პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მდგომარეობაა ბორჯომის ხეობაში დილიდან - უახლესი ინფორმაცია ხანძრის ზონიდან
რა მდგომარეობაა ბორჯომის ხეობაში დილიდან - უახლესი ინფორმაცია ხანძრის ზონიდან

ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში ხან­ძრის ქრო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში უწყეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ამას­თან, ავი­ა­ცი­ამ მუ­შა­ო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, დი­ლის 7 სა­ა­თი­დან გა­ნა­ახ­ლა.

რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა ზუ­რაბ ალა­ვი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში ამ დრო­ის­თვის 5 ვერ­ტმფრე­ნი (2 ქარ­თუ­ლი, 2 თურ­ქუ­ლი და 1 აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი) და ერთი თურ­ქუ­ლი სა­მაშ­ვე­ლო თვითმფრი­ნა­ვი მუ­შა­ობს. ამას­თან, 11:00 სა­ა­თის­თვის ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში ხან­ძრის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ბე­ლო­რუ­სი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ვერ­ტმფრე­ნი ჩა­ერ­თო. რო­გორც გუ­შინ გახ­და ცნო­ბი­ლი, ბე­ლო­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტის, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს და­ვა­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბე­ლო­რუ­სის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს კუთ­ვნი­ლი, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ვერ­ტმფრე­ნი МИ-26, ბორტზე მყოფ 10 მაშ­ველ­თან ერ­თად გა­მოფ­რინ­და.

ალა­ვი­ძის თქმით­ვე, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან და სომ­ხე­თი­დან 70-70 მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მაშ­ვე­ლი ჩა­მო­ვი­და თა­ვი­სი ტექ­ნი­კით და ისი­ნიც ჩა­ერ­თვნენ ოპე­რა­ცი­ა­ში.

"ჩვე­ნი მხრი­დან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია 700 ადა­მი­ა­ნი, ცო­ცხა­ლი ძალა. 50-მდე სა­ხან­ძრო ტექ­ნი­კა მუ­შა­ობს. ასე­ვე ჩარ­თუ­ლია მძი­მე ტექ­ნი­კაც. და­ახ­ლო­ე­ბით, 40 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ვი­წყებთ ახა­ლი აუ­ზის მომ­ზა­დე­ბას იმის­თვის, რომ ვერ­ტმფრე­ნებ­მა უფრო სწრა­ფად იმუ­შა­ონ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დღეს გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს ხან­ძრის თვალ­საზ­რი­სით, ვიდ­რე ეს გუ­შინ იყო. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან და სომ­ხე­თი­დან 70-70 მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, დატ­რე­ნინ­გე­ბუ­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მაშ­ვე­ლი ჩა­მო­ვი­და თა­ვი­სი ტექ­ნი­კით და ისი­ნიც ერ­თვე­ბი­ან ამ ოპე­რა­ცი­ა­ში. მათ ამ წუ­თებ­ში კონ­კრე­ტულ ლო­კა­ცი­ებ­ზე ვა­ნა­წი­ლებთ", - აღ­ნიშ­ნა ალა­ვი­ძემ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სომ­ხეთ­მა ცო­ცხა­ლი ძა­ლის გარ­და სა­ქარ­თვე­ლოს და­სახ­მა­რებ­ლად 13 ერ­თე­უ­ლი სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ტექ­ნი­კა, აქე­დან 4 მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის მან­ქა­ნაც გა­მო­ყო.

ამას­თან, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­სი არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ:

"ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში ხან­ძრის გავ­რცე­ლე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია, ცე­ცხლის არე­ა­ლი კი საგ­რძნობ­ლად შემ­ცი­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა კვლავ რჩე­ბა რამ­დე­ნი­მე კერა. მთე­ლი ღა­მის მან­ძილ­ზე ხე­ო­ბა­ში სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლებ­დნენ სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­დე­ბი, ეროვ­ნუ­ლი სა­ტყეო სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. შე­უ­ჩე­რებ­ლად მუ­შა­ობ­და მძი­მე ტექ­ნი­კა.

დი­ლი­დან მუ­შა­ო­ბა გა­ნა­ახ­ლა ხუთ­მა ვერ­ტმფრენ­მა. ხან­ძრის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში უკვე ჩა­ერ­თო თურ­ქუ­ლი მხა­რის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი თვითმფრი­ნა­ვი. სტი­ქი­ის ზო­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბა 95 მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან და 70-მდე სომ­ხე­თი­დან. ისი­ნი ქარ­თველ მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებს და­ეხ­მა­რე­ბი­ან. ხან­ძრის ლიკ­ვი­და­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლია აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან და სომ­ხე­თი­დან გა­მოგ­ზავ­ნი მძი­მე ტექ­ნი­კაც.

სა­გან­გე­ბო შტა­ბის სხდო­მას ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი, ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ალა­ვი­ძე, ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი ილია ელოშ­ვი­ლი, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძე, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რი აკა­კი მა­ჭუ­ტა­ძე და სხვა წევ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. შტა­ბის სხდო­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ვე­ლე შტაბ­ში გა­ი­მარ­თა", - აცხა­დე­ბენ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა მდგომარეობაა ბორჯომის ხეობაში დილიდან - უახლესი ინფორმაცია ხანძრის ზონიდან

რა მდგომარეობაა ბორჯომის ხეობაში დილიდან - უახლესი ინფორმაცია ხანძრის ზონიდან

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამასთან, ავიაციამ მუშაობა დაახლოებით, დილის 7 საათიდან განაახლა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ აღნიშნა, რომ ბორჯომის ხეობაში ამ დროისთვის 5 ვერტმფრენი (2 ქართული, 2 თურქული და 1 აზერბაიჯანული) და ერთი თურქული სამაშველო თვითმფრინავი მუშაობს. ამასთან, 11:00 საათისთვის ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ბელორუსიდან გამოგზავნილი ვერტმფრენი ჩაერთო. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს დავალებით, საქართველოში ბელორუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი, მსოფლიოში ყველაზე დიდი ვერტმფრენი МИ-26, ბორტზე მყოფ 10 მაშველთან ერთად გამოფრინდა.

ალავიძის თქმითვე, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან 70-70 მაღალკვალიფიციური მაშველი ჩამოვიდა თავისი ტექნიკით და ისინიც ჩაერთვნენ ოპერაციაში.

"ჩვენი მხრიდან მობილიზებულია 700 ადამიანი, ცოცხალი ძალა. 50-მდე სახანძრო ტექნიკა მუშაობს. ასევე ჩართულია მძიმე ტექნიკაც. დაახლოებით, 40 წუთის განმავლობაში დავიწყებთ ახალი აუზის მომზადებას იმისთვის, რომ ვერტმფრენებმა უფრო სწრაფად იმუშაონ. შეიძლება ითქვას, რომ დღეს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს ხანძრის თვალსაზრისით, ვიდრე ეს გუშინ იყო. აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან 70-70 მაღალკვალიფიციური, დატრენინგებული, პროფესიონალი მაშველი ჩამოვიდა თავისი ტექნიკით და ისინიც ერთვებიან ამ ოპერაციაში. მათ ამ წუთებში კონკრეტულ ლოკაციებზე ვანაწილებთ", - აღნიშნა ალავიძემ.

აღსანიშნავია, რომ სომხეთმა ცოცხალი ძალის გარდა საქართველოს დასახმარებლად 13 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, აქედან 4 მაღალი გამავლობის მანქანაც გამოყო.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ახალ ინფორმაციას ბორჯომის ხეობასი არსებული მდგომარეობის შესახებ:

"ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია, ცეცხლის არეალი კი საგრძნობლად შემცირებული. თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე კერა. მთელი ღამის მანძილზე ხეობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. შეუჩერებლად მუშაობდა მძიმე ტექნიკა.

დილიდან მუშაობა განაახლა ხუთმა ვერტმფრენმა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე ჩაერთო თურქული მხარის მიერ გამოგზავნილი თვითმფრინავი. სტიქიის ზონაში იმყოფება 95 მეხანძრე-მაშველი აზერბაიჯანიდან და 70-მდე სომხეთიდან. ისინი ქართველ მეხანძრე-მაშველებს დაეხმარებიან. ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან გამოგზავნი მძიმე ტექნიკაც.

საგანგებო შტაბის სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი ზურაბ ალავიძე, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და სხვა წევრები ესწრებოდნენ. შტაბის სხდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბში გაიმართა", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი