მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორის მიმართვა საზოგადოებისადმი - რა ლოცვის წაკითხვის კურთხევას აძლევს პატრიარქი მრევლს
ილია მეორის მიმართვა საზოგადოებისადმი - რა ლოცვის წაკითხვის კურთხევას აძლევს პატრიარქი მრევლს

"ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ მრევლს და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, გა­აძ­ლი­ე­რონ ლოც­ვა მა­რი­ა­მო­ბის მარ­ხვა­ში" - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ილია მე­ო­რის მი­მარ­თვა­ში.

პატ­რი­არ­ქი მი­მარ­თვას ბორ­ჯომ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ავ­რცე­ლებს.

"ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა სტი­ქურ­მა უბე­დუ­რე­ბებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში მომ­ხდარ­მა ხან­ძარ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი შეშ­ფო­თე­ბა და გულსტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია. ცე­ცხლის არა­ერ­თი კერა გაჩ­ნდა გუ­ში­ნაც... მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, მე­ხან­ძრე­ე­ბის, მაშ­ვე­ლე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ძა­ლის­ხმე­ვით ამ მოვ­ლე­ნებს მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, უდი­დე­სია ზა­რა­ლი, რაც ქვე­ყა­ნას მი­ად­გა. გა­ჭირ­ვე­ბის ჟამს არა­ერ­თი სა­ხელ­მწი­ფო დაგ­ვეხ­მა­რა და ბევ­რმაც გა­მოთ­ქვა დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი, რის­თვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის სა­ხე­ლით კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბას ვუხ­დით მათ.

მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი გან­საც­დელს ლოც­ვით ხვდე­ბა და სა­სო­ებს ღვთის მო­წყა­ლე­ბა­ზე. ჩვენც მო­ვუ­წო­დებთ მრევლს და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, გა­აძ­ლი­ე­რონ ლოც­ვა მა­რი­ა­მო­ბის მარ­ხვა­ში და სა­ერ­თოდ, ვიდ­რე პრობ­ლე­მე­ბი არ გა­და­ივ­ლის, კერ­ძოდ, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს ეძ­ლე­ვათ კურ­თხე­ვა თა­ვის ყო­ველ­დღი­ურ კა­ნონ­თან ერ­თად, იკი­თხონ სა­ხა­რე­ბა, ხოლო მორ­წმუ­ნე ერმა შეძ­ლე­ბი­სა­მებრ ფსალ­მუ­ნე­ბი და ღვთის­მშობ­ლი­სად­მი ლოც­ვა "მო­წყა­ლე­ბი­სა კარი გან­გვი­ღე..."

შევ­თხოვთ უფალს, და­იც­ვას და და­ი­ფა­როს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და ჩვე­ნი ხალ­ხი. გან­სა­კუთ­რე­ბით ვლო­ცავ ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბის მო­სახ­ლე­ო­ბას და გან­საც­დელ­ში მყოფ ყვე­ლა ადა­მი­ანს. ჩვენ­მა ერმა არა­ერ­თხელ აჩ­ვე­ნა ჭირ­სა შინა სიმ­ხნე­ვი­სა და გა­უ­ტეხ­ლო­ბის მა­გა­ლი­თი და მჯე­რა, უფ­ლის შე­წევ­ნით, ეს მო­მა­ვალ­შიც ასე იქ­ნე­ბა. ღმერ­თმა გა­გამ­ტკი­ცოთ და გან­გაძ­ლი­ე­როთ", - ნათ­ქვა­მია ილია მე­ო­რის მი­მარ­თვა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ილია მეორის მიმართვა საზოგადოებისადმი - რა ლოცვის წაკითხვის კურთხევას აძლევს პატრიარქი მრევლს

ილია მეორის მიმართვა საზოგადოებისადმი - რა ლოცვის წაკითხვის კურთხევას აძლევს პატრიარქი მრევლს

"ჩვენ მოვუწოდებთ მრევლს და სასულიერო პირებს, გააძლიერონ ლოცვა მარიამობის მარხვაში" - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიმართვაში.

პატრიარქი მიმართვას ბორჯომში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ავრცელებს.

"ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა სტიქურმა უბედურებებმა განსაკუთრებით კი ბორჯომის ხეობაში მომხდარმა ხანძარმა საქართველოს მოსახლეობის დიდი შეშფოთება და გულსტკივილი გამოიწვია. ცეცხლის არაერთი კერა გაჩნდა გუშინაც... მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლების, მეხანძრეების, მაშველებისა და საზოგადოების დიდი ძალისხმევით ამ მოვლენებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, რა თქმა უნდა, უდიდესია ზარალი, რაც ქვეყანას მიადგა. გაჭირვების ჟამს არაერთი სახელმწიფო დაგვეხმარა და ბევრმაც გამოთქვა დახმარების სურვილი, რისთვისაც საქართველოს ეკლესიის სახელით კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით მათ.

მორწმუნე ადამიანი განსაცდელს ლოცვით ხვდება და სასოებს ღვთის მოწყალებაზე. ჩვენც მოვუწოდებთ მრევლს და სასულიერო პირებს, გააძლიერონ ლოცვა მარიამობის მარხვაში და საერთოდ, ვიდრე პრობლემები არ გადაივლის, კერძოდ, სასულიერო პირებს ეძლევათ კურთხევა თავის ყოველდღიურ კანონთან ერთად, იკითხონ სახარება, ხოლო მორწმუნე ერმა შეძლებისამებრ ფსალმუნები და ღვთისმშობლისადმი ლოცვა "მოწყალებისა კარი განგვიღე..."

შევთხოვთ უფალს, დაიცვას და დაიფაროს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. განსაკუთრებით ვლოცავ ბორჯომის ხეობის მოსახლეობას და განსაცდელში მყოფ ყველა ადამიანს. ჩვენმა ერმა არაერთხელ აჩვენა ჭირსა შინა სიმხნევისა და გაუტეხლობის მაგალითი და მჯერა, უფლის შეწევნით, ეს მომავალშიც ასე იქნება. ღმერთმა გაგამტკიცოთ და განგაძლიეროთ", - ნათქვამია ილია მეორის მიმართვაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი