ტელეწამყვან ანი გიუნტერს და მსახიობ ვიკა კალანდიას ავარია შეემთხვათ

ტელეწამყვან ანი გიუნტერს და მსახიობ ვიკა კალანდიას ავარია შეემთხვათ

ტელეწამყვანი ანი გიუნტერი და მსახიობი ვიკა კალანდია გუშინ სიკვდილს გადაურჩნენ. გოგონები მეგობრებთან ერთად, თბილისიდან ბათუმში მიემგზავრებოდნენ, რა დროსაც ავარიაში მოხვდნენ და მძიმედ დაშავდნენ.

ავარიის დეტალებზე AMBEBI.GE-ს ანი გიუნტერი ესაუბრა:

- მეგობრებთან ერთად, ბათუმში მივდიოდი, საჭესთან ჩვენი მეგობარი, გამოცდილი მძღოლი ლიზა ერქომაიშვილი იჯდა, შეკვეთილთან დავინახე, ჩვენს ზოლში, საპირისპირო მიმართულებით მომავალი ავტომობილი, რომელიც სწრაფად მოძრაობდა, დაგვეჯახა და სიკვდილს სასწაულებრივად გადავურჩით.

დარტყმამ მანქანის მინები სულ ჩაამსხვრია და ყველას დაზიანებები გვაქვს - მე სახეზე და დეკოლტეს მიდამოებში, ჩემს ერთ მეგობარს ხელზე და ა.შ. სწრაფად არ ვმოძრაობდით და ამან გადაგვარჩინა. როცა მივხვდი გვეჯახებოდა, თვალები დავხუჭე და ახლაც ვერ ვხვდები როგორ გადავრჩით.

- საავადმყოფოში ხართ?

- ახლა მიმყავს ჩემი მეგობრები საავადმყოფოში. მითხრეს კიდევ კარგი მაღალი ხარ, წინააღმდეგ შემთხვევაში დეკოლტეს ნაცვლად სახე დაგიზიანდებოდაო.

- ნასვამი იყო მძღოლი?

- არ ვიცი. ბევრი ადამიანი არღვევს მოძრაობის წესებს და სწრაფად ატარებს ავტომობილს, მათ შორის ეს ბიჭიც, რომელიც გაოგნებული გვიყურებდა ავარიის შემდეგ. საბედნიეროდ, გადავრჩით.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უბედური შემთხვევა გურჯაანში - საცხოვრებელი სახლის აუზში ორი წლის ბავშვი დაიხრჩო

"სურათის გადასაღებად ქვაზე ავიდა... სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა და გადავარდა" - შაორის ტბაში მოზარდს ეძებენ

ზესტაფონთან "მარშრუტკა" სატვირთოს შეეჯახა - ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა