პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი ინფორმაცია მეორე მსოფლიო ომში დაკარგულთა შესახებ და ერთი საოცარი ამბავი ფრონტის ხაზიდან
ახალი ინფორმაცია მეორე მსოფლიო ომში დაკარგულთა შესახებ და ერთი საოცარი ამბავი ფრონტის ხაზიდან

AMBEBI.GE აგ­რძე­ლებს თე­მას - ქარ­თვე­ლე­ბის კვა­ლი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში და ვავ­რცე­ლებთ კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის გვარ-სა­ხელს, რო­მელ­თა შო­რი­საც შე­საძ­ლოა, თქვე­ნი წი­ნა­პა­რი ამო­იც­ნოთ... თუმ­ცა, ასე­ვე დავ­ძენთ იმა­საც, რომ ბევ­რი მი­ზე­ზის, მათ შო­რის იმის გამო, რომ მე­ომ­რე­ბის აღ­რი­ცხვა რუ­სუ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, სი­ებ­ში არ­სე­ბობს უზუს­ტო­ბე­ბი...

ნა­პოვ­ნი ნეშ­ტე­ბის ახა­ლი სია ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

სუ­ლე­ი­მან ახ­მე­ტის ძე ბა­სი­ლა­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1905 წელს, და­ი­ღუ­პა 1943 წლის 4 იან­ვარს როს­ტო­ვის ოლ­ქში, ვეტ­ჩი­ნოვ­კა­ში...

სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში ნა­პოვ­ნი ქარ­თვე­ლე­ბის არას­რუ­ლი სია, რო­მელ­თა მო­ნა­ცე­მე­ბიც ქა­ლაქ ორელ­შია ნა­პოვ­ნი:

აფ­ცი­ა­უ­რი გაბ­რო, (ან გაბო) და­ბა­დე­ბუ­ლი 1904 (ან 1905) წელს, თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ო­ნის სო­ფელ მა­ცე­ვან­ში.

აფ­ცი­ა­უ­რი გრი­გო­რი, და­ბა­დე­ბუ­ლი დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ახალ­ცი­ხე­ში, 1942 წლის, 12 მარტს.

აფ­ცი­ა­უ­რი ნო­კო­ლაი სო­ლო­მო­ნის ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1901 წელს, თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ო­ნის სო­ფელ მა­ცე­ვან­ში, 1942 წლის 19 მარტს.

ბად­რი­ძე მი­ხე­ილ ან მაქ­სი­მე ქი­ტე­სას ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1896 წელს თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კონ­დოლ­ში. და­ი­ღუ­პა 1942 წლის 30 იან­ვარს.

ბუ­ტუ­ხაშ­ვი­ლი ან ბუ­თხაშ­ვი­ლი გი­ორ­გი პრუშ­კოს ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1905 წელს, დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მიგ­რი­ა­უ­ლე­ბი. და­ი­ღუ­პა 1942 წლის 18 იან­ვარს.

ჯა­ნაშ­ვი­ლი გი­ორ­გი ზა­ხა­რის ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1896 წელს, თბი­ლის­ში, ახალ და­სახ­ლე­ბა­ში, 117 ნო­მერ­ში, და­ი­ღუ­პა 1942 წლის 25 თე­ბერ­ვალს.

კა­რი­ნაშ­ვი­ლი, ან ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლი ა.მ. და­ბა­დე­ბუ­ლი 1908 წელს, ქა­ლაქ გორი, სო­ფე­ლი დიცი. და­ი­ღუ­პა 1942 წლის 24 თე­ბერ­ვალს...

ყვე­ლა მათ­განს დარ­ჩა ოჯა­ხი და ახ­ლობ­ლე­ბი, ისი­ნი, ვინც მათ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ელოდ­ნენ და მათ­გან მო­წე­რილ ბოლო წე­რილს სა­სო­ე­ბით ინა­ხავ­დნენ. ყვე­ლა ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, ჩვენ გვი­კავ­შირ­დე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც და­კარ­გუ­ლი მე­ომ­რე­ბის პოვ­ნას ცდი­ლობ­და და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­დეგ, მათი "დაბ­რუ­ნე­ბის" იმე­დი უჩ­ნდე­ბათ. სამ­წუ­ხა­როდ, არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მათი იმე­დე­ბი ვერ მარ­თლდე­ბა ისევ და ისევ, თა­ვის დრო­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არას­წო­რი აღ­რი­ცხვის გამო...

ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის­თვის იქ­მნე­ბა ქა­ლაქ ორე­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია, რო­მელ­თაც სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში და­უ­კავ­შირ­დე­ბით და ის ად­გილ­ზე შე­ეც­დე­ბა მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბას. მათ შო­რის იმის გარ­კვე­ვას, რა გზე­ბით უნდა მოხ­დეს და­კარ­გუ­ლი მე­ომ­რის ნეშ­ტის გად­მოს­ვე­ნე­ბა და ასე­ვე, სა­ერ­თოდ შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ეს, რად­გან არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც გად­მოს­ვე­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

"მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ეძებ­და და ელო­და მა­მი­და­ჩე­მი ბა­ბუ­ას... მე მის სა­ხელს ვა­ტა­რებ, სან­დრო მჟა­ვა­ნა­ძე ვარ და რო­დე­საც მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია წა­ვი­კი­თხე, ეს სა­ოც­რად ამა­ღელ­ვე­ბე­ლი შეგ­რძნე­ბა იყო. საქ­მე ის არის, რომ მისი შვი­ლი, მა­მი­და­ჩე­მი, ახ­ლა­ხანს გარ­და­იც­ვა­ლა და საფ­ლავ­ში ჩაჰ­ყვა მა­მა­მის­ზე დარ­დი. ორი დღის შემ­დეგ კი, ეს ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და..." - გვიყ­ვე­ბა ჩვე­ნი მკი­თხვე­ლი სან­დრო მჟა­ვა­ნა­ძე.

"მისი ერ­თა­დერ­თი ფოტო გვქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი და ბე­ბი­ამ არ და­ტო­ვა, - და­ი­ბა­რა, თან ჩა­მა­ტა­ნე­თო და ოჯახ­მა შე­უს­რუ­ლა... მის ყვე­ლა ნივთს, ფო­ტოს და ფრონ­ტი­დან მო­სულ წე­რი­ლებს სა­სო­ე­ბით ინა­ხავ­და. მე არ მახ­სოვს, მაგ­რამ ჩემი უფ­რო­სი ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი იხ­სე­ნებ­დნენ, - რამე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოხ­დე­ბო­და, ბე­ბია თა­ვის ოთახ­ში შე­ი­კე­ტე­ბო­და და ბუ­ხარ­ზე შე­მოდ­გმულ ბა­ბუ­ას ფო­ტოს ესა­უბ­რე­ბო­და. ამ ამ­ბავს უყ­ვე­ბო­და ხა­ტოვ­ნად, ცო­ცხა­ლი­ვით. მა­შინ რწმე­ნა იდევ­ნე­ბო­და და ბე­ბი­ას ჩუ­მად, თა­ვი­სი ხე­ლით შე­კო­წი­წე­ბუ­ლი გულ­სა­კი­დი ჰქო­ნია, შიგ­ნით ფსალ­მუ­ნით და ბა­ბუ­ას ფო­ტო­თი... ყვე­ლა თა­ვი­სი მო­გო­ნე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი თან წა­ი­ღო..." - იხ­სე­ნებს ჩვე­ნი ერთ-ერთი მკი­თხვე­ლი, რომ­ლის წი­ნა­პა­რიც სწო­რედ ახლა "გა­მოჩ­ნდა", მაგ­რამ სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო, მისი გად­მოს­ვე­ნე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან ძალ­ზე ემო­ცი­უ­რი მო­გო­ნე­ბე­ბი აქვს ჩვენს მკი­თხველ მა­მუ­კა კვა­რა­ცხე­ლი­ას.

"ბე­ბი­ას შევ­პირ­დი, ყი­რიმ­ში ჩა­გიყ­ვან და იქ შენი შვი­ლის საფ­ლავს გა­პოვ­ნი­ნებ-მეთ­ქი. ბებო ვერ ჩა­ვიყ­ვა­ნე, ვერ შე­ვუს­რუ­ლე თხოვ­ნა, მაგ­რამ მე ჩა­ვე­დი და იქ დაკ­რძა­ლუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი მო­ვი­ნა­ხუ­ლე... ძა­ლი­ან ბევ­რნი იყ­ვნენ. უკ­რა­ი­ნელ ცოლ-ქმარს მათ­თვის ერ­თად მო­უყ­რია თავი...

ერთ სა­ო­ცარ, მაგ­რამ ნამ­დვილ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით, ჩემს ნა­თე­სავს, საშა ცა­ქას ძე კვა­რა­ცხე­ლი­ას გა­დახ­და თავს. 1941 წელს, წა­ლენ­ჯი­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნა­კი­ფუ­ში, მე­ა­თე კლას­ში სწავ­ლობ­და. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში 16 წლის გა­ი­პა­რა. ბრძო­ლე­ბის შემ­დეგ ხარ­კოვ­თან ტყვედ ჩა­ვარ­დნი­ლა. დაჭ­რი­ლი საშა სი­ცო­ცხლეს რომ ეთხო­ვე­ბო­და, ყურ­ში მეგ­რუ­ლად მკა­ფი­ოდ ჩა­ეს­მა თურ­მე - წიე, საშა რექო? (ბიჭო, საშა ხარო?) ბედი ჰქო­ნია, ამ­ხე­ლა ფრონ­ტის ხაზ­ზე მისი სოფ­ლი­დან, ნა­კი­ფუ­დან გაწ­ვე­უ­ლი ორი მებ­რძო­ლი, და­თი­კო ძი­ძა­რია და პოკ­რო გა­ხა­რია და­ად­გნენ თავს... მოკ­ლედ, სიკ­ვდილს კი გა­და­არ­ჩი­ნეს, მაგ­რამ ტყვე­ო­ბამ სა­შას შე­პე­ტოვ­კის, პრეს­კო­ვის, ოს­ვენ­ცი­მის, მა­ი­და­ნე­კის, მა­ტ­ჰა­უ­ზე­ნის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კე­ბის მთე­ლი სი­სას­ტი­კე სა­კუ­თა­რი თვა­ლით ანა­ხა. დაჭ­რილ სა­შას, როცა მატ­ლე­ბი და­ე­სია ჭრი­ლო­ბა­ზე, პოკ­რომ ყვე­ლა­ზე ნაღ­დი დე­ზინ­ფექ­ცია ჩა­უ­ტა­რა, რომ არ და­ვა­კონ­კრე­ტოთ, ხალ­ხუ­რად უმ­კურ­ნა­ლა... მას მერე სუ­ლით ძლი­ე­რი და ჯან­მრთე­ლი საშა გერ­მა­ნე­ლებ­მა სხვე­ბის­გან გა­მო­არ­ჩი­ეს და შერ­ბურ­ში, გერ­მა­ნელ­თათ­ვის ციხე-სი­მაგ­რის ასა­შე­ნებ­ლად გაგ­ზავ­ნეს.

1944 წელს, საფ­რან­გე­თი მო­კავ­ში­რე­ებ­მა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს... შემ­დეგ გა­უ­გი­ათ სა­შა­ზე, ფეხ­ბურ­თე­ლი რომ იყო და ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის, მამა-შვი­ლი აღა­პიშ­ვი­ლე­ბი­სა და ვინ­მე კო­ბი­აშ­ვი­ლის და შაქ­რის ქარ­ხნის მფლო­ბელ აჩი­კო აჩი­ბა­ი­ას მიერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ ყო­ფილ საბ­ჭო­თა ტყვე­თა ნაკ­რებ­ში აიყ­ვა­ნეს. სა­შამ ამ გუნდთან ერ­თად, რო­მელ­შიც ძი­რი­თა­დად, რუ­სე­ბი და ეს­ტო­ნე­ლე­ბი იყ­ვნენ, მთე­ლი ევ­რო­პა მო­ი­ა­რა, ჩეხ, ინ­გლი­სელ, იუ­გოს­ლავ ტყვე­თა ნაკ­რე­ბებს შეხ­ვდა.

ყვე­ლა თა­მა­ში მო­ი­გეს და პა­რი­ზის ცნო­ბილ "პარკ დე პრენსზე" "ბორ­დომ" გა­მო­იწ­ვია. ფრან­გებ­მა 2-1 გა­ი­მარ­ჯვეს, ერ­თა­დერ­თი გოლი, სწო­რედ მეშ­ვი­დე ნომ­რად მო­თა­მა­შემ, საშა კვა­რა­ცხე­ლი­ამ შე­აგ­დო თურ­მე! თა­მა­შის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე მო­ე­დან­ზე მისი თა­ნა­სოფ­ლე­ლი ძაკი კვა­რა­ცხე­ლია შე­ვარ­დნი­ლა და გულ­ში ჩა­უკ­რავს...

ემიგ­რან­ტთა გუნდს უამ­რა­ვი ფოტო გა­და­უ­ღეს თურ­მე, რო­გორც შემ­დეგ გა­ირ­კვა, ფო­ტოგ­რაფ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა კგბ-ს აგენ­ტე­ბი ყო­ფი­ლან... 1945 წელს, ქარ­თვე­ლი ტყვე­ბი, სულ 13 000 კაცი(!), ვერ­სალ­ში შე­იკ­რი­ბა და ბჭო­ბა გა­მარ­თა, - დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ თუ არა სამ­შობ­ლო­ში. ნა­წილ­მა, მათ შო­რის სა­შა­მაც, დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა... ქა­ლაქ ლა­იბ­ნიც­ში მი­სუ­ლან საბ­ჭო­თა ჯა­რებ­თან და იქვე და­უ­პა­ტიმ­რე­ბი­ათ: კგბ თურ­მე იქი­დან­ვე უპი­რებ­და გა­ციმ­ბი­რე­ბას, - ტყვედ რა­ტომ ჩა­ვარ­დი­თო, მაგ­რამ შემ­დეგ "შე­უ­წყა­ლე­ბი­ათ" და ია­პო­ნი­ის ფრონტზე გა­უგ­ზავ­ნი­ათ და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­სას­ყი­დად. სა­შას ეშე­ლო­ნი რუ­მი­ნეთ­ში ჩარ­ჩა...

1945 წლის დე­კემ­ბერს თბი­ლი­სის "დი­ნა­მო" ჩა­ვი­და რუ­მი­ნეთ­ში ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად და ლე­ი­ტე­ნენტ საშა კვა­რა­ცხე­ლი­ას თა­ვი­სი ნა­წი­ლით ქა­ლაქ ტი­მი­შო სტა­დი­ო­ნის გა­კონ­ტრო­ლე­ბა და­ა­ვა­ლეს. 26 დე­კემ­ბერს, სა­შამ თა­მა­შის წინ ოქ­როს სა­ა­თი გა­ყი­და და ქა­ლა­ქის გა­რე­უ­ბან­ში მო­ხუ­ცი ქა­ლის­გან ნა­ყი­დი ყვა­ვი­ლე­ბი გა­გა­ნია ზამ­თარ­ში, თა­მა­შის შემ­დეგ, "დი­ნა­მოს" კა­პი­ტანს, ბო­რის პა­ი­ჭა­ძეს (დი­ნა­მომ 5-0 მო­ი­გო) მი­არ­თვა... ბო­რია გა­და­რე­უ­ლა, - სა­ი­დან ხარო, - წა­ლენ­ჯი­ხი­და­ნო, უთ­ქვამს სა­შას... სა­ქარ­თვე­ლო­ში აუ­ცი­ლებ­ლად მნა­ხეო, უთხო­ვია ბო­რი­ას... მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ერ­თწ­ლი­ა­ნი რუ­მი­ნუ­ლი ოდი­სე­ი­სა და იქა­ურ სამ­ხედ­რო ნაკ­რებ­ში თა­მა­შის შემ­დეგ, კვა­რა­ცხე­ლია ია­პო­ნი­ის ფრონტზე გაგ­ზავ­ნეს, მაგ­რამ სა­ნამ მისი მა­ტა­რე­ბე­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ მი­ი­წევ­და - ტრუ­მენ­მა ატო­მუ­რი ბომ­ბე­ბი ჩა­მო­ყა­რა ია­პო­ნი­ა­ში და სა­შას ეშე­ლო­ნიც უკან მო­აბ­რუ­ნეს... შემ­დეგ ის სამ­შობ­ლოს და­უბ­რუნ­და და ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში, წა­ლენ­ჯი­ხა­ში, მშობ­ლი­ურ "სქურ­ში" გა­ნაგ­რძო, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე, კა­პიტ­ნა­დაც აირ­ჩი­ეს. თუმ­ცა, სტა­ლი­ნის რის­ხვას მა­ინც ვერ გა­და­ურ­ჩა, - 1950 წელს პირ­და­პირ მატ­ჩის და­წყე­ბამ­დე, სამ­ტრე­დი­ის სტა­დი­ონ­ზე, თა­მაშ­ზე გა­სას­ვლე­ლად რომ ემ­ზა­დე­ბო­და, გა­სახ­დე­ლი­დან კგბ-ს იზო­ლა­ტორ­ში წა­იყ­ვა­ნეს, ჯერ დახ­ვრე­ტა მი­უ­სა­ჯეს, მერე 10 წლით გა­ა­ციმ­ბი­რეს ტყვედ ჩა­ვარ­დნი­სათ­ვის.

