პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაცვლილ ახალგაზრდა ცოლ-ქმარს 4 თვის შვილი დარჩათ - ვინ იყო ოჯახი, რომელიც გურიაში ავარიამ შეიწირა
გარდაცვლილ ახალგაზრდა ცოლ-ქმარს 4 თვის შვილი დარჩათ - ვინ იყო ოჯახი, რომელიც გურიაში ავარიამ შეიწირა

გუ­რი­ა­ში, სო­ფელ ჩი­ბათ­თან, გამ­თე­ნი­ი­სას სა­ზა­რე­ლი ავა­რია მოხ­და, რა დრო­საც 5 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის, ერთი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვია. თბი­ლი­სი­დან ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რავ ტრა­ი­ლერს მი­საბ­მე­ლი მოძ­ვრა და სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით - ბა­თუ­მი­დან თბი­ლი­სის­კენ მი­მა­ვალ მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბილს და­ე­ჯა­ხა.

ავ­ტო­მო­ბილ­ში ერთი ოჯა­ხის 6 წევ­რი იყო, მათ­გან 5 ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო შუა ხნის მა­მა­კა­ცი თა­ვის ქა­ლის მძი­მე ტრავ­მი­თა და მხრის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბით რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მო­ა­თავ­სეს.

ბოლ­ქვა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი ბა­თუ­მი­დან თბი­ლის­ში სამ­კურ­ნა­ლოდ მი­დი­ო­და. ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმარს 6 წლის ბავ­შვი ექიმ­თან უნდა მი­ეყ­ვა­ნა, გარ­და ამი­სა, ექიმ­თან ვი­ზი­ტი ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი გო­გო­ნას, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ფეხ­მძი­მედ იყო და ასე­ვე მის დე­დამ­თილ­საც, რო­მელ­საც ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. ბოლ­ქვა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის თბი­ლის­ში წაყ­ვა­ნა ნა­თე­სა­ვებ­მა (გო­გო­ნას ძმამ და მა­მამ) ითა­ვეს. გო­გო­ნას ძმა მან­ქა­ნას მარ­თავ­და, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, ხოლო მამა ასე­ვე მგზავ­რი იყო, რო­მე­ლიც ახლა სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

გარ­დაც­ვლილ ახალ­გზარ­და ცოლ-ქმარს 4 თვის შვი­ლი დარ­ჩათ.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო: ტრა­გე­დი­ის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი: კად­რე­ბი და კო­მენ­ტა­რე­ბი გუ­რი­ი­დან, სა­დაც ავა­რი­ას ოჯა­ხის 5 წევ­რი, მათ შო­რის ორ­სუ­ლი ქალი და მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი, ემსხვერ­პლა

გარდაცვლილ ახალგაზრდა ცოლ-ქმარს 4 თვის შვილი დარჩათ - ვინ იყო ოჯახი, რომელიც გურიაში ავარიამ შეიწირა

გარდაცვლილ ახალგაზრდა ცოლ-ქმარს 4 თვის შვილი დარჩათ - ვინ იყო ოჯახი, რომელიც გურიაში ავარიამ შეიწირა

გურიაში, სოფელ ჩიბათთან, გამთენიისას საზარელი ავარია მოხდა, რა დროსაც 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავ ტრაილერს მისაბმელი მოძვრა და საპირისპირო მიმართულებით - ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.

ავტომობილში ერთი ოჯახის 6 წევრი იყო, მათგან 5 ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო შუა ხნის მამაკაცი თავის ქალის მძიმე ტრავმითა და მხრის ძვლის მოტეხილობით რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

ბოლქვაძეების ოჯახი ბათუმიდან თბილისში სამკურნალოდ მიდიოდა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს 6 წლის ბავშვი ექიმთან უნდა მიეყვანა, გარდა ამისა, ექიმთან ვიზიტი ჰქონდა დაგეგმილი გოგონას, რომელიც სავარაუდოდ, ფეხმძიმედ იყო და ასევე მის დედამთილსაც, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ბოლქვაძეების ოჯახის თბილისში წაყვანა ნათესავებმა (გოგონას ძმამ და მამამ) ითავეს. გოგონას ძმა მანქანას მართავდა, რომელიც ადგილზე დაიღუპა, ხოლო მამა ასევე მგზავრი იყო, რომელიც ახლა საავადმყოფოშია მოთავსებული.

გარდაცვლილ ახალგზარდა ცოლ-ქმარს 4 თვის შვილი დარჩათ.

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო: ტრაგედიის ახალი დეტალები: კადრები და კომენტარები გურიიდან, სადაც ავარიას ოჯახის 5 წევრი, მათ შორის ორსული ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი, ემსხვერპლა

"ტყეში მშიერმა ხიდან გამოთლილი კაუჭებით მანიშნებლები აკეთა" - აჭარაში 85 წლის მოხუცი 5 დღიანი ძებნის შემდეგ სახლში უვნებელი დააბრუნეს

"კახელებს ცოტა კი სწყინთ ხოლმე, როცა ამას ვამბობ, მაგრამ იმერლებმა ასწავლეს ეს კულტურა ჩვენებს" - გაიცანით თელაველი თიხის ოსტატი

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 75 წლის ქალი შეიყვანეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"