პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს რკინიგზამ" გორან ბრეგოვიჩის კონცერტისთვის დამატებითი მატარებელი დანიშნა
"საქართველოს რკინიგზამ" გორან ბრეგოვიჩის კონცერტისთვის დამატებითი მატარებელი დანიშნა

26 აგ­ვის­ტოს, Black Sea Arena-ზე გო­რან ბრე­გო­ვი­ჩის კონ­ცერ­ტზე დას­წრე­ბის მსურ­ველ­თათ­ვის თბი­ლი­სი­დან და­მა­ტე­ბი­თი (#880/879) ჩარ­ტე­რუ­ლი მა­ტა­რე­ბე­ლი ინიშ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრენ­სი­უსს" "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზი­დან" აც­ნო­ბეს.

მათი ცნო­ბით, GRT სე­რი­ის 4-ვა­გო­ნი­ა­ნი ელექტრო­მა­ტა­რე­ბე­ლი 300 მგზავრს გა­და­იყ­ვანს.

"მა­ტა­რე­ბე­ლი თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი ვაგ­ზლი­დან 15:00 სა­ათ­ზე გავა და Black Sea Arena-ზე 19:15 სა­ათ­ზე ჩავა. აღ­ნიშ­ნულ მა­ტა­რე­ბელს (#880) გა­ჩე­რე­ბე­ბი ურეკ­სა და ქო­ბუ­ლეთ­შიც ექ­ნე­ბა. შემ­დგომ, მსვლე­ლო­ბას გა­აგ­რძე­ლებს ბა­თუ­მამ­დე - შეს­ვლა 20:10 სა­ათ­ზე. ბა­თუ­მი­დან გა­მო­ვა 27 აგ­ვის­ტოს 00:35 სა­ათ­ზე და თბი­ლის­ში ჩა­მო­ვა 06:00 სა­ათ­ზე.

ასე­ვე, სა­კონ­ცერ­ტო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დამ­სწრე­თა მა­ტა­რებ­ლებ­ში ჩას­ხდო­მა-გად­მოს­ხდო­მის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, 26 აგ­ვის­ტოს თბი­ლი­სი­დან ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მა­ვალ ჩქარ ელექტრო­მა­ტა­რებ­ლებს #802/801, #804/803, #806/805, #808/807 ეძ­ლე­ვათ ორ­წუ­თი­ა­ნი გა­ჩე­რე­ბა Black Sea Arena-ზე.

ბი­ლე­თე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია წარ­მო­ებს რო­გორც "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" სა­ლა­რო­ებ­ში, ასე­ვე სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გა­ყიდ­ვის არ­ხე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ონ­ლა­ინ, ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტო­ებ­ში და სწრა­ფი გა­დახ­დის აპა­რა­ტე­ბით. "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა" სა­სი­ა­მოვ­ნო მგზავ­რო­ბას გი­სურ­ვებთ!", - აღ­ნიშ­ნუ­ლია "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"საქართველოს რკინიგზამ" გორან ბრეგოვიჩის კონცერტისთვის დამატებითი მატარებელი დანიშნა

"საქართველოს რკინიგზამ" გორან ბრეგოვიჩის კონცერტისთვის დამატებითი მატარებელი დანიშნა

26 აგვისტოს, Black Sea Arena-ზე გორან ბრეგოვიჩის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი (#880/879) ჩარტერული მატარებელი ინიშნება, - ამის შესახებ "ინტერპრენსიუსს" "საქართველოს რკინიგზიდან" აცნობეს.

მათი ცნობით, GRT სერიის 4-ვაგონიანი ელექტრომატარებელი 300 მგზავრს გადაიყვანს.

"მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 15:00 საათზე გავა და Black Sea Arena-ზე 19:15 საათზე ჩავა. აღნიშნულ მატარებელს (#880) გაჩერებები ურეკსა და ქობულეთშიც ექნება. შემდგომ, მსვლელობას გააგრძელებს ბათუმამდე - შესვლა 20:10 საათზე. ბათუმიდან გამოვა 27 აგვისტოს 00:35 საათზე და თბილისში ჩამოვა 06:00 საათზე.

ასევე, საკონცერტო ღონისძიებაზე დამსწრეთა მატარებლებში ჩასხდომა-გადმოსხდომის უზრუნველყოფის მიზნით, 26 აგვისტოს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ ჩქარ ელექტრომატარებლებს #802/801, #804/803, #806/805, #808/807 ეძლევათ ორწუთიანი გაჩერება Black Sea Arena-ზე.

ბილეთების რეალიზაცია წარმოებს როგორც "საქართველოს რკინიგზის" სალაროებში, ასევე სხვა ალტერნატიული გაყიდვის არხების მეშვეობით ონლაინ, ტურისტულ სააგენტოებში და სწრაფი გადახდის აპარატებით. "საქართველოს რკინიგზა" სასიამოვნო მგზავრობას გისურვებთ!", - აღნიშნულია "საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციაში.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი