26-31 აგვისტოს ბათუმი-თბილისის რიგით IX საერთაშორისო ფესტივალი "ღამისსერენადები" გაიმართება.
დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ფესტივალის დამაარსებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ლიანა ისაკაძემ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა და ფესტივალის დირექტორმა ლაშა ბაშარულმა ისაუბრეს.
ფესტივალის ფარგლებში, 26, 28, 29 აგვისტოს კონცერტები გაიმართება ბათუმში, სასტუმრო "შერატონის" საკონცერტო დარბაზში, ხოლო 31 აგვისტოს დასკვნით გალა-კონცერტს თბილისი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი უმასპინძლებს.
"ვფიქრობ, წლევანდელ ფესტივალი ყველა სხვა ფესტივალისგან განსხვავებული იქნება. წელს გვექნება სიახლე. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის კლასიკური მუსიკის ფესტივალი, წლევანდელ ფესტივალზე ასევე იქნება ჯაზური განყოფილება და ქალბატონი ლიანა კიდევ ერთ განსხვავებულ ამპლუაში მოევლინება მსმენელსა და მაყურებელს", - აღნიშნა ფესტივალის დირექტორმა ლაშა ბაშარულმა.
მისივე ინფორმაციით, ფესტივალს უცხოელი სტუმრები ეწვევიან ისრაელიდან, გერმანიიდან, ყაზახეთიდან, საფრანგეთიდან, აშშ-დან.
ამასთან, ლიანა ისაკაძის ინფორმაციით, წლევანდელ ფესტივალზე მისი მეუღლე იმღერებს.
"ამჯერად, ფესტივალზე იმღერებს ჩემი მეუღლე ჯაზს. ეს იქნება ძალიან საინტერესო, ის ისე კარგად მღერის, ყველას მოეწონება. მეც დავუკრავ, აუცილებლად. თურმე, მეც ვუკრავ ჯაზს", - აღნიშნა მუსიკოსმა.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე მისი მეუღლე აუდიტორიას ლიანა ისაკაძის წიგნის - "ლიანა ისაკაძის მედიტაციების" შესახებ ესაუბრა, რომელიც 10 წელია გამოცემულია. თამაზ ჩაჩავამ მეუღლის წიგნს გენიალური უწოდა.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, შარშანდელის მსგავსად, ფესტივალის სტუმრებს აღნიშნული გამოცემა წელსაც საჩუქრად დაურიგდებათ.
ერთ-ერთი კონცერტი საქველმოქმედო იქნება, ორგანიზატორების სურვილია დაეხმარონ კონსერვატორიის ერთ-ერთ სტუდენტს, რომელიც ევროპაში სასწავლებლად გაემგზავრება.
"ქალატონი ლიანა არის მხნედ და ჩვენს გვერდით, ძალიან გვიხარია. პროგრამა ძალიან საინტერესოა", -განაცხადა კულტურის მინიატრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა.
წელს "ღამის სერენადების" სტუმრები იქნებიან მსოფლიო ვარსკვლავები - ცნობილიგერმანელი პიანისტი და დირიჟორი იუსტუს ფრანცი, საერთაშორისო ასპარაზზეაღიარებული გურფინკელების ოჯახი: კლარნეტისტები დანიელი და ალექსი, ასევე მათიმამა მიხაელ გურფინკელი; უცხოელ სტუმრებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობსქართველი დირიჟორი დავით მუქერია.წლევანდელ ფესტივალზე, ლიანა ისაკაძე მსმენელის წინაშე სოლისტისა დადირიჟორის რანგში წარსდგება.
ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია "Global Art";
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისსამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია და ქალაქ თბილისის მერია.
საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები" 1982 წელს, აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ,2009 წელს, ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი მისი აღდგენა. ფესტივალისდამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელია ლიანა ისაკაძე.წლების განმავლობაში, ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა მისი გეოგრაფიის გაფართოება, რის გამოც, 2015 წლიდან მას უკვე ბათუმი-თბილისის საერთაშორისოფესტივალი ეწოდა.
ნატალია დადიანი
Ambebi.ge