თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ცოცხალ ძალასთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ტექნიკა და ცეცხლმაქრი საშუალებებია მობილიზებული.
უწყების განმარტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დღეს საგანგებო შტაბში პრემიერ-მინისტრთან გამართულ თათბირს დაესწრო, სადაც სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს.
მინისტრმა სამხედრო მოსამახურეებს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ გარკვეული შედეგი დღეს მიღწეული იქნება.
"საქართველოს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამახურე ბორჯომის ხეობაში დილიდან დისლოცირდა.
პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საჯარისო ნაწილები ჩაერთნენ.
ბორჯომის ხეობაშია საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ტექნიკა და ცეცხლმაქრი საშუალებები. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დღეს საგანგებო შტაბში პრემიერ მიისტრთან გამართულ თათბირს დაესწრო და სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია სამხედრო მოსამსახირეებს შეხვდნენ. თავდაცვის მინისტმა სამხედროებს სიტყვით მიმართა და ატენის ხეობაში გაწეული სამსახურიათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამახურეებს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ გარკვეული შედეგი დღეს მიღწეული იქნება", - აცხადებენ უწყებაში.