პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბორჯომის ხეობაში სამუშაოები დილის 05:00 საათიდან განახლდება, ხოლო 06:00 საათიდან ხანძრის ქრობაში საავიაციო ტექნიკა ჩაერთვება"
"ბორჯომის ხეობაში სამუშაოები დილის 05:00 საათიდან განახლდება, ხოლო 06:00 საათიდან ხანძრის ქრობაში საავიაციო ტექნიკა ჩაერთვება"

ვფიქ­რობთ, რომ იმ მო­ბი­ლი­ზე­ბით, რო­მე­ლიც ჩვენ გაგ­ვაჩ­ნია, ხვა­ლინ­დელ დღეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გარ­და­ტე­ხა უნდა შე­ვი­ტა­ნოთ, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში სა­მუ­შა­ო­ე­ბი დი­ლის 05:00 სა­ა­თი­დან გა­ნახ­ლდე­ბა, ხოლო 06:00 სა­ა­თი­დან ხან­ძრის ქრო­ბა­ში სა­ა­ვი­ა­ციო ტექ­ნი­კა ჩა­ერ­თვე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ატე­ნის ხე­ო­ბას, პრე­მი­ე­რის თქმით, იქ სა­ჯა­რი­სო ნა­წი­ლე­ბი უკვე ჩარ­თუ­ლია.

"სა­ჯა­რი­სო და­ნა­ყო­ფე­ბის ჩარ­თვის შე­სა­ხებ შედ­გა კო­მუ­ნი­კა­ცია პრე­ზი­დენ­ტსა და პრე­მი­ერს შო­რის. ეს ეხე­ბა არა ბორ­ჯომ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას, არა­მედ ატენ­ში არ­სე­ბულ ხან­ძრის კე­რას, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­კი­თხია.

ხვალ შე­იკ­რი­ბე­ბა სა­გან­გე­ბო სხდო­მა. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად და­ვამ­ტკი­ცებთ და სა­ჯა­რი­სო და­ნა­ყო­ფე­ბი ჩა­ერ­თვე­ბი­ან ატე­ნის ხე­ო­ბა­ში სა­ხან­ძრო ოპე­რა­ცი­ა­ში", - გა­ნა­ცხა­და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ "რუს­თა­ვი 2"- თან სა­უბ­რი­სას.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს ქვეყ­ნის რე­გი­ო­ნებ­ში გაჩ­ნი­ლი ხან­ძრის ლიკ­ვი­და­ცი­ის მიზ­ნით, "სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის წარ­დგი­ნე­ბით" მი­მარ­თა.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ სა­კი­თხზე გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­სა და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი შედ­გა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მი­მარ­თვას და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს. პრე­ზი­დენ­ტის აქ­ტის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, ხვალ პარ­ლა­მენ­ტი რიგ­გა­რე­შე სე­სი­ა­ზე შე­იკ­რი­ბე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ხან­ძრის კე­რე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის და შემ­დგო­მი ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, ასე­ვე, მო­სა­ლოდ­ნე­ლი რის­კე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, და­მა­ტე­ბი­თი ცო­ცხა­ლი ძა­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბა გა­და­წყდა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი - თურ­ქუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი ხან­ძრის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ხვა­ლი­დან ჩა­ერ­თვე­ბა

ატე­ნის ხე­ო­ბა­ში თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ჩა­ვი­და - ხან­ძრის ჩაქ­რო­ბა­ში 250 ჯა­რის­კა­ცი ჩა­ერ­თვე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ბორჯომის ხეობაში სამუშაოები დილის 05:00 საათიდან განახლდება, ხოლო 06:00 საათიდან ხანძრის ქრობაში საავიაციო ტექნიკა ჩაერთვება"

"ბორჯომის ხეობაში სამუშაოები დილის 05:00 საათიდან განახლდება, ხოლო 06:00 საათიდან ხანძრის ქრობაში საავიაციო ტექნიკა ჩაერთვება"

ვფიქრობთ, რომ იმ მობილიზებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ხვალინდელ დღეს მნიშვნელოვანი გარდატეხა უნდა შევიტანოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბორჯომის ხეობაში სამუშაოები დილის 05:00 საათიდან განახლდება, ხოლო 06:00 საათიდან ხანძრის ქრობაში საავიაციო ტექნიკა ჩაერთვება.

რაც შეეხება ატენის ხეობას, პრემიერის თქმით, იქ საჯარისო ნაწილები უკვე ჩართულია.

"საჯარისო დანაყოფების ჩართვის შესახებ შედგა კომუნიკაცია პრეზიდენტსა და პრემიერს შორის. ეს ეხება არა ბორჯომში არსებულ ვითარებას, არამედ ატენში არსებულ ხანძრის კერას, რომელიც დამოუკიდებელი საკითხია.

ხვალ შეიკრიბება საგანგებო სხდომა. ამ გადაწყვეტილებას კანონის შესაბამისად დავამტკიცებთ და საჯარისო დანაყოფები ჩაერთვებიან ატენის ხეობაში სახანძრო ოპერაციაში", - განაცხადა  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ "რუსთავი 2"- თან საუბრისას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩნილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, "სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით" მიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის მიმართვას დააკმაყოფილებს. პრეზიდენტის აქტის დასამტკიცებლად, ხვალ პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხანძრის კერების ლიკვიდაციის და შემდგომი ლოკალიზაციის მიზნით, ასევე, მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება გადაწყდა.

წაიკითხეთ ასევე: გიორგი მღებრიშვილი - თურქული თვითმფრინავი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ხვალიდან ჩაერთვება

ატენის ხეობაში თავდაცვის მინისტრი ჩავიდა - ხანძრის ჩაქრობაში 250 ჯარისკაცი ჩაერთვება

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია

×
Live: ეთერშია გადაცემა "პოლიტიკური სივრცე"