საქართველოში ხვალ კულინარიული რეკორდი დამყარდება - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი ელარჯის მომზადება იგეგმება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს რეკორდების ფედერაციიდან აცნობეს. შედეგს საქართველოს რეკორდების ფედერაცია დააფიქსირებს.
"ელარჯის რეკორდი, ყველის ფესტივალის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, 22 აგვისტოს გაიმართება. გიგანტური ზომის ელარჯი სოფელ ახუთში მომზადდება. სარეკორდო ცერემონიაზე დასწრების მსურველებს 16:00 საათიდან ელოდებიან.
კულინარიული რეკორდების დამყარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამა თუ იმ ეროვნული კერძის პოპულარიზაციას ემსახურება. საქართველოში მსგავსი რეკორდი არასოდეს დამყარებულა", - ნათქვამია ინფორმაციაში.