სა­ბო­ლოდ რვა წელი მო­ი­ხა­და... იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა 33 წლი­სამ, წა­ლენ­ჯი­ხის გუნდში ფეხ­ბურ­თი 1970 წლამ­დე, ანუ 12 წელი ითა­მა­შა, გუნ­დის კა­პი­ტა­ნიც ის იყო, მწვრთნე­ლიც და მა­მამ­თა­ვა­რიც. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კლუ­ბის პრე­ზი­დენ­ტიც გახ­და და სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით, წა­ლენ­ჯი­ხა­ში არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, მსოფ­ლი­ოს სამ ჩემ­პი­ო­ნატ­ში მო­ნა­წი­ლე (1962, 1966, 1970) სპორ­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ოს­ტა­ტი კი­ე­ვის დი­ნა­მო­ე­ლი ლე­ო­ნიდ ოს­ტროვ­სკი ჩა­მო­იყ­ვა­ნა და "სქურ­ში" რამ­დე­ნი­მე სე­ზო­ნი ათა­მა­შა!

საშა კვა­რა­ცხე­ლია ახ­ლა­ხანს, სამი წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა... ხში­რად მხვდე­ბო­და და 1965 წელს ფეხ­ბურ­თის სამ­მარ­თვე­ლოს სა­დის­ციპ­ლი­ნო კო­მი­სი­ის სხდო­მას იგო­ნებ­და. ზეს­ტა­ფონ­თან გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი თა­მა­შის გამო თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და და ბო­რის პა­ი­ჭა­ძეს შე­ე­ჩე­ხა, რო­მე­ლიც მა­შინ სა­დის­ციპ­ლი­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ყო­ფი­ლა. ბო­რი­ას უცვნია ლე­ი­ტან­ტი, რო­მელ­მაც ოცი წლის წინ რუ­მი­ნეთ­ში ყვა­ვი­ლე­ბი მი­არ­თვა... მათ ემო­ცი­ურ შეხ­ვედ­რას მთე­ლი დარ­ბა­ზი აუ­ტი­რე­ბია..."

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

ახალი ინფორმაცია მეორე მსოფლიო ომში დაკარგულთა შესახებ და ერთი საოცარი ამბავი ფრონტის ხაზიდან

ახალი ინფორმაცია მეორე მსოფლიო ომში დაკარგულთა შესახებ და ერთი საოცარი ამბავი ფრონტის ხაზიდან

AMBEBI.GE აგრძელებს თემას - ქართველების კვალი მეორე მსოფლიო ომში და ვავრცელებთ კიდევ რამდენიმე ადამიანის გვარ-სახელს, რომელთა შორისაც შესაძლოა, თქვენი წინაპარი ამოიცნოთ... თუმცა, ასევე დავძენთ იმასაც, რომ ბევრი მიზეზის, მათ შორის იმის გამო, რომ მეომრების აღრიცხვა რუსულად ხორციელდებოდა, სიებში არსებობს უზუსტობები...

ნაპოვნი ნეშტების ახალი სია ასე გამოიყურება:

სულეიმან ახმეტის ძე ბასილაძე, დაბადებული 1905 წელს, დაიღუპა 1943 წლის 4 იანვარს როსტოვის ოლქში, ვეტჩინოვკაში...

საკონცენტრაციო ბანაკში ნაპოვნი ქართველების არასრული სია, რომელთა მონაცემებიც ქალაქ ორელშია ნაპოვნი:

აფციაური გაბრო, (ან გაბო) დაბადებული 1904 (ან 1905) წელს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაცევანში.

აფციაური გრიგორი, დაბადებული დუშეთის რაიონის სოფელ ახალციხეში, 1942 წლის, 12 მარტს.

აფციაური ნოკოლაი სოლომონის ძე, დაბადებული 1901 წელს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაცევანში, 1942 წლის 19 მარტს.

ბადრიძე მიხეილ ან მაქსიმე ქიტესას ძე, დაბადებული 1896 წელს თელავის რაიონის სოფელ კონდოლში. დაიღუპა 1942 წლის 30 იანვარს.

ბუტუხაშვილი ან ბუთხაშვილი გიორგი პრუშკოს ძე, დაბადებული 1905 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ მიგრიაულები. დაიღუპა 1942 წლის 18 იანვარს.

ჯანაშვილი გიორგი ზახარის ძე, დაბადებული 1896 წელს, თბილისში, ახალ დასახლებაში, 117 ნომერში, დაიღუპა 1942 წლის 25 თებერვალს.

კარინაშვილი, ან ყარამანიშვილი ა.მ. დაბადებული 1908 წელს, ქალაქ გორი, სოფელი დიცი. დაიღუპა 1942 წლის 24 თებერვალს...

ყველა მათგანს დარჩა ოჯახი და ახლობლები, ისინი, ვინც მათ მთელი ცხოვრება ელოდნენ და მათგან მოწერილ ბოლო წერილს სასოებით ინახავდნენ. ყველა ახალი ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენ გვიკავშირდებიან ადამიანები, ვინც დაკარგული მეომრების პოვნას ცდილობდა და ამ ინფორმაციის შემდეგ, მათი "დაბრუნების" იმედი უჩნდებათ. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც მათი იმედები ვერ მართლდება ისევ და ისევ, თავის დროზე ჩატარებული არასწორი აღრიცხვის გამო...

ასეთი შემთხვევებისთვის იქმნება ქალაქ ორელის სპეციალური კომისია, რომელთაც სურვილის შემთხვევაში დაუკავშირდებით და ის ადგილზე შეეცდება მეტი ინფორმაციის მოძიებას. მათ შორის იმის გარკვევას, რა გზებით უნდა მოხდეს დაკარგული მეომრის ნეშტის გადმოსვენება და ასევე, საერთოდ შესაძლებელია თუ არა ეს, რადგან არის შემთხვევები, როდესაც გადმოსვენება შეუძლებელია.

"მთელი ცხოვრება ეძებდა და ელოდა მამიდაჩემი ბაბუას... მე მის სახელს ვატარებ, სანდრო მჟავანაძე ვარ და როდესაც მის შესახებ ინფორმაცია წავიკითხე, ეს საოცრად ამაღელვებელი შეგრძნება იყო. საქმე ის არის, რომ მისი შვილი, მამიდაჩემი, ახლახანს გარდაიცვალა და საფლავში ჩაჰყვა მამამისზე დარდი. ორი დღის შემდეგ კი, ეს ინფორმაცია გავრცელდა..." - გვიყვება ჩვენი მკითხველი სანდრო მჟავანაძე.

"მისი ერთადერთი ფოტო გვქონდა დარჩენილი და ბებიამ არ დატოვა, - დაიბარა, თან ჩამატანეთო და ოჯახმა შეუსრულა... მის ყველა ნივთს, ფოტოს და ფრონტიდან მოსულ წერილებს სასოებით ინახავდა. მე არ მახსოვს, მაგრამ ჩემი უფროსი ბიძაშვილ-მამიდაშვილები იხსენებდნენ, - რამე მნიშვნელოვანი მოხდებოდა, ბებია თავის ოთახში შეიკეტებოდა და ბუხარზე შემოდგმულ ბაბუას ფოტოს ესაუბრებოდა. ამ ამბავს უყვებოდა ხატოვნად, ცოცხალივით. მაშინ რწმენა იდევნებოდა და ბებიას ჩუმად, თავისი ხელით შეკოწიწებული გულსაკიდი ჰქონია, შიგნით ფსალმუნით და ბაბუას ფოტოთი... ყველა თავისი მოგონება და სიყვარული თან წაიღო..." - იხსენებს ჩვენი ერთ-ერთი მკითხველი, რომლის წინაპარიც სწორედ ახლა "გამოჩნდა", მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, მისი გადმოსვენება ვერ ხერხდება.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან ძალზე ემოციური მოგონებები აქვს ჩვენს მკითხველ მამუკა კვარაცხელიას.

