პოლიტიკა
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატარა კოცონიდან დაწყებული ხანძარი, რომელსაც ბორჯომში მესამე დღეა აქრობენ - ვრცელდება ხანძრის პირველი კერის ფოტოები
პატარა კოცონიდან დაწყებული ხანძარი, რომელსაც ბორჯომში მესამე დღეა აქრობენ - ვრცელდება ხანძრის პირველი კერის ფოტოები

ფე­ის­ბუქ­ზე ვრცელ­დე­ბა ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­ზეც სა­ვა­რა­უ­დოდ ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში გა­ჩე­ნი­ლი მას­შტა­ბუ­რი ხან­ძრის პირ­ვე­ლი კე­რე­ბია ასა­ხუ­ლი. ფო­ტოს "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დი "სო­ფე­ლი დაბა" ავ­რცე­ლებს და ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 20 აგ­ვის­ტოს, 14:52 სა­ათ­ზეა ატ­ვირ­თუ­ლი. ფო­ტოს კო­მენ­ტარ­ში ვკი­თხუ­ლობთ:

"SOS! სოფ. და­ბა­ში ცე­ცხლის კერა გაჩ­ნდა. სა­ჭი­რო­ებს დრო­ულ ლიკ­ვი­დი­რე­ბას, ქარი ხელს უწყობს ცე­ცხლს მო­ე­დოს და­ნარ­ჩენ ტე­რი­ტო­რი­ას!

სა­ჭი­რო­ებს ვერ­ტფ­რე­ნის დახ­მა­რე­ბას!" - ვკი­თხუ­ლობთ პოს­ტში, რო­მე­ლიც რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ 20 აგ­ვის­ტოს არის ატ­ვირ­თუ­ლი ფე­ის­ბუქ­ზე.

რო­გორც გვერ­დის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი კო­მენ­ტარ­ში წერს, მო­სახ­ლე­ო­ბა ად­გი­ლამ­დე ვერ მი­ვი­დო­და ცე­ცხლის ჩა­საქ­რო­ბად, რად­გან "ეს პა­ტა­რა კო­ცო­ნი სოფ­ლი­დან 4 კი­ლო­მეტ­რი­თაა მო­შო­რე­ბუ­ლი და სა­მან­ქა­ნო გზა არ არის მთა­ში. 40 წუთი დას­ჭირ­და მო­სახ­ლე­ო­ბას მანდ მი­სას­ვლე­ლად, 40 წუთ­ში ქა­რის შე­დე­გად უკვე ნა­ხე­ვა­რი ქედი იწ­ვო­და. ვე­რა­ფე­რი მო­ხერ­ხდა შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით" - ვკი­თხუ­ლობთ გვერ­დზე "სო­ფე­ლი დაბა".

შე­გახ­სე­ნებთ, ხან­ძა­რი ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში მდე­ბა­რე სო­ფელ და­ბა­ში 20 აგ­ვის­ტოს, შუ­ა­დღი­სას გაჩ­ნდა. პირ­ვე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ეროვ­ნუ­ლი სა­ტყეო სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, ცე­ცხლი და­ახ­ლო­ე­ბით 500 კვ.მ ფარ­თობ­ზე იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით კი ცე­ცხლი და­ახ­ლო­ე­ბით 12 ჰექ­ტარ­ზეა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

ხან­ძრის ლო­კა­ლი­ზე­ბას ამ ეტაპ­ზე მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბი არ­თუ­ლებს - ძლი­ერ­დე­ბა ქარი და ამას­თან, ფიქ­სირ­დე­ბა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა.

სა­გან­გე­ბო შტა­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში, ტყის მა­სივ­ში ხან­ძრის ლო­კა­ლი­ზე­ბის პრო­ცეს­ში, ამ დრო­ის­თვის, 3 ვერ­ტმფრე­ნი, 400-მდე მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი, 100-ზე მეტი ტყის მცვე­ლი, შსს-ს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის 500 თა­ნამ­შრო­მე­ლი და ათე­უ­ლო­ბით მძი­მე ტექ­ნი­კაა ჩარ­თუ­ლი, რო­მელ­თა მო­ბი­ლი­ზე­ბაც სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და.

გა­იჭ­რა 3-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი გზა არ­ჯე­ვა­ნის ტყი­დან ხან­ძრის მი­მარ­თუ­ლე­ბით თრო­თის მთამ­დე, რა­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და ხან­ძრის მთა­ვარ კე­რამ­დე სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ტექ­ნი­კის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი სა­გან­გე­ბო შტა­ბის წევ­რებ­თან ერ­თად, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე რჩე­ბა.

რუბრიკის სხვა სიახლეები

პატარა კოცონიდან დაწყებული ხანძარი, რომელსაც ბორჯომში მესამე დღეა აქრობენ - ვრცელდება ხანძრის პირველი კერის ფოტოები

პატარა კოცონიდან დაწყებული ხანძარი, რომელსაც ბორჯომში მესამე დღეა აქრობენ - ვრცელდება ხანძრის პირველი კერის ფოტოები

ფეისბუქზე ვრცელდება ფოტოები, რომელზეც სავარაუდოდ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის პირველი კერებია ასახული. ფოტოს "ფეისბუქის" გვერდი "სოფელი დაბა" ავრცელებს და ის სოციალურ ქსელში 20 აგვისტოს, 14:52 საათზეა ატვირთული. ფოტოს კომენტარში ვკითხულობთ:

"SOS! სოფ. დაბაში ცეცხლის კერა გაჩნდა. საჭიროებს დროულ ლიკვიდირებას, ქარი ხელს უწყობს ცეცხლს მოედოს დანარჩენ ტერიტორიას!

საჭიროებს ვერტფრენის დახმარებას!" - ვკითხულობთ პოსტში, რომელიც როგორც აღვნიშნეთ 20 აგვისტოს არის ატვირთული ფეისბუქზე.

როგორც გვერდის ადმინისტრატორი კომენტარში წერს, მოსახლეობა ადგილამდე ვერ მივიდოდა ცეცხლის ჩასაქრობად, რადგან "ეს პატარა კოცონი სოფლიდან 4 კილომეტრითაა მოშორებული და სამანქანო გზა არ არის მთაში. 40 წუთი დასჭირდა მოსახლეობას მანდ მისასვლელად, 40 წუთში ქარის შედეგად უკვე ნახევარი ქედი იწვოდა. ვერაფერი მოხერხდა შიშველი ხელებით" - ვკითხულობთ გვერდზე "სოფელი დაბა".

შეგახსენებთ, ხანძარი ბორჯომის ხეობაში მდებარე სოფელ დაბაში 20 აგვისტოს, შუადღისას გაჩნდა. პირველი მონაცემებით, ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ცეცხლი დაახლოებით 500 კვ.მ ფართობზე იყო გავრცელებული, დღეის მდგომარეობით კი ცეცხლი დაახლოებით 12 ჰექტარზეა გავრცელებული.

ხანძრის ლოკალიზებას ამ ეტაპზე მეტეოროლოგიური პირობები ართულებს - ძლიერდება ქარი და ამასთან, ფიქსირდება მაღალი ტემპერატურა.

საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზების პროცესში, ამ დროისთვის, 3 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკაა ჩართული, რომელთა მობილიზებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან განხორციელდა.

გაიჭრა 3-კილომეტრიანი გზა არჯევანის ტყიდან ხანძრის მიმართულებით თროთის მთამდე, რამაც შესაძლებელი გახადა ხანძრის მთავარ კერამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეუფერხებელი გადაადგილება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო შტაბის წევრებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე რჩება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს