სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ატენის ხეობაში თავდაცვის მინისტრი ჩავიდა - ხანძრის ჩაქრობაში 250 ჯარისკაცი ჩაერთვება
ატენის ხეობაში თავდაცვის მინისტრი ჩავიდა - ხანძრის ჩაქრობაში 250 ჯარისკაცი ჩაერთვება

უკვე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თია შიდა ქარ­თლში, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბო­შუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტყე­ში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს ებ­რძვი­ან.

რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ლე­ვან იზო­რია ჩა­ვი­და.

იზო­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, ცოტა ხნის წინ მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში თავ­დაც­ვის უწყე­ბის შე­ნა­ერ­თებ­მაც მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ბო­შუ­რის მიმ­დე­ბა­რედ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სტი­ქი­ის ზო­ნა­ში თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გო­რის პირ­ვე­ლი ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 250 ჯა­რის­კაცს ელი­ან.

სტი­ქი­ის ზონა საკ­მა­ოდ რთულ რე­ლი­ეფ­ზე მდე­ბა­რე­ობს, რის გა­მოც სპე­ცი­ა­ლუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ხან­ძარს ძი­რი­თა­დად ქვე­ი­თე­ბი ებ­რძვი­ან.

უკვე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თია სტი­ქი­ის ზო­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან შიდა ქარ­თლის გუ­ბერ­ნა­ტო­რი კახა სამ­ხა­რა­ძე, შსს-ს შიდა ქარ­თლის სამ­ხა­რეო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი კოტე ანა­ნი­აშ­ვი­ლი, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი და შიდა ქარ­თლში მოქ­მე­დი სა­გან­გე­ბო სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი.

ამ დრომ­დე სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებს შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის შიდა ქარ­თლის მე­ხან­ძრე მაშ­ვე­ლე­ბი აწარ­მო­ე­ბენ. რამ­დე­ნი­მე კე­რის ლო­კა­ლი­ზე­ბა ამ დრო­ის­თვის უკვე მო­ხერ­ხდა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნულ ტყის მა­სივ­ში კი­დევ იჩი­ნა თავი ერ­თმა კე­რამ.

ამ ეტაპ­ზე ერ­თობ­ლი­ვად მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მი­იმ­დი­ნა­რე­ობს სპე­ცი­ა­ლუ­რი თხრი­ლე­ბის მო­წყო­ბა იმის­თვის, რომ მოხ­დეს ცე­ცხლის შემ­დგო­მი გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს 250 კა­ცი­ა­ნი და­ნა­ყო­ფი სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ჩა­ერ­თვე­ბა.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ლე­ვან იზო­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნულ კე­რა­ზე ხან­ძრის სრუ­ლი ლიკ­ვი­და­ცი­ის შემ­დეგ თუ ბორ­ჯო­მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხვა­ლის­თვი­საც შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა ხან­ძრის კე­რე­ბი, თავ­დაც­ვის უწყე­ბა და­ნა­ყო­ფე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზეც მო­ახ­დენს და შე­სა­ბა­მი­სად სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­ერ­თვე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ატენის ხეობაში თავდაცვის მინისტრი ჩავიდა - ხანძრის ჩაქრობაში 250 ჯარისკაცი ჩაერთვება

ატენის ხეობაში თავდაცვის მინისტრი ჩავიდა - ხანძრის ჩაქრობაში 250 ჯარისკაცი ჩაერთვება

უკვე რამდენიმე საათია შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან.

რამდენიმე წუთის წინ შემთხვევის ადგილზე თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ჩავიდა.

იზორიას განცხადებით, ცოტა ხნის წინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის უწყების შენაერთებმაც მიიღონ მონაწილეობა. შესაბამისად, რამდენიმე წუთში ბოშურის მიმდებარედ შემთხვევის ადგილზე სტიქიის ზონაში თავდაცვის სამინისტროს გორის პირველი ქვეითი ბრიგადის 250 ჯარისკაცს ელიან.

სტიქიის ზონა საკმაოდ რთულ რელიეფზე მდებარეობს, რის გამოც სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება ამ ტერიტორიაზე პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაბამისად, ხანძარს ძირითადად ქვეითები ებრძვიან.

უკვე რამდენიმე საათია სტიქიის ზონაში იმყოფებიან შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო დეპარტამენტის უფროსი კოტე ანანიაშვილი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები და შიდა ქართლში მოქმედი საგანგებო სამსახურების ხელმძღვანელები.

ამ დრომდე სალიკვიდაციო სამუშაოებს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის მეხანძრე მაშველები აწარმოებენ. რამდენიმე კერის ლოკალიზება ამ დროისთვის უკვე მოხერხდა, თუმცა აღნიშნულ ტყის მასივში კიდევ იჩინა თავი ერთმა კერამ.

ამ ეტაპზე ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებით, მიიმდინარეობს სპეციალური თხრილების მოწყობა იმისთვის, რომ მოხდეს ცეცხლის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილება.

თავდაცვის სამინისტროს 250 კაციანი დანაყოფი სალიკვიდაციო სამუშაოებში რამდენიმე წუთში ჩაერთვება.

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, აღნიშნულ კერაზე ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდეგ თუ ბორჯომის მიმდებარე ტერიტორიაზე ხვალისთვისაც შენარჩუნდება ხანძრის კერები, თავდაცვის უწყება დანაყოფების მობილიზებას აღნიშნულ ტერიტორიებზეც მოახდენს და შესაბამისად სალიკვიდაციო სამუშაოებში სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე ჩაერთვება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია