის კონცერტის დროს, მისი მეუღლე თამაზ ჩაჩავა მოულოდნელად გარდაიცვალა

26 აგ­ვის­ტოს, ბა­თუმ­ში ლი­ა­ნა ისა­კა­ძის კონ­ცერ­ტის დროს, მე­ვი­ო­ლი­ნეს მე­უღ­ლე თა­მაზ ჩა­ჩა­ვა მო­უ­ლოდ­ნე­ლად ცუ­დად გახ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ კონ­ცერ­ტზე დამ­სწრე­თა­გან ხდე­ბა ცნო­ბი­ლი.

თა­მაზ ჩა­ჩა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა დე­პუ­ტა­ტი ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძე, რო­მელ­საც მე­ვი­ო­ლი­ნის ოჯახ­თან ხან­გრძლი­ვი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებს:

"მთე­ლი გუ­ლით ვუ­თა­ნაგ­რძნობ ჩემს ძვირ­ფას მე­გო­ბარს, ქალ­ბა­ტონ ლი­ა­ნა ისა­კა­ძეს მისი მე­უღ­ლის ბა­ტონ თა­მაზ ჩა­ჩა­ვას მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. მე პი­რა­დად, უკვე სამი ათე­უ­ლი წე­ლია და თი­ნი­კო კი თით­ქმის ოცი წე­ლია, რაც ვმე­გობ­რობ­დით ბა­ტონ თა­მაზ­თან და მუ­დამ გუ­ლის­ტკი­ვი­ლით გაგ­ვახ­სენ­დე­ბა ეს უნი­ჭი­ე­რე­სი, ზედ­მი­წევ­ნით წე­სი­ე­რი, უაღ­რე­სად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და დახ­ვე­წი­ლი პი­როვ­ნე­ბა.

მოგ­ვე­ნატ­რე­ბა მას­თან ხან­გრძლი­ვი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბი და მისი კე­თილ­მას­პინ­ძლო­ბა ყველ­გან, სა­დაც თა­ვად იყო, რად­გა­ნაც ასე­თი იყო, ყველ­გან ყვე­ლა­სი მას­პინ­ძე­ლი და ყვე­ლა­სი მხარ­ში მდგო­მი. უდი­დე­სი ტრა­გე­დი­აა ეს ქალ­ბა­ტო­ნი ლი­ა­ნას­თვის და ღმერ­თმა მის­ცეს მას ძალა, რომ გა­უმკლავ­დეს ცხოვ­რე­ბას ბა­ტო­ნი თა­მა­ზის გა­რე­შე. ძა­ლი­ან მოგ­ვე­ნატ­რე­ბა.... ნა­თელ­ში იყოს მისი სული..." - წერს კვა­ჭან­ტი­რა­ძე.

ლი­ა­ნა ისა­კა­ძე და თა­მაზ ჩა­ჩა­ვა 45 წელი ცხოვ­რობ­დნენ ერ­თად. წყვი­ლი ერთი კვი­რის წინ დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, რათა სა­უ­კუ­ნის სა­უ­კე­თე­სო მე­ვი­ო­ლი­ნეს მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ "ღა­მის სე­რე­ნა­დებ­ში" მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში 26-28-29 აგ­ვის­ტოს იმარ­თე­ბა.

ფეს­ტი­ვა­ლის წინ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, მე­ვი­ო­ლი­ნემ ასე ისა­უბ­რა მე­უღ­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მას­თან ერ­თად სიმ­ღე­რას აპი­რებ­და ფეს­ტი­ვა­ლის დროს:

"ამ­ჯე­რად, ფეს­ტი­ვალ­ზე იმ­ღე­რებს ჩემი მე­უღ­ლე ჯაზს. ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, ის ისე კარ­გად მღე­რის, ყვე­ლას მო­ე­წო­ნე­ბა. მეც და­ვუკ­რავ, აუ­ცი­ლებ­ლად. თურ­მე, მეც ვუკ­რავ ჯაზს", - აღ­ნიშ­ნა მუ­სი­კოს­მა.

ამას­თან, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე თა­მაზ ჩა­ჩა­ვამ ლი­ა­ნა ისა­კა­ძის წიგ­ნის - "ლი­ა­ნა ისა­კა­ძის მე­დი­ტა­ცი­ე­ბის" შე­სა­ხებ ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც 10 წე­ლია გა­მო­ცე­მუ­ლია. თა­მაზ ჩა­ჩა­ვამ მე­უღ­ლის წიგნს გე­ნი­ა­ლუ­რი უწო­და.

ფო­ტო­ზე: ლი­ა­ნა ისა­კა­ძე და თა­მაზ ჩა­ჩა­ვა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­სა და ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თან ერ­თად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ლიანა ისაკაძის კონცერტის დროს, მისი მეუღლე თამაზ ჩაჩავა მოულოდნელად გარდაიცვალა

ლიანა ისაკაძის კონცერტის დროს, მისი მეუღლე თამაზ ჩაჩავა მოულოდნელად გარდაიცვალა

26 აგვისტოს, ბათუმში ლიანა ისაკაძის კონცერტის დროს, მევიოლინეს მეუღლე თამაზ ჩაჩავა მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ კონცერტზე დამსწრეთაგან ხდება ცნობილი.

თამაზ ჩაჩავას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე, რომელსაც მევიოლინის ოჯახთან ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებს:

"მთელი გულით ვუთანაგრძნობ ჩემს ძვირფას მეგობარს, ქალბატონ ლიანა ისაკაძეს მისი მეუღლის ბატონ თამაზ ჩაჩავას მოულოდნელი გარდაცვალების გამო. მე პირადად, უკვე სამი ათეული წელია და თინიკო კი თითქმის ოცი წელია, რაც ვმეგობრობდით ბატონ თამაზთან და მუდამ გულისტკივილით გაგვახსენდება ეს უნიჭიერესი, ზედმიწევნით წესიერი, უაღრესად განათლებული და დახვეწილი პიროვნება.

მოგვენატრება მასთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბრები და მისი კეთილმასპინძლობა ყველგან, სადაც თავად იყო, რადგანაც ასეთი იყო, ყველგან ყველასი მასპინძელი და ყველასი მხარში მდგომი. უდიდესი ტრაგედიაა ეს ქალბატონი ლიანასთვის და ღმერთმა მისცეს მას ძალა, რომ გაუმკლავდეს ცხოვრებას ბატონი თამაზის გარეშე. ძალიან მოგვენატრება.... ნათელში იყოს მისი სული..." - წერს კვაჭანტირაძე.

ლიანა ისაკაძე და თამაზ ჩაჩავა 45 წელი ცხოვრობდნენ ერთად. წყვილი ერთი კვირის წინ დაბრუნდა საქართველოში, რათა საუკუნის საუკეთესო მევიოლინეს მუსიკალურ ფესტივალ "ღამის სერენადებში" მიეღო მონაწილეობა, რომელიც ბათუმში 26-28-29 აგვისტოს იმართება.

ფესტივალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, მევიოლინემ ასე ისაუბრა მეუღლის შესახებ, რომელიც მასთან ერთად სიმღერას აპირებდა ფესტივალის დროს:

"ამჯერად, ფესტივალზე იმღერებს ჩემი მეუღლე ჯაზს. ეს იქნება ძალიან საინტერესო, ის ისე კარგად მღერის, ყველას მოეწონება. მეც დავუკრავ, აუცილებლად. თურმე, მეც ვუკრავ ჯაზს", - აღნიშნა მუსიკოსმა.

ამასთან, პრესკონფერენციაზე თამაზ ჩაჩავამ ლიანა ისაკაძის წიგნის - "ლიანა ისაკაძის მედიტაციების" შესახებ ესაუბრა, რომელიც 10 წელია გამოცემულია. თამაზ ჩაჩავამ მეუღლის წიგნს გენიალური უწოდა.

ფოტოზე: ლიანა ისაკაძე და თამაზ ჩაჩავა კულტურის მინისტრის მოადგილესა და ფესტივალის ორგანიზატორთან ერთად

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია