ბორჯომის ხეობაში ჩამოწოლილი ნისლის და ცუდი ხილვადობის გამო ვერტმფრენებმა ხანძრის ქრობის სამუშაოები შეაჩერეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ვერტმფრენებს სამუშაოების შესრულებისას ნისლი პრობლემას უქმნიდა, რის გამოც მათ მუშაობა შეაჩერეს.
ავიაცია მუშაობას გამთენიისას, 06:00 საათიდან განაახლებს.