კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყარაჯალაში მომხდარი ჯგუფური ძალადობის დეტალები: "ჩემ ძმას 15 კაცი სცემდა და აწამებდა, 200 კი იდგა და ტელეფონით იღებდა"
ყარაჯალაში მომხდარი ჯგუფური ძალადობის დეტალები: "ჩემ ძმას 15 კაცი სცემდა და აწამებდა, 200 კი იდგა და ტელეფონით იღებდა"

გა­ჩი­ა­ნის სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლა­ში ფი­ზი­კუ­რი და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი მა­მა­კა­ცის ძმა და­ნა­შა­უ­ლის დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ბა.

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენტს გა­ნუ­ცხა­და, თვითმხილ­ვე­ლებ­მა უთხრეს, რომ მის ძმას რიგ-რი­გო­ბით 15 კაცი სცემ­და და აწა­მებ­და, 200-მდე თა­ნა­სოფ­ლე­ლი კი შო­რი­ახ­ლოს იდგა და ამ ყვე­ლა­ფერს თვალ­ყურს ადევ­ნებ­და, თან ტე­ლე­ფო­ნე­ბით ფო­ტო­ებ­სა და ვი­დე­ოს იღებ­დნენ.

"ჩემ­მა ცოლ­მა მი­თხრა, რომ სა­ში­ნე­ლე­ბა დაგ­ვე­მარ­თა. მან­ქა­ნა და­ვი­ქი­რა­ვე და იმ ად­გილ­ზე მი­ვე­დი, სა­დაც ჩემი ძმა გა­ი­ტა­ცეს და სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ. რო­დე­საც მი­ვე­დი, ბა­ლა­ხებ­ში უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, სას­ტი­კად ნა­წა­მე­ბი ეგდო. სას­წრა­ფოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­ვიყ­ვა­ნე, რომ გა­და­მერ­ჩი­ნა. დღეს მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო დამ­ძიმ­და. პო­ლი­ცი­ამ მხო­ლოდ იმ ქა­ლის ქმა­რი, მაზ­ლი და ძმა და­ა­კა­ვა. თვითმხილ­ვე­ლებ­მა კი მი­თხრეს, რომ რიგ-რი­გო­ბით 15 კაცი სცემ­და და აწა­მებ­და, 200-მდე შო­რი­ახ­ლოს იდგა და თვალ­ყურს ადევ­ნებ­და, თან ტე­ლე­ფო­ნე­ბით ფო­ტო­ებ­სა და ვი­დე­ოს იღებ­დნენ. უნდა და­ი­სა­ჯოს ყვე­ლა, ვინც ასე გულ­გრი­ლად იდგა და უყუ­რებ­და ამ სი­სას­ტი­კეს", - გა­ნა­ცხა­და ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი მა­მა­კა­ცის ძმამ.

ამას­თან, მას დე­დის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზო­ცია აქვს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თუკი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის სა­თა­ნა­დოდ დას­ჯა არ მოხ­დე­ბა, მათ ფი­ზი­კუ­რად ოჯა­ხი გა­უს­წორ­დე­ბა.

"კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ, რომ მო­ძა­ლა­დე­ებ­სა და მათი ოჯა­ხის წევ­რებს ისე­ვე გა­ვუს­წორ­დეთ, რო­გორც ჩემ ძმას. ძა­ლა­დო­ბით ვე­რა­ფერს შევცლით, ამი­ტომ თხოვ­ნით მივ­მარ­თავთ პო­ლი­ცი­ას, რომ ჩემი ძმის მი­მართ სას­ტი­კი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის სხვა და­ნარ­ჩე­ნი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი დრო­უ­ლად და­ა­კა­ვონ და კა­ნო­ნის თა­ნახ­მად გა­ა­სა­მარ­თლონ", - აღ­ნიშ­ნა მან.

22 აგ­ვის­ტოს, სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლა­ში ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე 42 წლის მა­მა­კაცს, 15-ზე მეტი მა­მა­კა­ცი სას­ტი­კად გა­უს­წორ­და. ის ჯერ სცე­მეს, შემ­დეგ კი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს. მი­ზე­ზად ეჭ­ვი­ა­ნო­ბა სა­ხელ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ყარაჯალაში მომხდარი ჯგუფური ძალადობის დეტალები: "ჩემ ძმას 15 კაცი სცემდა და აწამებდა, 200 კი იდგა და ტელეფონით იღებდა"

ყარაჯალაში მომხდარი ჯგუფური ძალადობის დეტალები: "ჩემ ძმას 15 კაცი სცემდა და აწამებდა, 200 კი იდგა და ტელეფონით იღებდა"

გაჩიანის სოფელ ყარაჯალაში ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცის ძმა დანაშაულის დეტალების შესახებ ყვება.

როგორც მან "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს განუცხადა, თვითმხილველებმა უთხრეს, რომ მის ძმას რიგ-რიგობით 15 კაცი სცემდა და აწამებდა, 200-მდე თანასოფლელი კი შორიახლოს იდგა და ამ ყველაფერს თვალყურს ადევნებდა, თან ტელეფონებით ფოტოებსა და ვიდეოს იღებდნენ.

"ჩემმა ცოლმა მითხრა, რომ საშინელება დაგვემართა. მანქანა დავიქირავე და იმ ადგილზე მივედი, სადაც ჩემი ძმა გაიტაცეს და სასტიკად გაუსწორდნენ. როდესაც მივედი, ბალახებში უგონო მდგომარეობაში, სასტიკად ნაწამები ეგდო. სასწრაფოდ საავადმყოფოში წავიყვანე, რომ გადამერჩინა. დღეს მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. პოლიციამ მხოლოდ იმ ქალის ქმარი, მაზლი და ძმა დააკავა. თვითმხილველებმა კი მითხრეს, რომ რიგ-რიგობით 15 კაცი სცემდა და აწამებდა, 200-მდე შორიახლოს იდგა და თვალყურს ადევნებდა, თან ტელეფონებით ფოტოებსა და ვიდეოს იღებდნენ. უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ასე გულგრილად იდგა და უყურებდა ამ სისასტიკეს", - განაცხადა ძალადობის მსხვერპლი მამაკაცის ძმამ.

ამასთან, მას დედისგან განსხვავებული პოზოცია აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი დამნაშავეების სათანადოდ დასჯა არ მოხდება, მათ ფიზიკურად ოჯახი გაუსწორდება.

"კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ მოძალადეებსა და მათი ოჯახის წევრებს ისევე გავუსწორდეთ, როგორც ჩემ ძმას. ძალადობით ვერაფერს შევცლით, ამიტომ თხოვნით მივმართავთ პოლიციას, რომ ჩემი ძმის მიმართ სასტიკი ანგარიშსწორების სხვა დანარჩენი მონაწილეები დროულად დააკავონ და კანონის თანახმად გაასამართლონ", - აღნიშნა მან.

22 აგვისტოს, სოფელ ყარაჯალაში ეჭვიანობის ნიადაგზე 42 წლის მამაკაცს, 15-ზე მეტი მამაკაცი სასტიკად გაუსწორდა. ის ჯერ სცემეს, შემდეგ კი გააუპატიურეს. მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა