დავით ქაცარავას, რომელიც თანმხლებ მოხალისეებთან ერთად ბორჯომის ხეობაში მუშაობდა, ადგილის დატოვება მოსთხოვეს, რადგან ისინი მეხანძრე-მაშველებს ხელს უშლიდნენ. ამის შესახებ ქაცარავამ თავადვე ისაუბრა ფეისბუქ-ლაივის საშუალებით.
ქაცარავა შსს-ს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გამოკითხვაზეა დაბარებული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქაცარავას გამოკითხვაზე დაბარება მის მიერ დღეს გაკეთებულ იმ განცხადებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, ბორჯომის ხეობაში ერთ-ერთ კერასთან ბოთლის ნამტვრევები იპოვეს, რომელსაც სპეციფიური, სავარაუდოდ, ბენზინის სუნი ჰქონდა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მე-2 ნაწილით.