პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპატრიარქო სამეგრელოში ღვთისმშობლის კვართის ირგვლივ შექმნილ მღელვარებას განცხადებით ეხმაურება
საპატრიარქო სამეგრელოში ღვთისმშობლის კვართის ირგვლივ შექმნილ მღელვარებას განცხადებით ეხმაურება

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც ბოლო დროს ღვი­თის­მშობ­ლის კვარ­თის ირ­გვლივ სა­მეგ­რე­ლო­ში ატე­ხილ მღელ­ვა­რე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ათე­ის­ტუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის გა­ბა­ტო­ნე­ბის ჟამს, მრა­ვა­ლი სიწ­მი­დე იქნა გა­ტა­ნი­ლი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბი­დან; ამ სიწ­მი­დე­თა­გან ნა­წი­ლი უგზო-უკვლოდ და­ი­კარ­გა, ნა­წი­ლი კი სხვა­დას­ხვა მუ­ზე­უ­მებს გა­და­ე­ცა შე­სა­ნა­ხად. ასე აღ­მოჩ­ნდა ზუგ­დი­დის მუ­ზე­უ­მის სა­ცავ­ში ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშობ­ლის კვარ­თი, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, (ყვე­ლა­ზე გვი­ან­დე­ლი ვერ­სი­ით) კონ­სტან­ტი­ნე­პო­ლის და­ცე­მის შემ­დეგ ჩა­მო­უ­ტა­ნი­ათ სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ კი სა­და­დი­ა­ნო­ში. მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის ეს უდი­დე­სი სიწ­მი­დე ვერ­ცხლის კი­დო­ბან­ში ყო­ფი­ლა და­ცუ­ლი და სა­მეგ­რე­ლოს მთავ­რის, ლე­ვან და­დი­ა­ნის და კა­თო­ლი­კო­სის ბეჭ­დით და­ლუ­ქუ­ლი.

1923 წლამ­დე ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშობ­ლის კვარ­თი სხვა სიწ­მი­დე­ებ­თან ერ­თად ხო­ბის მო­ნას­ტერ­ში ინა­ხე­ბო­და; 1923 წელს კი ისი­ნი და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში გან­თავ­სე­ბულ მუ­ზე­უმ­ში გა­და­ი­ტა­ნეს.

ზუგ­დი­დის მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრო­მელ­თა სა­სა­ხე­ლოდ უნდა ით­ქვას, რომ ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ მიერ გა­მო­ჩე­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი თავ­და­დე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გმი­რო­ბის ფა­სად ათე­ის­ტურ დროს გა­და­ურ­ჩა ყოვ­ლად­წ­მი­და კვარ­თი და არა­ერ­თი სხვა სიწ­მი­დე.

დღეს, ღვთის მად­ლით, დად­გა დრო, როცა გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში ხდე­ბა ხოლ­მე ამ სიწ­მი­დის გად­მოს­ვე­ნე­ბა ტა­ძარ­ში, სა­დაც ტარ­დე­ბა საღ­მრთო ლი­ტურ­ღია და მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნებს მას­თან რწმე­ნი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით მი­ახ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ.

ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშობ­ლის კვარ­თის ირ­გვლივ უკა­ნას­კნელ წლებ­ში, სამ­წუ­ხა­რო გა­უ­გებ­რო­ბებ­მა იჩი­ნა თავი, რაც ზუგ­დი­დის მრევ­ლში მღელ­ვა­რე­ბას იწ­ვევს.

ზუგ­დი­დის მო­სახ­ლე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტი­ვად მი­იჩ­ნევს იმას, რომ მათ ქა­ლაქ­ში ინა­ხე­ბა საქ­რის­ტი­ა­ნოს გა­მორ­ჩე­უ­ლი სიწ­მი­დე და შე­სა­ბა­მი­სად, მტკივ­ნე­უ­ლად რე­ა­გი­რებს ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბულ დის­კუ­სი­ებ­ზე.

შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას სწავ­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს­თან არ­სე­ბუ­ლი სიწ­მი­დე­თა მო­ძი­ე­ბი­სა და დაც­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბა, რომ­ლის მუ­შა­ო­ბა­ში ასე­ვე ჩა­ერ­თვე­ბი­ან შე­სა­ბა­მი­სი დარ­გის მკვლე­ვა­რე­ბი, ზუგ­დი­დი­სა და ხო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­სა და ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუ­ფალ­თა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი: მათი ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გი შემ­დეგ წა­რედ­გი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წმი­და სი­ნოდს. მა­ნამ­დე კი ჩვენს სუ­ლი­ერ შვი­ლებს მო­ვუ­წო­დებთ სიმ­შვი­დი­სა და მოთ­მი­ნე­ბის­კენ; სა­ეკ­ლე­სიო სიწ­მი­დე­ე­ბი, ღვთის მად­ლის მა­ძი­ე­ბელთ აერ­თი­ა­ნებს და არ გა­ნჰ­ყოფს; ჩვენს შემ­თხვე­ვა­შიც, ძმა­თა შო­რის წა­მოჭ­რი­ლი გა­უ­გებ­რო­ბა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით და ერ­თო­ბით უნდა და­იძ­ლი­ოს. ჩვე­ნი ძალა ჩვენ­სა­ვე სუ­ლი­ერ ერ­თო­ბა­შია.

აღ­ვავ­ლენთ ლოც­ვებს, რათა აღ­სრულ­დეს და­ვით წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის სი­ტყვე­ბი: "მი­უ­ტე­ვე ზრუნ­ვაი შენი უფალ­სა და მან გა­მოგ­ზარ­დოს შენ…"(ფს. 54. 23) "წყა­ლო­ბაჲ და ჭეშ­მა­რი­ტე­ბაჲ შე­იმთხჳნეს, სი­მარ­თლე­მან და მშჳდო­ბა­მან ამ­ბორს–უყ­ვეს."(ფს. 84,11)" - ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

წა­ი­კი­თხეთ: ზუგ­დი­დის მერი - ღვთის­მშო­ბე­ლი თვი­თონ ირ­ჩევს სად იყოს დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი მისი სა­მო­სე­ლი და მისი ნე­ბის გა­რე­შე ვე­რა­ნა­ი­რი ძალა ვერ დაძ­რავს კვართს

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

საპატრიარქო სამეგრელოში ღვთისმშობლის კვართის ირგვლივ შექმნილ მღელვარებას განცხადებით ეხმაურება

საპატრიარქო სამეგრელოში ღვთისმშობლის კვართის ირგვლივ შექმნილ მღელვარებას განცხადებით ეხმაურება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელიც ბოლო დროს ღვითისმშობლის კვართის ირგვლივ სამეგრელოში ატეხილ მღელვარებას ეხმაურება.

საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მე-20 საუკუნის დასაწყისში, საქართველოში ათეისტური იდეოლოგიის გაბატონების ჟამს, მრავალი სიწმიდე იქნა გატანილი ეკლესია-მონასტრებიდან; ამ სიწმიდეთაგან ნაწილი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ნაწილი კი სხვადასხვა მუზეუმებს გადაეცა შესანახად. ასე აღმოჩნდა ზუგდიდის მუზეუმის საცავში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი, რომელიც, სავარაუდოდ, (ყველაზე გვიანდელი ვერსიით) კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ ჩამოუტანიათ საქართველოში, კერძოდ კი სადადიანოში. მსოფლიო მნიშვნელობის ეს უდიდესი სიწმიდე ვერცხლის კიდობანში ყოფილა დაცული და სამეგრელოს მთავრის, ლევან დადიანის და კათოლიკოსის ბეჭდით დალუქული.

1923 წლამდე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი სხვა სიწმიდეებთან ერთად ხობის მონასტერში ინახებოდა; 1923 წელს კი ისინი დადიანების სასახლეში განთავსებულ მუზეუმში გადაიტანეს.

ზუგდიდის მუზეუმის თანამშრომელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ათწლეულების განმავლობაში მათ მიერ გამოჩენილი განსაკუთრებული მზრუნველობის, პროფესიული თავდადებისა და სამოქალაქო გმირობის ფასად ათეისტურ დროს გადაურჩა ყოვლადწმიდა კვართი და არაერთი სხვა სიწმიდე.

დღეს, ღვთის მადლით, დადგა დრო, როცა განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება ხოლმე ამ სიწმიდის გადმოსვენება ტაძარში, სადაც ტარდება საღმრთო ლიტურღია და მორწმუნე ადამიანებს მასთან რწმენითა და სიყვარულით მიახლების საშუალება ეძლევათ.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის ირგვლივ უკანასკნელ წლებში, სამწუხარო გაუგებრობებმა იჩინა თავი, რაც ზუგდიდის მრევლში მღელვარებას იწვევს.

ზუგდიდის მოსახლეობა განსაკუთრებულ პატივად მიიჩნევს იმას, რომ მათ ქალაქში ინახება საქრისტიანოს გამორჩეული სიწმიდე და შესაბამისად, მტკივნეულად რეაგირებს ამ საკითხთან დაკავშირებულ დისკუსიებზე.

შექმნილ ვითარებას სწავლობს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილება, რომლის მუშაობაში ასევე ჩაერთვებიან შესაბამისი დარგის მკვლევარები, ზუგდიდისა და ხობის საზოგადოების წარმომადგენლები, კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფალთა პასუხისმგებელი პირები: მათი ერთობლივი მუშაობის შედეგი შემდეგ წარედგინება საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს. მანამდე კი ჩვენს სულიერ შვილებს მოვუწოდებთ სიმშვიდისა და მოთმინებისკენ; საეკლესიო სიწმიდეები, ღვთის მადლის მაძიებელთ აერთიანებს და არ განჰყოფს; ჩვენს შემთხვევაშიც, ძმათა შორის წამოჭრილი გაუგებრობა ქრისტიანული სიყვარულით და ერთობით უნდა დაიძლიოს. ჩვენი ძალა ჩვენსავე სულიერ ერთობაშია.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა აღსრულდეს დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: "მიუტევე ზრუნვაი შენი უფალსა და მან გამოგზარდოს შენ…"(ფს. 54. 23) "წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ შეიმთხჳნეს, სიმართლემან და მშჳდობამან ამბორს–უყვეს."(ფს. 84,11)" - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

წაიკითხეთ: ზუგდიდის მერი - ღვთისმშობელი თვითონ ირჩევს სად იყოს დაბრძანებული მისი სამოსელი და მისი ნების გარეშე ვერანაირი ძალა ვერ დაძრავს კვართს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი