საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო შტაბის წევრებთან და მინისტრებთან ერთად, ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღის ბოლოსთვის ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებზე კვლავ სტიქია მძვინვარებს.
მეხანძრე-მაშველები, მეტყევეები, პოლიციელები, მუშაობას 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ. ცოცხალი ძალის მიერ გაჭრილია ხანძრის კერებთან მისასვლელი გზები. დაიგეგმა მომდევნო დღის სამოქმედო გეგმა. დილიდან სტიქიასთან ბრძოლას 6 ვერტმფრენი ისევ გააგრძელებს. მუშაობას ღამის მანძილზეც არ შეწყვეტს მძიმე ტექნიკა.