გურიაში, სოფელ ჩიბათთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა აცნობეს, ტრაილერს მისაბმელი მოწყდა, რაც მსუბუქ ავტომობილს დაეცა.
მსუბუქ ავტომობილში მყოფი 6 მგზავრიდან 5 დაიღუპა, კიდევ 1 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან.
ტრაილერის მძღოლი ყაზახეთის მოქალაქეა. შემთხვევა გამთენიისას, 05:00 საათზე მოხდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც 5 ან 5-ზე მეტი ადამიანის სიცოხლის მოსპობა გამოიწვია.