ჰოლივუდის მსახიობის, სილვესტერ სტალონეს ქალიშვილი სისტინი სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" ხშირად აქვეყნებს თავის თამამ ფოტოებს. გოგონა 18 წლისაა და სამოდელო ბიზნესში მოღვაწეობს. სტალონეს სისტინი ამერიკელი მოდელის, ჯენიფერ ფლავინისგან ყავს, რომელიც სლაიზე 22 წლით უმცროსია. სისტინ სტალონე ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს მოდის სამყარო დაიპყროს. ის 16 წლიდან აქტიურად ჩნდება სხვადასხვა ჟურნალების გარეკანზე.