სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტში 30 თანამშრომელი შიმშილობს
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტში 30 თანამშრომელი შიმშილობს

სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტთან მო­შიმ­ში­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა 30-მდე გა­ი­ზარ­და. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" რკი­ნიგ­ზის ახა­ლი პროფ­კავ­ში­რე­ბის თავ­მჯდო­მა­რემ ვი­ტა­ლი გი­ორ­გა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 8 მო­შიმ­ში­ლეს დღეს კი­დევ შე­უ­ერ­თდა რკი­ნიგ­ზის სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დე­ბენ იმ თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლე­ბიც გურ­ჯა­ა­ნი­დან გა­დაჰ­ყავ­დათ მარ­ნე­ულ­ში.

ვი­ტა­ლი გი­ორ­გა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­დან დღეს ერთი, უჩა ხვთი­სი­აშ­ვი­ლი შიმ­ში­ლობს და სწო­რედ მას უცხა­დე­ბენ სო­ლი­და­რო­ბას და­ნარ­ჩე­ნი მო­შიმ­ში­ლე­ე­ბიც, რო­მელ­თა ნა­წი­ლიც პროფ­კავ­ში­რე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლია, ნა­წი­ლი კი კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის.

"მო­შიმ­ში­ლე­ებს სამი ძი­რი­თა­დი მო­თხოვ­ნა აქვთ. და­უბ­რუნ­დნენ ძველ სამ­სა­ხურს ან მი­ე­ცეთ მარ­ნე­ულ­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­თხვე­ვა­ში ნორ­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი იმ თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლე­ბიც გურ­ჯა­ა­ნი­დან გა­დაჰ­ყავ­დათ. ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის და­პი­რე­ბე­ბი, რომ მათ პი­რო­ბე­ბი გა­უ­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ, თუმ­ცა ვე­რა­ნა­ი­რი დო­კუ­მენ­ტი ამის შე­სა­ხებ ვერ ვნა­ხეთ, რაც უნ­დობ­ლო­ბას იწ­ვევს სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტის მი­მართ. მე­ო­რე მო­თხოვ­ნაა, რომ გა­დად­გნენ და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი დაჩი ცა­გუ­რია და რკი­ნიგ­ზის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ვა­სილ ხო­რა­ვა იმ პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი და დესტრუქ­ცი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო, რო­მე­ლიც გა­ა­კე­თეს რკი­ნიგ­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის მი­მართ. მე­სა­მე მო­თხოვ­ნა არის, რომ რე­ა­ლურ მოქ­მე­დე­ბა­ში შე­ვი­დეს 2015 წელს, გა­ფიც­ვის შემ­დეგ და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვე­ნი შიმ­ში­ლო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა და ეს იქ­ნე­ბა ერ­თგვა­რი გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი სიგ­ნა­ლი რკი­ნიგ­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტის მი­მართ. თუ ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა, მო­შიმ­ში­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა და აქ­ცი­ე­ბის მას­შტა­ბუ­რო­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად გა­იზ­რდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გა­ძემ.

რკი­ნიგ­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტთან უკვე მეშ­ვი­დე დღეა შიმ­ში­ლო­ბა გრძელ­დე­ბა. შიმ­ში­ლო­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც გურ­ჯა­ა­ნი­დან რკი­ნიგ­ზის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მარ­ნე­ულ­ში გა­დაყ­ვა­ნა მო­ინ­დო­მეს.

რო­გორც თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აცხა­დებ­დნენ, მათ არ სთა­ვა­ზობ­დნენ არც სა­ცხოვ­რე­ბელ პი­რო­ბებს და არც ტრან­სპორ­ტი­რე­ბას, რის გა­მოც და­ი­წყეს შიმ­ში­ლო­ბა, ამ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­დან დღეს შიმ­ში­ლო­ბას აგ­რძე­ლებს ერთი – უჩა ხვთი­სი­აშ­ვი­ლი. ხვთი­სი­აშ­ვილს შე­უ­ერ­თდნენ პროფ­კავ­ში­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, დღეს კი ვი­ტა­ლი გი­ორ­გა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტში 30 თანამშრომელი შიმშილობს

საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტში 30 თანამშრომელი შიმშილობს

საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან მოშიმშილეთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რკინიგზის ახალი პროფკავშირების თავმჯდომარემ ვიტალი გიორგაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, 8 მოშიმშილეს დღეს კიდევ შეუერთდა რკინიგზის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და სოლიდარობას უცხადებენ იმ თანამშრომლებს, რომლებიც გურჯაანიდან გადაჰყავდათ მარნეულში.

ვიტალი გიორგაძის განცხადებით, ამ თანამშრომლებიდან დღეს ერთი, უჩა ხვთისიაშვილი შიმშილობს და სწორედ მას უცხადებენ სოლიდარობას დანარჩენი მოშიმშილეებიც, რომელთა ნაწილიც პროფკავშირების თანამშრომელია, ნაწილი კი კომპანია საქართველოს რკინიგზის.

"მოშიმშილეებს სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ. დაუბრუნდნენ ძველ სამსახურს ან მიეცეთ მარნეულში გადაყვანის შემთხვევაში ნორმალური პირობები იმ თანამშრომლებს, რომლებიც გურჯაანიდან გადაჰყავდათ. ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს რკინიგზის დაპირებები, რომ მათ პირობები გაუუმჯობესდებათ, თუმცა ვერანაირი დოკუმენტი ამის შესახებ ვერ ვნახეთ, რაც უნდობლობას იწვევს საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის მიმართ. მეორე მოთხოვნაა, რომ გადადგნენ დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია და რკინიგზის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვასილ ხორავა იმ პროვოკაციული და დესტრუქციული განცხადებების გამო, რომელიც გააკეთეს რკინიგზის დეპარტამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმართ. მესამე მოთხოვნა არის, რომ რეალურ მოქმედებაში შევიდეს 2015 წელს, გაფიცვის შემდეგ დადებული ხელშეკრულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი შიმშილობა გაგრძელდება და ეს იქნება ერთგვარი გამაფრთხილებელი სიგნალი რკინიგზის დეპარტამენტის მიმართ. თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მოშიმშილეთა რაოდენობა და აქციების მასშტაბურობა, აუცილებლად გაიზრდება", - განაცხადა გიორგაძემ.

რკინიგზის დეპარტამენტთან უკვე მეშვიდე დღეა შიმშილობა გრძელდება. შიმშილობა მას შემდეგ დაიწყო, რაც გურჯაანიდან რკინიგზის თანამშრომლების მარნეულში გადაყვანა მოინდომეს.

როგორც თანამშრომლები აცხადებდნენ, მათ არ სთავაზობდნენ არც საცხოვრებელ პირობებს და არც ტრანსპორტირებას, რის გამოც დაიწყეს შიმშილობა, ამ თანამშრომლებიდან დღეს შიმშილობას აგრძელებს ერთი – უჩა ხვთისიაშვილი. ხვთისიაშვილს შეუერთდნენ პროფკავშირების თანამშრომლები, დღეს კი ვიტალი გიორგაძის ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი