მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მდგომარეობაა ბორჯომის ხეობაში დილიდან - "რაიმე გართულებებს არ ველოდებით"
რა მდგომარეობაა ბორჯომის ხეობაში დილიდან - "რაიმე გართულებებს არ ველოდებით"

ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში ვერ­ტმფრე­ნებ­მა ნის­ლის გამო დი­ლი­დან მუ­შა­ო­ბა ვერ გა­ნა­ახ­ლეს. რო­გორც რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა ზუ­რაბ ალა­ვი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მას შემ­დეგ რაც ამინ­დი გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, სამი ვერ­ტმფრე­ნი მუ­შა­ო­ბას გა­ნა­ახ­ლებს. მი­ნის­ტრის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში რჩე­ბა მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის ავი­ა­ცია და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი ხან­ძრის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩა­ერ­თვე­ბი­ან.

"ავი­ა­ცია ამ წუთ­ში არ მუ­შა­ობს, რად­გან ამინ­დი არ აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას. ნის­ლია. ავი­ა­ცია ად­გილ­ზე რჩე­ბა. ჩვე­ნი ორი ვერ­ტმფრე­ნი და ერთი თურ­ქუ­ლი მხა­რის ვერ­ტმფრე­ნი იმუ­შა­ვებს. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თუ დაგ­ვჭირ­და და­ნარ­ჩე­ნი ვერტნფრე­ნე­ბიც იმუ­შა­ვე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ალა­ვი­ძემ.

რო­გორც ალა­ვი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ცო­ცხა­ლი ძალა ამ დრომ­დე მუ­შა­ობს ხან­ძრის მცი­რე კე­რე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ა­ზე. მი­სი­ვე თქმით, დღის ბო­ლოს უფრო ნა­თე­ლი სუ­რა­თი იქ­ნე­ბა იმის ვა­რა­უ­დის­თვის თუ რა დრო დას­ჭირ­დე­ბა ხან­ძრის ლიკ­ვი­და­ცი­ას.

"ამ დრო­ის­თვის ძი­რი­თა­დი კე­რე­ბი ფაქ­ტი­უ­რად ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლი გვაქვს. მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. სა­ღა­მოს უკეთ გვე­ცო­დი­ნე­ბა რა დრო დას­ჭირ­დე­ბა ლიკ­ვი­და­ცი­ას, ასე­ვე გვე­ცო­დი­ნე­ბა რა დრო დას­ჭირ­დე­ბა ჯარს და რამ­დენ ხანს გა­ვა­ჩე­რებთ აქ. ვი­თა­რე­ბა გვაქვს კარ­გი. რა­ი­მე გარ­თუ­ლე­ბებს არ ვე­ლო­დე­ბით. წაღ­ვე­რის მხა­რეს არის მცი­რე კე­რე­ბი, რო­მელ­თა და­მუ­შა­ვე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ცო­ცხა­ლი ძა­ლის და შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კის მეშ­ვე­ო­ბით", - აღ­ნიშ­ნა ზუ­რაბ ალა­ვი­ძემ.

თა­ვის მხრივ, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ჩვენ დღეს ავი­ა­ცია იმ დო­ზით აღარ იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რო­გორც აქამ­დე, რად­გან ძი­რი­თა­დად სა­მუ­შაო ხმე­ლეთ­ზეა ცო­ცხა­ლი ძა­ლის მეშ­ვე­ო­ბით.

"ჩვენ მა­ინც 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში სრუ­ლი დატ­ვირ­თვით ვმუ­შა­ობთ. ყვე­ლა სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც აქ ვიმ­ყო­ფე­ბით, კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში გან­ვაგ­რძნობთ მუ­შა­ო­ბას. ად­გილ­ზე რჩე­ბა ასე­ვე ავი­ა­ცია. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ დღეს ავი­ა­ცი­ას იმ დო­ზით აღარ გა­მო­ი­ვი­ყე­ნებთ, რაც აქამ­დე გა­მო­ვი­ყე­ნეთ, რად­გან დღეს ძი­რი­თა­დად ხმე­ლეთ­ზეა სა­მუ­შაო ცო­ცხა­ლი ძა­ლის და ტექ­ნი­კის. დღეს საკ­მა­ოდ კარ­გი მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს, წინა დღე­ებ­თან შე­და­რე­ბით", - გა­ნა­ცხა­და მღებ­რიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა მდგომარეობაა ბორჯომის ხეობაში დილიდან - "რაიმე გართულებებს არ ველოდებით"

რა მდგომარეობაა ბორჯომის ხეობაში დილიდან - "რაიმე გართულებებს არ ველოდებით"

ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენებმა ნისლის გამო დილიდან მუშაობა ვერ განაახლეს. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ რაც ამინდი გაუმჯობესდება, სამი ვერტმფრენი მუშაობას განაახლებს. მინისტრის თქმით, საქართველოში რჩება მეზობელი ქვეყნების ავიაცია და საჭიროების შემთხვევაში ისინი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვებიან.

"ავიაცია ამ წუთში არ მუშაობს, რადგან ამინდი არ აძლევს საშუალებას. ნისლია. ავიაცია ადგილზე რჩება. ჩვენი ორი ვერტმფრენი და ერთი თურქული მხარის ვერტმფრენი იმუშავებს. დღის განმავლობაში თუ დაგვჭირდა დანარჩენი ვერტნფრენებიც იმუშავებენ", - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

როგორც ალავიძემ აღნიშნა, ცოცხალი ძალა ამ დრომდე მუშაობს ხანძრის მცირე კერების ლიკვიდაციაზე. მისივე თქმით, დღის ბოლოს უფრო ნათელი სურათი იქნება იმის ვარაუდისთვის თუ რა დრო დასჭირდება ხანძრის ლიკვიდაციას.

"ამ დროისთვის ძირითადი კერები ფაქტიურად ლოკალიზებული გვაქვს. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. საღამოს უკეთ გვეცოდინება რა დრო დასჭირდება ლიკვიდაციას, ასევე გვეცოდინება რა დრო დასჭირდება ჯარს და რამდენ ხანს გავაჩერებთ აქ. ვითარება გვაქვს კარგი. რაიმე გართულებებს არ ველოდებით. წაღვერის მხარეს არის მცირე კერები, რომელთა დამუშავება მიმდინარეობს ცოცხალი ძალის და შესაბამისი ტექნიკის მეშვეობით", - აღნიშნა ზურაბ ალავიძემ.

თავის მხრივ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ ჩვენ დღეს ავიაცია იმ დოზით აღარ იქნება გამოყენებული, როგორც აქამდე, რადგან ძირითადად სამუშაო ხმელეთზეა ცოცხალი ძალის მეშვეობით.

"ჩვენ მაინც 24 საათიან რეჟიმში სრული დატვირთვით ვმუშაობთ. ყველა სამსახური, რომელიც აქ ვიმყოფებით, კოორდინაციაში განვაგრძნობთ მუშაობას. ადგილზე რჩება ასევე ავიაცია. ამის მიუხედავად, ჩვენ დღეს ავიაციას იმ დოზით აღარ გამოივიყენებთ, რაც აქამდე გამოვიყენეთ, რადგან დღეს ძირითადად ხმელეთზეა სამუშაო ცოცხალი ძალის და ტექნიკის. დღეს საკმაოდ კარგი მდგომარეობა გვაქვს, წინა დღეებთან შედარებით", - განაცხადა მღებრიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი