პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი თავს ღატაკად მიიჩნევს: "ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო ღარიბია"
საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი თავს ღატაკად მიიჩნევს: "ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო ღარიბია"

იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც სა­არ­სე­ბო შემ­წე­ო­ბას იღე­ბენ, ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაზ­რდი­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ვე­ლი მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი ითხოვს სა­ხელ­მწი­ფოს­გან დახ­მა­რე­ბას და თავს ღა­ტა­კად მი­იჩ­ნევს. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა მკაც­რად გა­სა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლია და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­და­ი­ხე­დოს იმ ადა­მი­ან­თა პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მწი­ფოს­გან შემ­წე­ო­ბას იღე­ბენ. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ვი­საც ფი­ზი­კუ­რი შრო­მა შე­უძ­ლია, სა­ხელ­მწი­ფომ უნდა და­ა­საქ­მოს და არა დახ­მა­რე­ბა და­უ­ნიშ­ნოს, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ეს სეგ­მენ­ტი "ერ­თმა­ნეთს სი­ღა­რი­ბე­ში ეჯიბ­რე­ბა".

ბოლო ორი წე­ლია, იზ­რდე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი შემ­წე­ო­ბის მიმ­ღებ ადა­მი­ან­თა რი­ცხვი. 2015 წლის ივ­ლის­ში მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ასე­თი 317 000 იყო, 2016 წლის ივ­ლის­ში - 474 000, ხოლო 2017 წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­ში - 457 000. ამას გარ­და, დი­დია რე­გის­ტრი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც სა­არ­სე­ბო შემ­წე­ო­ბის მო­ლო­დინ­ში არი­ან. 2015 წლის ივ­ლის­ში - 1 609 000 კაცი, 2016 წლის ივ­ლის­ში - 1 338 000, ხოლო 2017 წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­ში - 1 მლნ-მდე ადა­მი­ა­ნი.

კონ­კუ­რენ­ცია სი­ღა­რი­ბე­ში: ყო­ვე­ლი მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი თავს ღა­ტა­კად მი­იჩ­ნევს.

"სამ­წუ­ხა­როდ, ადა­მი­ა­ნე­ბი ეჯიბ­რე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს, ვინ უფრო ღა­რი­ბია. სო­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ქუ­ლებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, მა­ხინ­ჯი სის­ტე­მაა და რე­ა­ლურ სუ­რათს არ ასა­ხავს. ეს სის­ტე­მა შე­საც­ვლე­ლია" - გა­ნუ­ცხა­და "ბიზ­ნეს-რე­ზო­ნანსს" ეკო­ნო­მი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორ­მა მი­ხე­ილ ჯი­ბუტ­მა. მისი თქმით, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა და ხელს უშ­ლის ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

"ქუ­ლებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მა შე­საც­ვლე­ლია, რად­გან პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლია და მიბ­მუ­ლია იმა­ზე, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰქონ­დეს უპი­რა­ტე­სო­ბა, გა­მო­ი­ყე­ნოს პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის. სხვა სარ­გე­ბელს ამ პროგ­რა­მი­დან დი­დად ვერ ვხე­დავ. ეს სის­ტე­მა ასე­ვე ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა და ხელს უშ­ლის ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. იმი­ტომ, რომ იქ არის კონ­კუ­რენ­ცია სი­ღა­რი­ბე­ში, ვინ უფრო ღა­რი­ბია და ვინ უფრო მეტ შემ­წე­ო­ბას იღებს, ეს ბევ­რის­თვის პრობ­ლე­მა სრუ­ლე­ბით არაა. შე­მო­სავ­ლის ზრდი­სა და გამ­დიდ­რე­ბის ნაც­ვლად, რო­დე­საც სი­ღა­რი­ბის­კე­ნაა მის­წრა­ფე­ბა, ეს უკვე დიდი პრობ­ლე­მაა. ადა­მი­ა­ნე­ბი ეჯიბ­რე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს, ვინ უფრო ღა­რი­ბია წა­ი­კი­თხეთ გაგ­რძე­ლე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები

საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი თავს ღატაკად მიიჩნევს: "ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო ღარიბია"

საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი თავს ღატაკად მიიჩნევს: "ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო ღარიბია"

იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ, ბოლო ორი წლის განმავლობაში გაზრდილია. საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი ითხოვს სახელმწიფოსგან დახმარებას და თავს ღატაკად მიიჩნევს. სპეციალისტების აზრით, სოციალური დახმარება მკაცრად გასაკონტროლებელია და აუცილებლად უნდა გადაიხედოს იმ ადამიანთა პირადი მონაცემები, რომლებიც სახელმწიფოსგან შემწეობას იღებენ. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ვისაც ფიზიკური შრომა შეუძლია, სახელმწიფომ უნდა დაასაქმოს და არა დახმარება დაუნიშნოს, რადგან საქართველოს მოსახლეობის ეს სეგმენტი "ერთმანეთს სიღარიბეში ეჯიბრება".

ბოლო ორი წელია, იზრდება სოციალური შემწეობის მიმღებ ადამიანთა რიცხვი. 2015 წლის ივლისში მთელი ქვეყნის მასშტაბით ასეთი 317 000 იყო, 2016 წლის ივლისში - 474 000, ხოლო 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში - 457 000. ამას გარდა, დიდია რეგისტრირებულთა რაოდენობა, რომლებიც საარსებო შემწეობის მოლოდინში არიან. 2015 წლის ივლისში - 1 609 000 კაცი, 2016 წლის ივლისში - 1 338 000, ხოლო 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში - 1 მლნ-მდე ადამიანი.

კონკურენცია სიღარიბეში: ყოველი მესამე ადამიანი თავს ღატაკად მიიჩნევს.

"სამწუხაროდ, ადამიანები ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო ღარიბია. სოციალური სისტემა, რომელიც ქულებზეა დაფუძნებული, მახინჯი სისტემაა და რეალურ სურათს არ ასახავს. ეს სისტემა შესაცვლელია" - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა მიხეილ ჯიბუტმა. მისი თქმით, სოციალური დახმარება ეწინააღმდეგება და ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას საბაზრო ეკონომიკის მიმართულებით.

"ქულებზე დაფუძნებული სოციალური სისტემა შესაცვლელია, რადგან პოლიტიზებულია და მიბმულია იმაზე, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს უპირატესობა, გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისთვის. სხვა სარგებელს ამ პროგრამიდან დიდად ვერ ვხედავ. ეს სისტემა ასევე ეწინააღმდეგება და ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას საბაზრო ეკონომიკის მიმართულებით. იმიტომ, რომ იქ არის კონკურენცია სიღარიბეში, ვინ უფრო ღარიბია და ვინ უფრო მეტ შემწეობას იღებს, ეს ბევრისთვის პრობლემა სრულებით არაა. შემოსავლის ზრდისა და გამდიდრების ნაცვლად, როდესაც სიღარიბისკენაა მისწრაფება, ეს უკვე დიდი პრობლემაა. ადამიანები ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო ღარიბია წაიკითხეთ გაგრძელება

"9 პაციენტს ეპიდაფეთქების ზონაში მოგზაურობის ისტორია აქვს" - მარინა ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

"უგონო მდგომარეობაში იყო" - კარანტინში მყოფი ბიჭი, რომელიც მეოთხე სართულიდან გადახტა, ბათუმიდან თბილისში გადმოიყვანეს

როდემდე გაგრძელდება რეგისტრაცია 200 ლარიანი დახმარების მისაღებად და რა კრიტერიუმებია საჭირო დასარეგისტრირებლად?