Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს კუთვნილ სამ Super Puma-ს და შეიძლება თუ არა სამაშველო ოპერაციებში მათი გამოყენება
რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს კუთვნილ სამ Super Puma-ს და შეიძლება თუ არა სამაშველო ოპერაციებში მათი გამოყენება

ვიდ­რე ქარ­თვე­ლი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი, სო­მე­ხი, თურ­ქი და ბე­ლო­რუ­სი მე­ხან­ძრე­ე­ბი, სა­ა­ვი­ა­ციო ტექ­ნი­კის დახ­მა­რე­ბით, ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში ხან­ძარს ებ­რძვი­ან, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ თე­მას, რო­მე­ლიც და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი გახ­და. ორად გა­ყო­ფი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მთავ­რო­ბას კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არა­ე­ფექ­ტურ მუ­შა­ო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და ძველ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მის­ტი­რის.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და სპე­კუ­ლი­რე­ბის საგ­ნად იქცა "სუ­პერ პუ­მე­ბის" სა­კი­თხი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის აზ­რით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "სუ­პერ პუ­მებს" ხან­ძრის ჩაქ­რო­ბის­თვის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არ იყე­ნებს და ფრა­ზე­ბით - "დალ­პა უმოქ­მე­დოდ მდგა­რი შვე­ულმფრე­ნე­ბი"; "ვის უნა­ხავთ მაგ სუ­პერ პუ­მებს" - ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არაქ­მე­დით უნა­რი­ა­ნო­ბა­ში სდებს ბრალს.

AMBEBI.GE შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია რე­ა­ლუ­რად შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი "სუ­პერ პუ­მე­ბის" სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა.

ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო სამ Super Puma-ს ტი­პის შვე­ულმფრენს ფლობს. პირ­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ 2010-2011 წელს შე­ი­ძი­ნა. თეთრ და წი­თელ ფე­რებ­ში შე­ღე­ბი­ლი შვე­ულმფრე­ნის სა­ბორ­ტო ნო­მე­რი "100"-ია.

მა­შინ ნახ­მა­რი საფ­რე­ნი აპა­რა­ტი ერთ-ერთი მა­ლა­ი­ზი­უ­რი ავი­ა­კომ­პა­ნი­ის­გან იყი­დეს. ძვე­ლი მე­პატ­რო­ნე მას ზღვა­ში ნავ­თო­ბის ჭა­ბურ­ღი­ლებ­ზე ხალ­ხის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თვის იყე­ნებ­და. და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მისი სა­ლო­ნი, რო­მე­ლიც 24 მგზავრს იტევს, სა­ვარ­ძლე­ბი­თაა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში საფ­რან­გე­თი­დან ორი ახალთ-ახა­ლი, ვერცს­ლის­ფე­რი Super Puma ჩა­მო­ვი­და. მა­შინ "რუს­თა­ვი 2"-მა ამ ფაქტს სი­უ­ჟე­ტიც კი მი­უ­ძღვნა, სა­დაც ყვი­თელ ქურ­თუკ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მისი მთავ­რო­ბის შე­ნა­ძენს ხოტ­ბას ას­ხამ­და და ამ­ტკი­ცებ­და, რომ ორი­ვე შვე­ულმფრე­ნი ორ­მა­გი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის იყო და სა­მაშ­ვე­ლო ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბაც შე­ეძ­ლო. თუმ­ცა ყო­ვე­ლი­ვე ეს რე­ლო­ბის­გან შორ­საა.

ერთ "სუ­პერ პუ­მას", რო­მელ­საც სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დის რე­გის­ტრა­ცია აქვს 4L-GGG, VIP სა­ლო­ნი აქვს. "რუს­თა­ვი 2"-ის სი­უ­ჟეტ­ში, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ, ამ შვე­ულმფრენს მხო­ლოდ გა­რე­დან უღებ­დნენ და მისი სა­ლო­ნი კა­მე­რის ობი­ექ­ტივ­ში არ მოხ­ვდა.

ტყა­ვით გა­წყო­ბილ მა­ღა­ლი კომ­ფორ­ტუ­ლო­ბის სა­ლონ­თან ერ­თად, ბორტზე სა­პირ­ფა­რე­შო­ცაა მო­წყო­ბი­ლი. ერთი სი­ტყვით, მო­ცე­მუ­ლი საფ­რე­ნი აპა­რა­ტი ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თვი­საა გა­მიზ­ნუ­ლი და არა სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბის­თვის.

