პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დაემალა 2 წლის წინ ჟურნალისტს ტუალეტში საკრებულოს დეპუტატი, რომელიც ახლახანს ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
რატომ დაემალა 2 წლის წინ ჟურნალისტს ტუალეტში საკრებულოს დეპუტატი, რომელიც ახლახანს ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი ზუ­რაბ ნე­ფა­რი­ძე და­ა­კა­ვეს. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნე­ფა­რი­ძე ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ­მა სა­ა­გენ­ტომ და­ა­კა­ვა, თუმ­ცა სხვა დე­ტა­ლებ­ზე სუს-ში არ სა­უბ­რო­ბენ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუ­რაბ ნე­ფა­რი­ძე სა­ვა­რა­უ­დოდ, ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზეა და­კა­ვე­ბუ­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­კა­ვე­ბულს საკ­მა­ოდ სკან­და­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლი აქვს. მა­გა­ლი­თად, არ­ქივ­ში იძებ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ნავ­თლუ­ღის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატ­ზე ზუ­რაბ ნე­ფა­რი­ძე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ტუ­რა­ში 2015 წელს ორი სა­ჩი­ვა­რი იყო შე­ტა­ნი­ლი, სა­დაც ორი მო­ქა­ლა­ქე მას ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვას ედა­ვე­ბო­და. ნე­ფა­რი­ძე თაღ­ლი­თო­ბის ბრალ­დე­ბი­თაც იხ­დი­და სას­ჯელს, თუმ­ცა ცი­ხი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, 2015 წლის მარ­ტში "იმე­დის კვი­რამ" სი­უ­ჟე­ტი მო­ამ­ზა­და. ჟურ­ნა­ლის­ტმა ბელა ზა­ქა­ი­ძემ სცა­და ნე­ფა­რი­ძის­გან კო­მენ­ტა­რი მო­ე­პო­ვე­ბი­ნა, თუმ­ცა დე­პუ­ტატ­მა ჯერ სა­კუ­თარ თა­ნამ­შრომ­ლებს ოფი­სი­დან ჟურ­ნა­ლის­ტის გა­ძე­ვე­ბა უბ­რძა­ნა, შემ­დეგ კი 40 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­პირ­ფა­რე­შო­ში ჩა­ი­კე­ტა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბებს, ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ზუ­რაბ ნე­ფა­რი­ძეს უჩი­ო­და, ბიზ­ნეს­მე­ნი ბე­სა­რი­ონ ხვინ­თე­ლი­ა­ნია, რო­მე­ლიც ასე­ვე პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ცი­ხი­დან არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

რო­გორც ბიზ­ნეს­მე­ნი ჟურ­ნა­ლისტ ბელა ზა­ქა­ი­ძეს­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავ­და, მან ნე­ფა­რი­ძე ად­ვო­კა­ტად 2010 წელს და­ი­ქი­რა­ვა. ხვინ­თე­ლი­ა­ნი ამ­ბობს, რომ 40 000 დო­ლარ­ზე მეტი გა­და­ი­ხა­და, მაგ­რამ ად­ვო­კა­ტის­გან შე­სა­ბა­მი­სი მომ­სა­ხუ­რე­ბა ვერ მი­ი­ღო. ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ მან ნე­ფა­რი­ძეს თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბა მოს­თხო­ვა, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.

ზუ­რაბ ნე­ფა­რი­ძე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ, 2013 წლის იან­ვარ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­თა­ვი­სუფ­ლდა. 2014 წლის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა­ში" მოხ­ვდა, რო­გორც "ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მის" წევ­რი და ნავ­თლუ­ღის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი გახ­და. მა­ნამ­დე ნე­ფა­რი­ძე ად­ვო­კა­ტი იყო და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს თაღ­ლი­თო­ბი­სათ­ვის და­ა­კა­ვეს. ის შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს პო­ლი­ცი­ა­შიც მუ­შა­ობ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია "იმე­დის კვი­რის" მი­ხედ­ვით

რატომ დაემალა 2 წლის წინ ჟურნალისტს ტუალეტში საკრებულოს დეპუტატი, რომელიც ახლახანს ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

რატომ დაემალა 2 წლის წინ ჟურნალისტს ტუალეტში საკრებულოს დეპუტატი, რომელიც ახლახანს ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

სამართალდამცველებმა თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ნეფარიძე ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა, თუმცა სხვა დეტალებზე სუს-ში არ საუბრობენ.

არსებული ინფორმაციით, ზურაბ ნეფარიძე სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულს საკმაოდ სკანდალური პოლიტიკური წარსული აქვს. მაგალითად, არქივში იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ქართული ოცნებიდან" თბილისის საკრებულოს ნავთლუღის მაჟორიტარ დეპუტატზე ზურაბ ნეფარიძეზე პროკურატურატურაში 2015 წელს ორი საჩივარი იყო შეტანილი, სადაც ორი მოქალაქე მას ფულის გამოძალვას ედავებოდა. ნეფარიძე თაღლითობის ბრალდებითაც იხდიდა სასჯელს, თუმცა ციხიდან პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 2015 წლის მარტში "იმედის კვირამ" სიუჟეტი მოამზადა. ჟურნალისტმა ბელა ზაქაიძემ სცადა ნეფარიძისგან კომენტარი მოეპოვებინა, თუმცა დეპუტატმა ჯერ საკუთარ თანამშრომლებს ოფისიდან ჟურნალისტის გაძევება უბრძანა, შემდეგ კი 40 წუთის განმავლობაში საპირფარეშოში ჩაიკეტა.

რაც შეეხება ბრალდებებს, ერთ-ერთი დაზარალებული, რომელიც ზურაბ ნეფარიძეს უჩიოდა, ბიზნესმენი ბესარიონ ხვინთელიანია, რომელიც ასევე პატიმრობაში იმყოფებოდა და ციხიდან არჩევნების შემდეგ, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.

როგორც ბიზნესმენი ჟურნალისტ ბელა ზაქაიძესთან საუბარში აღნიშნავდა, მან ნეფარიძე ადვოკატად 2010 წელს დაიქირავა. ხვინთელიანი ამბობს, რომ 40 000 დოლარზე მეტი გადაიხადა, მაგრამ ადვოკატისგან შესაბამისი მომსახურება ვერ მიიღო. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან ნეფარიძეს თანხის დაბრუნება მოსთხოვა, თუმცა უშედეგოდ.

ზურაბ ნეფარიძე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 წლის იანვარში პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნებაში" მოხვდა, როგორც "ეროვნული ფორუმის" წევრი და ნავთლუღის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. მანამდე ნეფარიძე ადვოკატი იყო და "ნაციონალური მოძრაობის" დროს თაღლითობისათვის დააკავეს. ის შევარდნაძის ხელისუფლების დროს პოლიციაშიც მუშაობდა.

მომზადებულია "იმედის კვირის" მიხედვით

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