ჩემი საქმე არ არის სხვადასხვა ვერსიების განხილვა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს კითხვაზე, თუ რამდენად არის შესაძლებელი ბორჯომის ხეობაში ხანძრის გაჩენა დივერსიას უკავშირდებოდეს.
"ჩემი საქმე არ არის სხვადასხვა ვერსიების განხილვა. ჩემი საქმე არის ის, რომ მაქსიმალურად მოკლე პერიოდში ჩვენ სტიქიის შედეგების მაქსიმალურად მინიმიზირება მოვახდინოთ",- განაცხადა პრემიერმა.