სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი ვარაუდობს, რომ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით, 50-60 ჰექტარი ფართობის ტყე დაიწვა. აღნიშნულის შესახებ იორდანიშვილმა Allnews.ge-ს განუცხადა.
თუმცა, ნათია იორდანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ვიდრე ტერიტორიების შესწავლა არ დაიწყება, დაზუსტებული მონაცემების თქმა ძალიან რთულია.
"დაახლოებით, ვვარაუდობთ, რომ შეიძლება ეს 50-60 ჰექტარიც იყოს", - განაცხადა ნათია იორდანიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ დღეს "ინტერპრესნიუსთან" საუბარში თავად ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ განაცხადა, რომ ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად მინიმუმ 15 ჰექტრამდე ტერიტორიაა დამწვარი.