პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეზონანსი" - თბილისში ბინის ქირაზე მოთხოვნა კომპანიებს 80%-ით შეუმცირდათ
"რეზონანსი" - თბილისში ბინის ქირაზე მოთხოვნა კომპანიებს 80%-ით შეუმცირდათ

ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბა ჭირს, ხოლო გი­რაო სა­ერ­თოდ აღარ არის.

რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის აგენ­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქი­რა­ზე მო­თხოვ­ნა თით­ქმის აღარ არის მა­შინ, როცა წინა წლის აგ­ვის­ტო­ში მო­თხოვ­ნას ვერ აუ­დი­ოდ­ნენ.

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტო­ებ­ში ამ­ბო­ბენ, რომ წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, ქი­რის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 80%-ით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა გა­სა­ქი­რა­ვე­ბე­ლი ფარ­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­ოდ დი­დია.

დი­ლე­რე­ბის ვა­რა­უ­დით, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი კომ­პა­ნი­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბით იშ­ვი­ა­თად სარ­გებ­ლო­ბენ, რად­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ცდი­ლო­ბენ თა­ვი­ან­თი სტუ­დენ­ტე­ბის სა­ცხოვ­რებ­ლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. ესეც ერთ-ერთი მზე­ზია, რის გა­მოც ფარ­თე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბა უჭირთ.

ამ ეტაპ­ზე მო­თხოვ­ნა მეტ-ნაკ­ლე­ბად მეტ­რო­სა და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზეა. ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში ერ­თო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნის ქი­რის ფასი, სა­შუ­ა­ლოდ, 200-300 დო­ლა­რის ფარ­გლებ­შია, ხოლო გა­რე­უბ­ნებ­ში 150-200-ს არ აჭარ­ბებს.

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტო "კი­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნელი გო­გუ­ა­ძე ამ­ბობს, რომ თბი­ლის­ში ბი­ნის ქი­რა­ზე მო­თხოვ­ნა თით­ქმის აღარ არის.

"კა­ტას­ტრო­ფუ­ლად შემ­ცირ­და მო­თხოვ­ნა. ამ მხრივ მძი­მე სი­ტუ­ა­ცია გვაქვს. სტუ­დენ­ტე­ბი ცდ­ლი­ლო­ბენ, რამ­დე­ნი­მე შე­იკ­რი­ბოს ერ­თად და ისე იქი­რა­ონ. ადრე აგ­ვის­ტო­ში ვერ ავუ­დი­ო­დით მო­თხოვ­ნებს, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ბურ­თა­ლო­ზე, ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მაგ­რამ ახლა აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა რე­ა­ლო­ბაა, ქი­რა­ზე მო­თხოვ­ნა სტუ­დენ­ტე­ბის მხრი­დან თით­ქმის აღარ არის. წინა წლის ანა­ლო­გი­უ­რი პე­რი­ო­დის მაჩ­ვე­ნე­ბელს თით­ქმის 80%-ით ჩა­მოვ­რჩით. რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა იყო, როცა უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის უნ­დო­დათ ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბა, მაგ­რამ ვერც ეს მო­ხერ­ხდა. თვი­თონ სას­წავ­ლებ­ლე­ბი ახ­დე­ნენ უკვე ამ სა­კი­თხის ორ­გა­ნი­ზე­ბას. სტუ­დენ­ტე­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­თხოვ­ნაა, რომ და­ბი­ნავ­დნენ იმ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­თან ახ­ლოს, სა­დაც სწავ­ლო­ბენ. თუმ­ცა ჩვენ ამ პრო­ცესს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩა­მოგ­ვა­შო­რეს", - ამ­ბობს გო­გუ­ა­ძე.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"რეზონანსი" - თბილისში ბინის ქირაზე მოთხოვნა კომპანიებს 80%-ით შეუმცირდათ

"რეზონანსი" - თბილისში ბინის ქირაზე მოთხოვნა კომპანიებს 80%-ით შეუმცირდათ

ბინის დაქირავება ჭირს, ხოლო გირაო საერთოდ აღარ არის.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, უძრავი ქონების აგენტების ინფორმაციით, ქირაზე მოთხოვნა თითქმის აღარ არის მაშინ, როცა წინა წლის აგვისტოში მოთხოვნას ვერ აუდიოდნენ.

უძრავი ქონების სააგენტოებში ამბობენ, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქირის მსურველთა რაოდენობა დაახლოებით 80%-ით არის შემცირებული. თუმცა გასაქირავებელი ფართების რაოდენობა საკმაოდ დიდია.

დილერების ვარაუდით, უნივერსიტეტების ხელმძღვანელები კომპანიების მომსახურებით იშვიათად სარგებლობენ, რადგან დამოუკიდებლად ცდილობენ თავიანთი სტუდენტების საცხოვრებლით უზრუნველყოფას. ესეც ერთ-ერთი მზეზია, რის გამოც ფართების გაქირავება უჭირთ.

ამ ეტაპზე მოთხოვნა მეტ-ნაკლებად მეტროსა და უმაღლესი სასწავლებლების მიმდებარე ტერიტორიებზეა. ცენტრალურ უბნებში ერთოთახიანი ბინის ქირის ფასი, საშუალოდ, 200-300 დოლარის ფარგლებშია, ხოლო გარეუბნებში 150-200-ს არ აჭარბებს.

უძრავი ქონების სააგენტო "კიბის" დამფუძნებელი ნელი გოგუაძე ამბობს, რომ თბილისში ბინის ქირაზე მოთხოვნა თითქმის აღარ არის.

"კატასტროფულად შემცირდა მოთხოვნა. ამ მხრივ მძიმე სიტუაცია გვაქვს. სტუდენტები ცდლილობენ, რამდენიმე შეიკრიბოს ერთად და ისე იქირაონ. ადრე აგვისტოში ვერ ავუდიოდით მოთხოვნებს, განსაკუთრებით საბურთალოზე, ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ ახლა აბსოლუტურად სხვა რეალობაა, ქირაზე მოთხოვნა სტუდენტების მხრიდან თითქმის აღარ არის. წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს თითქმის 80%-ით ჩამოვრჩით. რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა უცხოელი სტუდენტებისთვის უნდოდათ ბინის დაქირავება, მაგრამ ვერც ეს მოხერხდა. თვითონ სასწავლებლები ახდენენ უკვე ამ საკითხის ორგანიზებას. სტუდენტების აუცილებელი მოთხოვნაა, რომ დაბინავდნენ იმ უმაღლეს სასწავლებელთან ახლოს, სადაც სწავლობენ. თუმცა ჩვენ ამ პროცესს, ფაქტობრივად, ჩამოგვაშორეს", - ამბობს გოგუაძე.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"