სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნიკალური აღმოჩენა ჭიათურაში - 40 მეტრის სიღრმეზე ულამაზეს კარსტულ ჭას მიაგნეს
უნიკალური აღმოჩენა ჭიათურაში - 40 მეტრის სიღრმეზე ულამაზეს კარსტულ ჭას მიაგნეს

ახ­ლა­ხან ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სვერ­ში სპე­ლე­ო­ტუ­რიზ­მის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის კარ­გად ცნო­ბი­ლი მან­და­ე­თის მღვი­მის აღ­მომ­ჩენ­მა სპე­ლე­ო­ლოგ­მა გია ციც­ვი­ძემ და მის­მა კო­ლე­გამ - ლადო მუმ­ლა­ძემ კი­დევ ერთ, გა­სა­ო­ცა­რი სი­ლა­მა­ზის კარ­სტულ სი­ცა­რი­ე­ლეს მი­აკ­ვლი­ეს.

სა­ექ­სპე­დი­ციო ჯგუფ­მა მო­სახ­ლე­ო­ბის­გან შე­ი­ტყო, რომ სო­ფელ სვერ­ში, კო­ტი­ას კლდის მღვი­მის სამ­ხრე­თით, 400 მეტ­რის მო­შო­რე­ბით, იყო კლდე, სა­ი­და­ნაც წყლის ხმა მო­ის­მო­და და, აგ­რეთ­ვე, იყო ღრმა ჩა­სას­ვლე­ლი. მო­სახ­ლე­ო­ბა ამ ად­გილს "და­თას ჭას" უწო­დებ­და და, თურ­მე, ნა­გავს ჰყრი­და შიგ. ამ­ბო­ბენ, სა­ქო­ნე­ლიც ბევ­რჯერ ჩა­ვარ­დნი­ლა ამ "ჭა­შიო". ახალ­გაზ­რდა სპე­ლე­ო­ლო­გებს ად­რეც უც­დი­ათ მას­ში ჩას­ვლა, მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გა­რე­შე ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

ერთი წლის წინ მე­გობ­რებ­თან ერ­თად თა­ვად დავ­ლაშ­ქრე ჩემი მშობ­ლი­უ­რი ჭი­ა­თუ­რის მღვი­მე­ე­ბი და, მახ­სოვს, ამ მხა­რე­ში სპე­ლე­ო­ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეც ბევ­რი ვი­სა­უბ­რეთ. სწო­რედ მა­შინ დავ­პირ­დით გია ციც­ვი­ძე­სა და ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ ამ კუ­თხის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის ყვე­ლა­ნი გა­ვირ­ჯე­ბო­დით. მას შემ­დეგ და­ა­ფუძნა ჩვე­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის მო­თა­ვემ, თამ­თა ჭან­ტუ­რი­ამ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ხვა­ლინ­დე­ლი დღე", რომ­ლის პრო­ექ­ტი­თაც სპე­ლე­ო­ლო­გებ­მა ჭაში ჩაღ­წე­ვა მო­ა­ხერ­ხეს.

აღ­მო­ჩე­ნა­ზე სა­სა­უბ­როდ პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნელს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასის­ტენტ-პრო­ფე­სორ გი­ორ­გი დვა­ლაშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით:

- ბი­ჭებ­მა გა­ზო­მესკარ­სტუ­ლი ჭა და 40 მეტ­რის სიღ­რმის აღ­მოჩ­ნდა. ასეთ სიღ­რმე­ზე მარ­თლაც ვერ ჩა­ვი­დოდ­ნენ სა­გან­გე­ბო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გა­რე­შე. ასე რომ, ჩვე­ნი პრო­ექ­ტი - "სპე­ლე­ო­ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა ზემო იმე­რეთ­ში" ბავ­შვთა და ახალ­გაზ­რდო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფონდს რომ არ და­ე­ფი­ნან­სე­ბია და ამით ეს აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა არ შეგ­ვე­ძი­ნა, ულა­მა­ზე­სი "და­თას ჭა" ნა­გავ­საყ­რე­ლად კი­დევ კარ­გა ხანს დარ­ჩე­ბო­და.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

უნიკალური აღმოჩენა ჭიათურაში - 40 მეტრის სიღრმეზე ულამაზეს კარსტულ ჭას მიაგნეს

უნიკალური აღმოჩენა ჭიათურაში - 40 მეტრის სიღრმეზე ულამაზეს კარსტულ ჭას მიაგნეს

ახლახან ჭიათურის რაიონის სოფელ სვერში სპელეოტურიზმის მოყვარულთათვის კარგად ცნობილი მანდაეთის მღვიმის აღმომჩენმა სპელეოლოგმა გია ციცვიძემ და მისმა კოლეგამ - ლადო მუმლაძემ კიდევ ერთ, გასაოცარი სილამაზის კარსტულ სიცარიელეს მიაკვლიეს.

საექსპედიციო ჯგუფმა მოსახლეობისგან შეიტყო, რომ სოფელ სვერში, კოტიას კლდის მღვიმის სამხრეთით, 400 მეტრის მოშორებით, იყო კლდე, საიდანაც წყლის ხმა მოისმოდა და, აგრეთვე, იყო ღრმა ჩასასვლელი. მოსახლეობა ამ ადგილს "დათას ჭას" უწოდებდა და, თურმე, ნაგავს ჰყრიდა შიგ. ამბობენ, საქონელიც ბევრჯერ ჩავარდნილა ამ "ჭაშიო". ახალგაზრდა სპელეოლოგებს ადრეც უცდიათ მასში ჩასვლა, მაგრამ სპეციალური აღჭურვილობის გარეშე ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

ერთი წლის წინ მეგობრებთან ერთად თავად დავლაშქრე ჩემი მშობლიური ჭიათურის მღვიმეები და, მახსოვს, ამ მხარეში სპელეოტურიზმის განვითარებაზეც ბევრი ვისაუბრეთ. სწორედ მაშინ დავპირდით გია ციცვიძესა და ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ამ კუთხის პოპულარიზაციისთვის ყველანი გავირჯებოდით. მას შემდეგ დააფუძნა ჩვენი მოგზაურობების მოთავემ, თამთა ჭანტურიამ არასამთავრობო ორგანიზაცია "ხვალინდელი დღე", რომლის პროექტითაც სპელეოლოგებმა ჭაში ჩაღწევა მოახერხეს.

აღმოჩენაზე სასაუბროდ პროექტის ხელმძღვანელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორ გიორგი დვალაშვილს დავუკავშირდით:

- ბიჭებმა გაზომეს კარსტული ჭა და 40 მეტრის სიღრმის აღმოჩნდა. ასეთ სიღრმეზე მართლაც ვერ ჩავიდოდნენ საგანგებო აღჭურვილობის გარეშე. ასე რომ, ჩვენი პროექტი - "სპელეოტურიზმის განვითარება ზემო იმერეთში" ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს რომ არ დაეფინანსებია და ამით ეს აღჭურვილობა არ შეგვეძინა, ულამაზესი "დათას ჭა" ნაგავსაყრელად კიდევ კარგა ხანს დარჩებოდა.

განაგრძეთ კითხვა

შსს-ს 2 თანამშრომელს და 1 დამხმარე მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა

"მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს არის ბავშვის ღირსების შელახვა" - რას ამბობენ უფლებადამცველები ბავშვების პოლიტიკურ კამპანიებში მონაწილეობაზე

„16 500 ლარი ფასდაკლება Mazda-ს ავტომობილებზე“- მაზდა ცენტრი „თეგეტაში“ დიდი ფასდაკლება დაიწყო