მე­ო­რე "სუ­პერ პუმა", რო­მელ­საც ასე­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დის რე­გის­ტრა­ცია აქვს - 4L-SSS, შე­და­რე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი სა­ლო­ნით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ისიც სატ­რან­სპორ­ტოა და ხალ­ხის გა­დაყ­ვა­ნის­თვი­საა გა­მიზ­ნუ­ლი.

ევ­რო­პუ­ლი კომ­პა­ნია Eurocopter-ი "სუ­პერ პუ­მებს" 1978 წლი­დან აწარ­მო­ებს. AS322 Super Puma-ს შემ­თხვე­ვა­ში 15-მდე მო­დი­ფი­კა­ცია არ­სე­ბობს. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ შე­ძე­ნი­ლი ორი­ვე ვერ­ცხლის­ფე­რი შვე­ულმფრე­ნი AS332L1 მო­დი­ფი­კა­ცი­საა, რაც წმინ­და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა ინ­ტერ­ნეტ­ში ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლამ­დე ორი­ვე შვე­ულმფრენს ფრან­გუ­ლი სა­რე­გის­ტრა­ციო ნომ­რე­ბი ჰქონ­და - 4L-GGG-სF-ZWDF-ი, 4L-SSS-ს F-WWOS-ი. შე­სა­ბა­მისს ინ­ტერ­ნეტ-სა­ი­ტებ­ზე მო­ძი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თა­ვად დარ­წმუნ­დე­ბით, რომ შვე­ულმფრე­ნე­ბი AS332L1 მო­დი­ფი­კა­ცი­ი­საა და მხო­ლოდ და მხო­ლოდ ხალ­ხის გა­დაყ­ვა­ნის­თვი­საა გა­მიზ­ნუ­ლი და არა სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის.

რაც შე­ე­ხე­ბა ბორ­ჯომ­ში ხან­ძრის ლიკ­ვი­და­ცი­ა­ში მათ არ გა­მო­ყე­ნე­ბას, რაც პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბის და­წე­რი­სა და სპე­კუ­ლი­რე­ბის სა­გა­ნი გახ­და, ეს ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია. ყო­ფი­ლი მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მტკი­ცე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­მი­დან არც ერთ "სუ­პერ პუ­მას" სა­ხან­ძრო კა­ლა­თის ბა­გი­რის ჩა­მო­სა­კი­დებ­ლად სა­თა­ნა­დო სა­მაგ­რი ფი­ზი­კუ­რად არ აქვს და არც არას­დროს ჰქონ­და(!).

ინ­ტე­ნეტ­ში მრავ­ლად ნა­ხავთ "სუ­პერ პუ­მე­ბის" ფო­ტო­ებს, სა­დაც შვე­ულმფრე­ნე­ბი გარე სა­კიდ­ზე, ბა­გირ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბულ ტვირთს ეზი­დე­ბი­ან, თუმ­ცა სა­დაც მათ ბა­გი­რის ჩა­მო­სა­კი­დი კვან­ძი აქვთ, ჩვენს სა­მი­ვე "სუ­პერ პუ­მას" საწ­ვა­ვის ავზი აქვს და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, მათი სა­მაშ­ვე­ლო მიზ­ნე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე სა­უ­ბა­რიც კი ზედ­მე­ტია, რად­გან ეს ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია.

თე­ო­რი­უ­ლად სა­მი­ვე შვე­ულმფრე­ნის გა­და­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა. თუმ­ცა ეს შვე­ულმფრე­ნე­ბის ევ­რო­პა­ში, Eurocopter-ის ქარ­ხა­ნა­ში გაგ­ზავ­ნას და, შე­სა­ბა­მი­სად, ფი­ნან­სებს სა­ჭი­რო­ებს.

სი­მარ­თლე რომ ით­ქვას, ორი­ვე ვერ­ცხლის­ფე­რი "სუ­პერ პუმა" სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯეტს ძა­ლი­ან ძვი­რი და­უჯ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორ ცალ­ში 50 მლნ ევრო(!) გა­და­ი­ხა­დეს, მა­შინ, რო­დე­საც თი­თოს სა­კა­ტა­ლო­გო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 15 მლნ ევ­როს არ აღე­მა­ტე­ბა. შვე­ულმფრე­ნე­ბის კონ­სტრუქ­ცი­ის გა­და­კე­თე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი, სა­მაშ­ვე­ლო თუ სა­ხან­ძრო ოპე­რა­ცი­ის წარ­მო­ე­ბი­სას, სა­მი­ვე "სუ­პერ პუ­მა­ზე" (გან­სა­კუთ­რე­ბით რო­მელ­საც VIP სა­ლო­ნი აქვს) სა­ლო­ნის დე­მონ­ტა­ჟი უნდა ჩა­ტარ­დეს. ამი­ტო­მაც გა­ცი­ლე­ბით უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და ამ საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის გა­ყიდ­ვა, ან თუნ­დაც იმ მო­დი­ფი­კა­ცი­ებ­ში გა­დაც­ვლა, რომ­ლე­ბიც ჯა­ლამ­ბრით და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ბორტზე აყ­ვა­ნის­თვის და სა­ხან­ძრო კა­ლის ჩა­მო­სა­კი­დი სა­მაგ­რით იქ­ნე­ბი­ან აღ­ჭურ­ვილ­ნი.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom

რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს კუთვნილ სამ Super Puma-ს და შეიძლება თუ არა სამაშველო ოპერაციებში მათი გამოყენება

რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს კუთვნილ სამ Super Puma-ს და შეიძლება თუ არა სამაშველო ოპერაციებში მათი გამოყენება

ვიდრე ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი, თურქი და ბელორუსი მეხანძრეები, საავიაციო ტექნიკის დახმარებით, ბორჯომის ხეობაში ხანძარს ებრძვიან, სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ თემას, რომელიც დაპირისპირების მიზეზი გახდა. ორად გაყოფილი საზოგადოება მთავრობას კრიზისულ სიტუაციაში არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებს და ძველ ხელისუფლებას მისტირის.

განსაკუთრებული დაპირისპირებისა და სპეკულირების საგნად იქცა "სუპერ პუმების" საკითხი. საზოგადოების ნაწილის აზრით, ხელისუფლება "სუპერ პუმებს" ხანძრის ჩაქრობისთვის მიზანმიმართულად არ იყენებს და ფრაზებით - "დალპა უმოქმედოდ მდგარი შვეულმფრენები"; "ვის უნახავთ მაგ სუპერ პუმებს" - ხელისუფლებას არაქმედით უნარიანობაში სდებს ბრალს.

AMBEBI.GE შეეცადა გაერკვია რეალურად შესაძლებელია თუ არა ჩვენს ხელთ არსებული "სუპერ პუმების" სამაშველო ოპერაციებში გამოყენება.

ამჟამად საქართველო სამ Super Puma-ს ტიპის შვეულმფრენს ფლობს. პირველი საქართველოს მთავრობამ 2010-2011 წელს შეიძინა. თეთრ და წითელ ფერებში შეღებილი შვეულმფრენის საბორტო ნომერი "100"-ია.

მაშინ ნახმარი საფრენი აპარატი ერთ-ერთი მალაიზიური ავიაკომპანიისგან იყიდეს. ძველი მეპატრონე მას ზღვაში ნავთობის ჭაბურღილებზე ხალხის ტრანსპორტირებისთვის იყენებდა. დანიშნულებიდან გამომდინარე მისი სალონი, რომელიც 24 მგზავრს იტევს, სავარძლებითაა დაკომპლექტებული.

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში საქართველოში საფრანგეთიდან ორი ახალთ-ახალი, ვერცსლისფერი Super Puma ჩამოვიდა. მაშინ "რუსთავი 2"-მა ამ ფაქტს სიუჟეტიც კი მიუძღვნა, სადაც ყვითელ ქურთუკში გამოწყობილი ყოფილი პრეზიდენტი მისი მთავრობის შენაძენს ხოტბას ასხამდა და ამტკიცებდა, რომ ორივე შვეულმფრენი ორმაგი დანიშნულების იყო და სამაშველო ამოცანების შესრულებაც შეეძლო. თუმცა ყოველივე ეს რელობისგან შორსაა.

ერთ "სუპერ პუმას", რომელსაც სამოქალაქო საჰაერო ხომალდის რეგისტრაცია აქვს 4L-GGG, VIP სალონი აქვს. "რუსთავი 2"-ის სიუჟეტში, ნებსით თუ უნებლიეთ, ამ შვეულმფრენს მხოლოდ გარედან უღებდნენ და მისი სალონი კამერის ობიექტივში არ მოხვდა.

ტყავით გაწყობილ მაღალი კომფორტულობის სალონთან ერთად, ბორტზე საპირფარეშოცაა მოწყობილი. ერთი სიტყვით, მოცემული საფრენი აპარატი ქვეყნის პირველი პირების ტრანსპორტირებისთვისაა გამიზნული და არა სამაშველო ოპერაციებისთვის.

მეორე "სუპერ პუმა", რომელსაც ასევე სამოქალაქო საჰაერო ხომალდის რეგისტრაცია აქვს - 4L-SSS, შედარებით მოკრძალებული სალონით გამოირჩევა. ისიც სატრანსპორტოა და ხალხის გადაყვანისთვისაა გამიზნული.

ევროპული კომპანია Eurocopter-ი "სუპერ პუმებს" 1978 წლიდან აწარმოებს. AS322 Super Puma-ს შემთხვევაში 15-მდე მოდიფიკაცია არსებობს. წინა ხელისუფლების მიერ შეძენილი ორივე ვერცხლისფერი შვეულმფრენი AS332L1 მოდიფიკაცისაა, რაც წმინდა სამოქალაქო გამოყენებას გულისხმობს. ამ ინფორმაციის გადამოწმება ინტერნეტში ძალიან მარტივია. საქართველოში ჩამოსვლამდე ორივე შვეულმფრენს ფრანგული სარეგისტრაციო ნომრები ჰქონდა - 4L-GGG-სF-ZWDF-ი, 4L-SSS-ს F-WWOS-ი. შესაბამისს ინტერნეტ-საიტებზე მოძიების შემთხვევაში, თავად დარწმუნდებით, რომ შვეულმფრენები AS332L1 მოდიფიკაციისაა და მხოლოდ და მხოლოდ ხალხის გადაყვანისთვისაა გამიზნული და არა სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობისთვის.

რაც შეეხება ბორჯომში ხანძრის ლიკვიდაციაში მათ არ გამოყენებას, რაც პოლიტიკური ქულების დაწერისა და სპეკულირების საგანი გახდა, ეს ფიზიკურად შეუძლებელია. ყოფილი მთავრობის წარმომადგენლებისა და მაღალჩინოსნების მტკიცების მიუხედავად, სამიდან არც ერთ "სუპერ პუმას" სახანძრო კალათის ბაგირის ჩამოსაკიდებლად სათანადო სამაგრი ფიზიკურად არ აქვს და არც არასდროს ჰქონდა(!).

ინტენეტში მრავლად ნახავთ "სუპერ პუმების" ფოტოებს, სადაც შვეულმფრენები გარე საკიდზე, ბაგირზე ჩამოკიდებულ ტვირთს ეზიდებიან, თუმცა სადაც მათ ბაგირის ჩამოსაკიდი კვანძი აქვთ, ჩვენს სამივე "სუპერ პუმას" საწვავის ავზი აქვს დამონტაჟებული. შესაბამისად, მათი სამაშველო მიზნებით გამოყენებაზე საუბარიც კი ზედმეტია, რადგან ეს ფიზიკურად შეუძლებელია.

თეორიულად სამივე შვეულმფრენის გადაკეთება შეიძლება. თუმცა ეს შვეულმფრენების ევროპაში, Eurocopter-ის ქარხანაში გაგზავნას და, შესაბამისად, ფინანსებს საჭიროებს.

სიმართლე რომ ითქვას, ორივე ვერცხლისფერი "სუპერ პუმა" საქართველოს ბიუჯეტს ძალიან ძვირი დაუჯდა. არსებული ინფორმაციით, ორ ცალში 50 მლნ ევრო(!) გადაიხადეს, მაშინ, როდესაც თითოს საკატალოგო ღირებულება 15 მლნ ევროს არ აღემატება. შვეულმფრენების კონსტრუქციის გადაკეთების შემთხვევაშიც კი, სამაშველო თუ სახანძრო ოპერაციის წარმოებისას, სამივე "სუპერ პუმაზე" (განსაკუთრებით რომელსაც VIP სალონი აქვს) სალონის დემონტაჟი უნდა ჩატარდეს. ამიტომაც გაცილებით უპრიანი იქნებოდა ამ საფრენი აპარატების გაყიდვა, ან თუნდაც იმ მოდიფიკაციებში გადაცვლა, რომლებიც ჯალამბრით დაზარალებულთა ბორტზე აყვანისთვის და სახანძრო კალის ჩამოსაკიდი სამაგრით იქნებიან აღჭურვილნი.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე