ვინ არის Dilone - გოგონა, რომელთან კონკურენციაშიც თაკო ნაცვლიშვილი დამარცხდა.
თაკო ნაცვლიშვილი Victoria's Secret-ის კასტინგის ფინალურ ტურს გამოეთიშა. მის ნაცვლად Victoria's Secret-ის 2017 წლის გრანდიოზულ შოუში Dilone მიიღებს მონაწილეობას. Dilone 300 მოდელიდან 16 ფინალისტს შორის მოხვდა.
დილონი ნიუ-იორკში ათსულიან ოჯახში დაიბადა. ის 21 წლისაა. მშობლებს ბავშვობიდან სურდათ, რომ ის მოდელი გამხადრიყო. დილონი ასევე მოცეკვავეა, რომელსაც ბალეტი და ჰიპ-ჰოპი მოსწონს. პირველი კონტრაქტი DNA models-თან 2016 წელს გააფორმა და Marc Jacobs'-ის საგაზაფხულო ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.
1. საკუთარ თავს ძალიან სერიოზულად არ უყურებს
"არ მომწონს მოდელობის სერიოზული სახე, რობოტულია. ექსპრესიული იდეები მიზიდავს".
2. უყვარს რეპერი დრეიკი
"ძალიან მიყვარს ანდრე 3000, ჯეი კოული, ნესი, მაგრამ ყოველთვის დრეიკს ვუბრუნდები ხოლმე".
3. როგორ ახასიათებენ მეგობრები
"მხიარული, მგზნებარე, ერთგული".
4. ძალიან უყვარს საჭმელი
"ძალიან მიყვარს წერა და ცეკვა. მაგრამ საჭმელზე მეტად არაფერი მიყვარს. ნიუ-იორკში ახალი რესტორნების აღმოჩენა ჩემი ჰობია".
5. მისი გმირი მადონაა
"მე და ჩემი და მადონას სიმღერებზე ვიზრდებოდით".
6. მის შესახებ რომ ფილმი გადაიღონ, უნდა დენზელ ვაშინგტონმა განასახიეროს მისი როლი
"გინახავთ საწვრთნელი დღე? მიხვდებით მაშინ, რატომაც მინდა".
7. საკუთარი ცხოვრების ფილმის საუნდტრეკად რას ირჩევს
"ტრაპ მუსიკის და დისნეის სიმღერების სინთეზს".
8. სკოლაში საჭმლით ჩხუბის გამო დასაჯეს
"საჭმლით ჩხუბი დავიწყე და ამის გამო სამი დღით დამითხოვეს. ერთ-ერთი საუკეთეოს მოგონებაა ჩემი ცხოვრებიდან".
9. ძალიან კეთილი გული აქვს
"ამ ინდუსტრიაში მინდა ზრდა არ შევწყვიტო, რომ ბავშვებს დავეხმარო. ძალიან განვიცდი ხოლმე იმ ბავშვების ამბავს, ვისაც ნიჭი აქვს, მაგრამ საშუალება არ ეძლევათ მისი გამოხატვის".
10. სილამაზის შესახებ სიბრძნისეულად საუბრობს
"სილამაზე თავდაჯერებულობაა. როდესაც თავდაჯერებული ხარ, სხვები ხვდებიან, რომ მათი წარმოდგენები სილამაზეზე ერთადერთი არაა სამყაროში".
მომზადებულია i-d.vice.com-ს მიხედვით.