ვარშავაში, ცენტრალური რკინიგზის სადგურში ევაკუაცია განხორციელდა. შენობიდან ხალხი გამოიყვანეს, ტერიტორია კი პოლიციას აქვს შემოსაზღვრული.
"აღმოჩენილია საეჭვო პაკეტი და საჭიროა შემოწმების ჩატარება", - განაცხადეს ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა.
რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაკეტილია მოძრაობა და არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მატარებლების მიმოსვლა ნაწილობრივ შეჩერებულია, ნაწილი კი ცენტრალური რკინიგზის გვერდის ავლით მოძრაობს.