ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე მე-6 დღეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ადგილზე ავიაციასა და სპეცტექნიკასთან ერთად, 2500-მდე მეხანძრე-მაშველისა და ჯარისკაცის სახით ცოცხალი ძალაა მობილიზებული.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სტიქიის ზონიდან უახლეს კადრებს ავრცელებს, რომელიც ბორჯომის ხეობაში ამ დროისთვის არსებულ ვითარებას ასახავს.
კადრები ზღვის დონიდან 1700 მეტრი სიმაღლეზე, ე.წ "არჯევანიძის" მთის ყველაზე მაღალ წერტილშია გადაღებული.