პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის მოქალაქის, ირინა სავიცკაიას წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ, მისი უკრაინაში ექსტრადიცია არ დაუშვას
უკრაინის მოქალაქის, ირინა სავიცკაიას წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ, მისი უკრაინაში ექსტრადიცია არ დაუშვას

უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქის, ირი­ნა სა­ვიც­კა­ი­ას წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თხოვ­ნით მი­მარ­თა­ვენ, და­კა­ვე­ბუ­ლის უკ­რა­ი­ნა­ში ექ­სტრა­დი­ცია არ და­უშ­ვას.

მათი მტკი­ცე­ბით, უკ­რა­ი­ნის­თვის გა­და­ცე­მის შემ­თხვე­ვა­ში ირი­ნა სა­ვიც­კა­ი­ას საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, რას­თან და­კავ­ში­რე­ბულ მი­ზე­ზებ­ზეც დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რეს.

"მიმ­დი­ნა­რე წლის 30 ივ­ნისს ქა­ლაქ ბა­თუმ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს უწყე­ბებ­მა და­ა­პა­ტიმ­რეს ჩემი კო­ლე­გა, ირი­ნა სა­ვიც­კა­ია, რო­მე­ლიც სნეკ-ექ­სპორ­ტის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის გა­ყიდ­ვე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის ბუ­ღალ­ტე­რია. გარ­და ამი­სა, ირი­ნა სა­ვიც­კა­ია არის უკ­რა­ი­ნა­ში მოქ­მე­დი ოპო­ზი­ცი­უ­რი რა­დი­კა­ლუ­რი პარ­ტი­ის აქ­ტი­ვის­ტი. ის უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თხოვ­ნით და­ა­კა­ვეს.

ირი­ნა სა­ვიც­კა­ია უკ­რა­ი­ნე­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის, სერ­გეი რი­ბალ­კას მე­გო­ბა­რია და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სწო­რედ რი­ბალ­კას დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის სურ­დეს მისი გა­მო­ყე­ნე­ბა.

დღეს ჩვენს სა­წარ­მო­ში პერ­მა­ნენ­ტუ­ლად ხდე­ბა ჩხრე­კე­ბი, რაც მი­მარ­თუ­ლია სა­ხალ­ხო დე­პუ­ტა­ტის, სერ­გეი რი­ბალ­კას სა­ხე­ლის შე­ლახ­ვის­კენ, რომ­ლის ოჯახ­საც ეკუთ­ვნის ეს წარ­მო­ე­ბა. ოფი­ცი­ა­ლუ­რად მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ ირი­ნა სა­ვიც­კა­ი­ას ექ­სტრა­დი­ი­ცის შემ­თხვე­ვა­ში, მას ემუქ­რე­ბა საფრ­თხე. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მე და­მესხნენ თავს და სცა­დეს ჩემი მოკ­ვლა, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გავ­ლით ირი­ნა სა­ვიც­კა­ი­ას უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბას ცდი­ლო­ბენ, რათა მის­გან ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის, სერ­გეი რი­ბალ­კას დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო ცნო­ბე­ბი მო­ი­პო­ვონ და მო­მა­ვალ­ში ეს ადა­მი­ა­ნე­ბი შე­ეც­დე­ბი­ან სა­ვიც­კა­ი­ას მოკ­ვლას,"- გა­ნა­ცხა­და შპს "სნეკ-ექ­სპორ­ტის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა სერ­გეი ბე­ლიმ.

თა­ვის მხრივ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ირი­ნა სა­ვიც­კა­ი­ას ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი კონ­და­ხიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ და­ნა­შა­უ­ლი, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რა და­კა­ვე­ბულს ედა­ვე­ბა, ში­ნა­არ­სობ­რი­ვი და სა­მარ­თლებ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით აბ­სურ­დუ­ლია.

"ირი­ნა სა­ვიც­კა­ი­ას, რო­მე­ლიც იყო ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი ბუ­ღალ­ტე­რი, ბრა­ლად ედე­ბა, რომ კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­თან ერ­თად შე­სა­ბა­მის სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა სარ­ჩე­ლით, რათა მომ­ხდა­რი­ყო მე­ო­რე კომ­პა­ნი­ის­თვის და­ვა­ლი­ა­ნე­ბის და­კის­რე­ბა და სა­სა­მარ­თლოს გზით აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის ამო­ღე­ბა. ეს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ შე­ფა­სე­ბუ­ლია რო­გორც კომ­პა­ნი­ის ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბის მცდე­ლო­ბა. ამ აბ­სურ­დუ­ლი ბრალ­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე არის შე­კე­რი­ლი ის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც შემ­დგომ­ში ირი­ნა სა­ვიც­კა­ია და­ა­კა­ვეს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და დღეს ცდი­ლო­ბენ მის ექ­სტრა­დი­რე­ბას,"- აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი კონ­და­ხიშ­ვილ­მა.

დაც­ვის მხა­რის თქმით, ისი­ნი სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვას და სა­ექ­სტრა­და­ციო პრო­ცე­დუ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის უფრო მსუ­ბუ­ქი სა­ხით შეც­ვლას შე­ეც­დე­ბი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

უკრაინის მოქალაქის, ირინა სავიცკაიას წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ, მისი უკრაინაში ექსტრადიცია არ დაუშვას

უკრაინის მოქალაქის, ირინა სავიცკაიას წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ, მისი უკრაინაში ექსტრადიცია არ დაუშვას

უკრაინის მოქალაქის, ირინა სავიცკაიას წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას თხოვნით მიმართავენ, დაკავებულის უკრაინაში ექსტრადიცია არ დაუშვას.

მათი მტკიცებით, უკრაინისთვის გადაცემის შემთხვევაში ირინა სავიცკაიას საფრთხე ემუქრება, რასთან დაკავშირებულ მიზეზებზეც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

"მიმდინარე წლის 30 ივნისს ქალაქ ბათუმში, საქართველოს უწყებებმა დააპატიმრეს ჩემი კოლეგა, ირინა სავიცკაია, რომელიც სნეკ-ექსპორტის მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვებით დაკავებული ერთ-ერთი კომპანიის ბუღალტერია. გარდა ამისა, ირინა სავიცკაია არის უკრაინაში მოქმედი ოპოზიციური რადიკალური პარტიის აქტივისტი. ის უკრაინის გენერალური პროკურატურის თხოვნით დააკავეს.

ირინა სავიცკაია უკრაინელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, სერგეი რიბალკას მეგობარია და არ არის გამორიცხული უკრაინის ხელისუფლებას სწორედ რიბალკას დისკრედიტაციისთვის სურდეს მისი გამოყენება.

დღეს ჩვენს საწარმოში პერმანენტულად ხდება ჩხრეკები, რაც მიმართულია სახალხო დეპუტატის, სერგეი რიბალკას სახელის შელახვისკენ, რომლის ოჯახსაც ეკუთვნის ეს წარმოება. ოფიციალურად მინდა განვაცხადო, რომ ირინა სავიცკაიას ექსტრადიიცის შემთხვევაში, მას ემუქრება საფრთხე. ის ადამიანები, რომლებიც მე დამესხნენ თავს და სცადეს ჩემი მოკვლა, გენერალური პროკურატურის გავლით ირინა სავიცკაიას უკრაინაში დაბრუნებას ცდილობენ, რათა მისგან ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, სერგეი რიბალკას დისკრედიტაციისთვის საჭირო ცნობები მოიპოვონ და მომავალში ეს ადამიანები შეეცდებიან სავიცკაიას მოკვლას,"- განაცხადა შპს "სნეკ-ექსპორტის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი ბელიმ.

თავის მხრივ, საქართველოში ირინა სავიცკაიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა აღნიშნა, რომ დანაშაული, რომელსაც უკრაინის პროკურატურა დაკავებულს ედავება, შინაარსობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით აბსურდულია.

"ირინა სავიცკაიას, რომელიც იყო ერთ-ერთი კომპანიის მთავარი ბუღალტერი, ბრალად ედება, რომ კომპანიის დირექტორთან ერთად შესაბამის სასამართლოს მიმართა სარჩელით, რათა მომხდარიყო მეორე კომპანიისთვის დავალიანების დაკისრება და სასამართლოს გზით აღნიშნული დავალიანების ამოღება. ეს კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება უკრაინის პროკურატურის მიერ შეფასებულია როგორც კომპანიის ქონების მითვისების მცდელობა. ამ აბსურდული ბრალდების საფუძველზე არის შეკერილი ის სისხლის სამართლის საქმე, რომლის საფუძველზეც შემდგომში ირინა სავიცკაია დააკავეს საქართველოს ტერიტორიაზე და დღეს ცდილობენ მის ექსტრადირებას,"- აღნიშნა გიორგი კონდახიშვილმა.

დაცვის მხარის თქმით, ისინი სასამართლოსთვის მიმართვას და საექსტრადაციო პროცედურების დასრულებამდე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უფრო მსუბუქი სახით შეცვლას შეეცდებიან.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