ისევე როგორც ხანძრის ქრობის პროცესი, გამოძიებაც ინტენსიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის მიზეზებთან დაკავშირებით დივერსიის ვერსიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
გიორგი მღებრიშვილმა გამოძიების დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საჭიროა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას.
ამასთან, მინისტრმა სახანძრო სამუშაოების მიმდინარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება.
ამასთან, მისი თქმით, მიმდინარეობს 24-საათიან რეჟიმში ხანძრის ქრობის სამუშაოები.