"ბებიას შევპირდი, ყირიმში ჩაგიყვან და იქ შენი შვილის საფლავს გაპოვნინებ-მეთქი. ბებო ვერ ჩავიყვანე, ვერ შევუსრულე თხოვნა, მაგრამ მე ჩავედი და იქ დაკრძალული ქართველები მოვინახულე... ძალიან ბევრნი იყვნენ. უკრაინელ ცოლ-ქმარს მათთვის ერთად მოუყრია თავი...

ერთ საოცარ, მაგრამ ნამდვილ ამბავს მოგიყვებით, ჩემს ნათესავს, საშა ცაქას ძე კვარაცხელიას გადახდა თავს. 1941 წელს, წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუში, მეათე კლასში სწავლობდა. მეორე მსოფლიო ომში 16 წლის გაიპარა. ბრძოლების შემდეგ ხარკოვთან ტყვედ ჩავარდნილა. დაჭრილი საშა სიცოცხლეს რომ ეთხოვებოდა, ყურში მეგრულად მკაფიოდ ჩაესმა თურმე - წიე, საშა რექო? (ბიჭო, საშა ხარო?) ბედი ჰქონია, ამხელა ფრონტის ხაზზე მისი სოფლიდან, ნაკიფუდან გაწვეული ორი მებრძოლი, დათიკო ძიძარია და პოკრო გახარია დაადგნენ თავს... მოკლედ, სიკვდილს კი გადაარჩინეს, მაგრამ ტყვეობამ საშას შეპეტოვკის, პრესკოვის, ოსვენციმის, მაიდანეკის, მატჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკების მთელი სისასტიკე საკუთარი თვალით ანახა. დაჭრილ საშას, როცა მატლები დაესია ჭრილობაზე, პოკრომ ყველაზე ნაღდი დეზინფექცია ჩაუტარა, რომ არ დავაკონკრეტოთ, ხალხურად უმკურნალა... მას მერე სულით ძლიერი და ჯანმრთელი საშა გერმანელებმა სხვებისგან გამოარჩიეს და შერბურში, გერმანელთათვის ციხე-სიმაგრის ასაშენებლად გაგზავნეს.

1944 წელს, საფრანგეთი მოკავშირეებმა გაათავისუფლეს... შემდეგ გაუგიათ საშაზე, ფეხბურთელი რომ იყო და ქართველი ემიგრანტების, მამა-შვილი აღაპიშვილებისა და ვინმე კობიაშვილის და შაქრის ქარხნის მფლობელ აჩიკო აჩიბაიას მიერ ჩამოყალიბებულ ყოფილ საბჭოთა ტყვეთა ნაკრებში აიყვანეს. საშამ ამ გუნდთან ერთად, რომელშიც ძირითადად, რუსები და ესტონელები იყვნენ, მთელი ევროპა მოიარა, ჩეხ, ინგლისელ, იუგოსლავ ტყვეთა ნაკრებებს შეხვდა.

ყველა თამაში მოიგეს და პარიზის ცნობილ "პარკ დე პრენსზე" "ბორდომ" გამოიწვია. ფრანგებმა 2-1 გაიმარჯვეს, ერთადერთი გოლი, სწორედ მეშვიდე ნომრად მოთამაშემ, საშა კვარაცხელიამ შეაგდო თურმე! თამაშის დამთავრებისთანავე მოედანზე მისი თანასოფლელი ძაკი კვარაცხელია შევარდნილა და გულში ჩაუკრავს...

ემიგრანტთა გუნდს უამრავი ფოტო გადაუღეს თურმე, როგორც შემდეგ გაირკვა, ფოტოგრაფთა უმრავლესობა კგბ-ს აგენტები ყოფილან... 1945 წელს, ქართველი ტყვები, სულ 13 000 კაცი(!), ვერსალში შეიკრიბა და ბჭობა გამართა, - დაბრუნებულიყვნენ თუ არა სამშობლოში. ნაწილმა, მათ შორის საშამაც, დაბრუნება გადაწყვიტა... ქალაქ ლაიბნიცში მისულან საბჭოთა ჯარებთან და იქვე დაუპატიმრებიათ: კგბ თურმე იქიდანვე უპირებდა გაციმბირებას, - ტყვედ რატომ ჩავარდითო, მაგრამ შემდეგ "შეუწყალებიათ" და იაპონიის ფრონტზე გაუგზავნიათ დანაშაულის გამოსასყიდად. საშას ეშელონი რუმინეთში ჩარჩა...

1945 წლის დეკემბერს თბილისის "დინამო" ჩავიდა რუმინეთში ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად და ლეიტენენტ საშა კვარაცხელიას თავისი ნაწილით ქალაქ ტიმიშო სტადიონის გაკონტროლება დაავალეს. 26 დეკემბერს, საშამ თამაშის წინ ოქროს საათი გაყიდა და ქალაქის გარეუბანში მოხუცი ქალისგან ნაყიდი ყვავილები გაგანია ზამთარში, თამაშის შემდეგ, "დინამოს" კაპიტანს, ბორის პაიჭაძეს (დინამომ 5-0 მოიგო) მიართვა... ბორია გადარეულა, - საიდან ხარო, - წალენჯიხიდანო, უთქვამს საშას... საქართველოში აუცილებლად მნახეო, უთხოვია ბორიას... მოგვიანებით, ერთწლიანი რუმინული ოდისეისა და იქაურ სამხედრო ნაკრებში თამაშის შემდეგ, კვარაცხელია იაპონიის ფრონტზე გაგზავნეს, მაგრამ სანამ მისი მატარებელი აღმოსავლეთისკენ მიიწევდა - ტრუმენმა ატომური ბომბები ჩამოყარა იაპონიაში და საშას ეშელონიც უკან მოაბრუნეს... შემდეგ ის სამშობლოს დაუბრუნდა და ფეხბურთის თამაში, წალენჯიხაში, მშობლიურ "სქურში" განაგრძო, როგორც საუკეთესო მოთამაშე, კაპიტნადაც აირჩიეს. თუმცა, სტალინის რისხვას მაინც ვერ გადაურჩა, - 1950 წელს პირდაპირ მატჩის დაწყებამდე, სამტრედიის სტადიონზე, თამაშზე გასასვლელად რომ ემზადებოდა, გასახდელიდან კგბ-ს იზოლატორში წაიყვანეს, ჯერ დახვრეტა მიუსაჯეს, მერე 10 წლით გააციმბირეს ტყვედ ჩავარდნისათვის.

საბოლოდ რვა წელი მოიხადა... იქიდან დაბრუნებულმა 33 წლისამ, წალენჯიხის გუნდში ფეხბურთი 1970 წლამდე, ანუ 12 წელი ითამაშა, გუნდის კაპიტანიც ის იყო, მწვრთნელიც და მამამთავარიც. მოგვიანებით, კლუბის პრეზიდენტიც გახდა და საკუთარი ხარჯებით, წალენჯიხაში არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიოს სამ ჩემპიონატში მონაწილე (1962, 1966, 1970) სპორტის დამსახურებული ოსტატი კიევის დინამოელი ლეონიდ  ოსტროვსკი ჩამოიყვანა და "სქურში" რამდენიმე სეზონი ათამაშა!

საშა კვარაცხელია ახლახანს, სამი წლის წინ გარდაიცვალა... ხშირად მხვდებოდა და 1965 წელს ფეხბურთის სამმართველოს სადისციპლინო კომისიის სხდომას იგონებდა. ზესტაფონთან გასაჩივრებული თამაშის გამო თბილისში ჩამოვიდა და ბორის პაიჭაძეს შეეჩეხა, რომელიც მაშინ სადისციპლინო კომისიის თავმჯდომარე ყოფილა. ბორიას უცვნია ლეიტანტი, რომელმაც ოცი წლის წინ რუმინეთში ყვავილები მიართვა... მათ ემოციურ შეხვედრას მთელი დარბაზი აუტირებია..."

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი