მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად "გაქრა" აფრიკაში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი სამხედრო
სად "გაქრა" აფრიკაში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი სამხედრო

ამ­დე­ნი ხნის შემ­დეგ, ისევ გა­ურ­კვე­ვე­ლია კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში (კდრ), სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი მფრი­ნა­ვის, თა­და­რი­გის პოლ­კოვ­ნი­კის იო­სებ ოს­ო­რა­უ­ლის ბედი. მის­მა ძმამ გია ოს­ო­რა­ულ­მა, 18 აგ­ვის­ტოს მას იუ­ბი­ლე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით მი­უ­ლო­ცა და სამ­შობ­ლო­ში, თა­ვის ოჯახ­თან და 4 მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან მშვი­დო­ბით დაბ­რუ­ნე­ბა უსურ­ვა...

"მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ჩემი ძმაა... ვწუხ­ვარ, რომ დღეს ღვთის ანა­ბა­რად არის დარ­ჩე­ნი­ლი... ვწუხ­ვარ, რომ არის ისე­თი ქვეყ­ნის შვი­ლი, რო­მელ­საც პატ­რო­ნი არ ჰყავს... ვწუხ­ვარ, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის გამო სა­ქარ­თვე­ლო­დან წახ­ვე­დი... ვწუხ­ვარ, რომ მე­ტის გა­კე­თე­ბა არ შე­მიძ­ლია... მე­ა­მა­ყე­ბი და მალე დაბ­რუ­ნე­ბას გი­სურ­ვებ..." - წერს სოსო ოს­ო­რა­უ­ლის ძმა.

სამ­წუ­ხა­როდ, დღემ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლია, ცო­ცხა­ლია თუ არა ქარ­თვე­ლი პოლ­კოვ­ნი­კი, ამ კი­თხვის გარ­შე­მო ისევ ვა­რა­უ­დი­სა და ვერ­სი­ე­ბის დო­ნე­ზე სა­უბ­რო­ბენ მისი მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი.

ოს­ო­რა­უ­ლი ტყვედ 2017 წლის 27 იან­ვარს კდრ-ის მე­ამ­ბო­ხე­თა მოძ­რა­ო­ბა "23 მარ­ტის" მებ­რძო­ლებს ჩა­უ­ვარ­და ხელ­ში. კონ­გო­ში მყო­ფი მისი მე­გობ­რე­ბის თქმით, ინ­ფორ­მა­ცია, სო­სოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ, იქამ­დე ისევ და ისევ არ მი­სუ­ლა. თუმ­ცა, სო­სომ­დე და სო­სოს შემ­დეგ ტყვედ აყ­ვა­ნი­ლე­ბი­დან, რამ­დე­ნი­მეს შე­სა­ხებ, ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და.

"რამ­დე­ნი­მე გა­ა­სა­მარ­თლეს კი­დეც და მი­უ­სა­ჯეს, ზო­გის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის თან­ხა მო­ი­თხო­ვეს... და­ღუ­პუ­ლებ­ზეც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, სო­სო­ზე - არა­ფე­რი ის­მის... თუმ­ცა, მე­ამ­ბო­ხე­თა ჯგუ­ფებ­ში გა­და­სუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი, თა­ვი­ანთ ძველ კო­ლე­გებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას გა­ნაგ­რძო­ბენ და სოსო და­ღუ­პუ­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ამა­საც აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­გებ­დით... "- ამ­ბო­ბენ ისი­ნი.

სო­სოს და­ღუპ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ას არა­სარ­წმუ­ნოდ მი­იჩ­ნე­ვენ მისი ნა­თე­სა­ვე­ბიც. მათი თქმით, ის მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ეჭვს აძ­ლი­ე­რებს ისიც, რომ მე­ამ­ბო­ხე­ე­ბი მო­თხოვ­ნებს ცვლიდ­ნენ, ოს­ო­რა­უ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ხან თან­ხას ითხოვ­დნენ, ხან კი, - კდრ-ს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მათი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის, მათ სო­რის ერთ-ერთი გე­ნერ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას სთხოვ­დნენ, რო­მელ­საც ჰა­ა­გის სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლო­ბა­თა ტრი­ბუ­ნა­ლი ელო­დე­ბა.

"ამე­რი­კის ხმის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ამ­ბო­ხე­თა "პრე­ზი­დენ­ტი" ბერ­ტანდ ბი­სიმ­ვა, რო­მე­ლიც მე­ო­თხე წე­ლია მე­ზო­ბელ უგან­დას აფა­რებს თავს, ამ­ტკი­ცებს, რომ ქარ­თვე­ლი პოლ­კოვ­ნი­კი გარ­დაც­ვლი­ლია. მი­სი­ვე თქმით, მოძ­რა­ო­ბა "23 მარ­ტი" მზად იყო ტყვედ ჩა­ვარ­დნი­ლი ქარ­თვე­ლი მფრი­ნა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ყო­ველ­გვა­რი გა­მო­სას­ყი­დის გა­რე­შე გა­და­ე­ცა, იმ ერ­თა­დერ­თი პი­რო­ბით, თუ ოფი­ცი­ა­ლუ­რი თბი­ლი­სი სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებს, ყო­ფილ სამ­ხედ­რო­ებს, კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში სამ­სა­ხურს აუკ­რძა­ლავ­და, თუმ­ცა, ამის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნა არ დას­ცალ­და...

მისი თქმით, - 2017 წლის 13 მა­ისს, კონ­გოს სამ­თავ­რო­ბო ძა­ლებ­სა და მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის იმ რაზმს შო­რის, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი პოლ­კოვ­ნი­კი და­ტყვე­ვე­ბუ­ლი ჰყავ­და შე­ტა­კე­ბა მოხ­და, რა დრო­საც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, იო­სებ ოს­ო­რა­უ­ლიც და­ი­ღუ­პა. იგი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში გა­ე­როს მი­სი­აც...

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ივ­ნის­ში მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა და აღ­ნიშ­ნა, რომ აფ­რი­კულ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით, პოლ­კოვ­ნი­კი ოს­ო­რა­უ­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­ტა­კე­ბის დროს და­ი­ღუ­პა.

სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი ბექა დვა­ლის თქმით, - მათ მუდ­მი­ვი, ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, კინ­შა­სა­ში გა­ე­როს სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მი­სი­ას­თან და წი­თე­ლი ჯვრის კო­მი­ტეტ­თან, რათა სოსო ოს­ო­რა­უ­ლის ბედი სა­ბო­ლო­ოდ გა­ირ­კვეს...

კდრ-ის შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო შვე­ულმფრე­ნი Ми-24-, რო­მელ­საც აფ­რი­კის ამ ქვე­ყა­ნა­ში კონ­ტრაქ­ტით მო­მუ­შა­ვე იო­სებ ოს­ო­რა­უ­ლი მარ­თავ­და, 2017 წლის 27 იან­ვარს, ჩრდი­ლო­ეთ კი­ვუს პრო­ვინ­ცი­ა­ში მთი­ან მა­სივ­ში ჩა­მო­ვარ­და. იმა­ვე დღეს, იმა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, კა­ტას­ტრო­ფა მე­ო­რე Ми-24-აც გა­ნი­ცა­და, რომ­ლის პი­ლო­ტიც ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი მფრი­ნა­ვი ვი­ა­ჩეს­ლავ პლუ­ჟ­ნი­კო­ვი იყო.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლაქ გო­მას აე­როდ­რო­მი­დან აფ­რე­ნი­ლი ორი­ვე სამ­ხედ­რო ვერ­ტმფრე­ნის ამო­ცა­ნა, მე­ზო­ბე­ლი უგან­დი­დან კდრ-ის სა­ზღვრებ­ში შე­მოღ­წე­უ­ლი "23 მარ­ტის მოძ­რა­ო­ბის" მე­ამ­ბო­ხე­თა რაზ­მის აღ­მო­ჩე­ნა და გა­ნად­გუ­რე­ბა იყო.

კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თავ­და­პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვერ­ტმფრე­ნებ­მა კა­ტას­ტრო­ფა ძლი­ე­რი ქა­რის გამო გა­ნი­ცა­დეს, თუმ­ცა, შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ისი­ნი მე­ამ­ბო­ხე­ებ­მა ჩა­მო­აგ­დეს. ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შე­ე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი მფრი­ნა­ვის ვი­ა­ჩეს­ლავ პლუ­ჟ­ნი­კო­ვის და კი­დევ რამ­დე­ნი­მე კონ­გო­ე­ლი სამ­ხედ­როს ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და, თუმ­ცა, ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა ერთი კონ­გო­ე­ლი პოლ­კოვ­ნი­კი.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

სად "გაქრა" აფრიკაში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი სამხედრო

სად "გაქრა" აფრიკაში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი სამხედრო

ამდენი ხნის შემდეგ, ისევ გაურკვეველია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (კდრ), საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავის, თადარიგის პოლკოვნიკის იოსებ ოსორაულის ბედი. მისმა ძმამ გია ოსორაულმა, 18 აგვისტოს მას იუბილე სოციალური ქსელით მიულოცა და სამშობლოში, თავის ოჯახთან და 4 მცირეწლოვან შვილთან მშვიდობით დაბრუნება უსურვა...

"მეამაყება, რომ ჩემი ძმაა... ვწუხვარ, რომ დღეს ღვთის ანაბარად არის დარჩენილი... ვწუხვარ, რომ არის ისეთი ქვეყნის შვილი, რომელსაც პატრონი არ ჰყავს... ვწუხვარ, რომ პროფესიული სიყვარულის გამო საქართველოდან წახვედი... ვწუხვარ, რომ მეტის გაკეთება არ შემიძლია... მეამაყები და მალე დაბრუნებას გისურვებ..." - წერს სოსო ოსორაულის ძმა.

