ჩხოროწყუს გამგეობის ორგანიზებით, საქართველოში ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდა, რომლის სიგრძე 14.8 მეტრია, სიგანე 35 სანტიმეტრი, ხოლო საერთო ფართი 5.18 კვ/მ.
რეკორდი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირა, რომელმაც გამგეობას შესაბამისი სერთიფიკატი გადასცა.
ღონისძიება ყველის ფესტივალის ფარგლებში, სოფელ ახუთში გაიმართა, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა გიგანტურ ელარჯთან ერთად ყველისგან დამზადებული სხვადასხვა პროდუქტი დააგემოვნეს.