სამწუხაროდ, დღემდე გაურკვეველია, ცოცხალია თუ არა ქართველი პოლკოვნიკი, ამ კითხვის გარშემო ისევ ვარაუდისა და ვერსიების დონეზე საუბრობენ მისი მეგობრები და ახლობლები.

ოსორაული ტყვედ 2017 წლის 27 იანვარს კდრ-ის მეამბოხეთა მოძრაობა "23 მარტის" მებრძოლებს ჩაუვარდა ხელში. კონგოში მყოფი მისი მეგობრების თქმით, ინფორმაცია, სოსოს გარდაცვალების შესახებ, იქამდე ისევ და ისევ არ მისულა. თუმცა, სოსომდე და სოსოს შემდეგ ტყვედ აყვანილებიდან, რამდენიმეს შესახებ, ინფორმაცია გავრცელდა.

"რამდენიმე გაასამართლეს კიდეც და მიუსაჯეს, ზოგის გათავისუფლებისთვის თანხა მოითხოვეს... დაღუპულებზეც გავრცელდა ინფორმაცია, სოსოზე - არაფერი ისმის... თუმცა, მეამბოხეთა ჯგუფებში გადასული სამხედროები, თავიანთ ძველ კოლეგებთან ურთიერთობას განაგრძობენ და სოსო დაღუპული რომ ყოფილიყო, ამასაც აუცილებლად გავიგებდით... "- ამბობენ ისინი.

სოსოს დაღუპვის ინფორმაციას არასარწმუნოდ მიიჩნევენ მისი ნათესავებიც. მათი თქმით, ის მეზობელ ქვეყანაშია გადაყვანილი. ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ მეამბოხეები მოთხოვნებს ცვლიდნენ, ოსორაულის გათავისუფლების სანაცვლოდ, ხან თანხას ითხოვდნენ, ხან კი, - კდრ-ს ხელისუფლებას მათი თანამებრძოლების, მათ სორის ერთ-ერთი გენერლის გათავისუფლებას სთხოვდნენ, რომელსაც ჰააგის სამხედრო დანაშაულობათა ტრიბუნალი ელოდება.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, მეამბოხეთა "პრეზიდენტი" ბერტანდ ბისიმვა, რომელიც მეოთხე წელია მეზობელ უგანდას აფარებს თავს, ამტკიცებს, რომ ქართველი პოლკოვნიკი გარდაცვლილია. მისივე თქმით, მოძრაობა "23 მარტი" მზად იყო ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავი საქართველოს ხელისუფლებისთვის ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე გადაეცა, იმ ერთადერთი პირობით, თუ ოფიციალური თბილისი საკუთარ მოქალაქეებს, ყოფილ სამხედროებს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში სამსახურს აუკრძალავდა, თუმცა, ამის სისრულეში მოყვანა არ დასცალდა...

მისი თქმით, - 2017 წლის 13 მაისს, კონგოს სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეების იმ რაზმს შორის, რომელსაც ქართველი პოლკოვნიკი დატყვევებული ჰყავდა შეტაკება მოხდა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, იოსებ ოსორაულიც დაიღუპა. იგივე ინფორმაციას ფლობს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაეროს მისიაც...

საქართველოს ხელისუფლებამ, ივნისში მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა და აღნიშნა, რომ აფრიკულ წყაროებზე დაყრდნობით, პოლკოვნიკი ოსორაული, სავარაუდოდ, შეტაკების დროს დაიღუპა.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ბექა დვალის თქმით, - მათ მუდმივი, ურთიერთობა აქვთ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებასთან, კინშასაში გაეროს სტაბილიზაციის მისიასთან და წითელი ჯვრის კომიტეტთან, რათა სოსო ოსორაულის ბედი საბოლოოდ გაირკვეს...

კდრ-ის შეირაღებული ძალების სამხედრო შვეულმფრენი Ми-24-, რომელსაც აფრიკის ამ ქვეყანაში კონტრაქტით მომუშავე იოსებ ოსორაული მართავდა, 2017 წლის 27 იანვარს, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში მთიან მასივში ჩამოვარდა. იმავე დღეს, იმავე ტერიტორიაზე, კატასტროფა მეორე Ми-24-აც განიცადა, რომლის პილოტიც ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავი ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი იყო.

არსებული ინფორმაციით, ქალაქ გომას აეროდრომიდან აფრენილი ორივე სამხედრო ვერტმფრენის ამოცანა, მეზობელი უგანდიდან კდრ-ის საზღვრებში შემოღწეული "23 მარტის მოძრაობის" მეამბოხეთა რაზმის აღმოჩენა და განადგურება იყო.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს თავდაპირველი ინფორმაციით, ვერტმფრენებმა კატასტროფა ძლიერი ქარის გამო განიცადეს, თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ ისინი მეამბოხეებმა ჩამოაგდეს. ავიაკატასტროფის შეედეგად დაშავებული მფრინავის ვიაჩესლავ პლუჟნიკოვის და კიდევ რამდენიმე კონგოელი სამხედროს ევაკუაცია განხორციელდა, თუმცა, ადგილზე დაიღუპა ერთი კონგოელი პოლკოვნიკი.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე