პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამეგრელოს მოსახლეობა თხილის რეალიზაციის შედეგად წელს 100 მილიონით ნაკლებ შემოსავალს მიიღებს"
"სამეგრელოს მოსახლეობა თხილის რეალიზაციის შედეგად წელს 100 მილიონით ნაკლებ შემოსავალს მიიღებს"

სა­მეგ­რე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა თხი­ლის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გად წელს სულ მცი­რე 100 მი­ლი­ო­ნით ნაკ­ლებ შე­მო­სა­ვალს მი­ი­ღებს და ეს კლე­ბა უმე­ტე­სად ზუგ­დი­დის მო­სახ­ლე­ო­ბის ჯი­ბე­ზე აი­სა­ხე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ზუგ­დი­დის მე­რო­ბის "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" კან­დი­დატ­მა ლელა ქე­ბუ­რი­ამ გა­ნა­ცხა­და.

"რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ევ­რო­პულ­მა სა­ქარ­თვე­ლომ" გა­მარ­თა ბრი­ფინ­გი და გვქონ­და მო­თხოვ­ნა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აღე­რი­ცხა აზი­უ­რი მავ­ნე­ბე­ლი ხო­ჭოს­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ჩვენ ზუგ­დიდ­ში და­ვი­წყეთ ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და 3000-ზე მეტი ხელ­მო­წე­რა შე­ვაგ­რო­ვეთ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან. თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან არ გა­დად­გმუ­ლა არა­ნა­ი­რი ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯი და მო­სახ­ლე­ო­ბას არ აქვს არა­ნა­ი­რი პა­სუ­ხი, თუ რა ღო­ნის­ძი­ე­ბებს გა­ა­ტა­რებს არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად. ერ­თა­დერ­თი, რაც მო­სახ­ლე­ო­ბამ ტე­ლე­ვი­ზო­რით მო­ის­მი­ნა, არის ან­გა­რი­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად არ აღ­მოჩ­ნდა ეფექ­ტუ­რი და დრო­უ­ლი. არა­ვინ იცის რა სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრე­ბი გა­იფ­ლან­გა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და ვინ უნდა აგოს პა­სუ­ხი. ერ­თა­დერ­თი, დღე­ის­თვის ვინც არის დას­ჯი­ლი, არის ისევ და ისევ მო­სახ­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც ფაქ­ტობ­რი­ვად ლუკ­მა­პუ­რის გა­რე­შე რჩე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ქე­ბუ­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, თხი­ლი სა­მეგ­რე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ძი­რი­თა­დი შე­მო­სა­ვა­ლია და საქსტა­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, მისი ექ­სპორ­ტი შემ­ცირ­და.

"2014 წელს იყო 180 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი, 2015 წელს - 173 მი­ლი­ო­ნი, 2016 წელს - 173 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი, 2017 წელს კი - 29 მი­ლი­ო­ნი. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ხოჭო ანად­გუ­რებს სი­მინ­დის მო­სა­ვალს და თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უახ­ლო­ეს ერთ კვი­რა­ში ვერ შეძ­ლო სი­მინ­დის ნარ­გა­ვე­ბის შე­წამ­ვლა, ზუგ­დი­დე­ლებს ფაქ­ტობ­რი­ვად ზამ­თარ­ში შიმ­ში­ლი ემუქ­რე­ბათ", - დას­ძი­ნა ლელა ქე­ბუ­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"სამეგრელოს მოსახლეობა თხილის რეალიზაციის შედეგად წელს 100 მილიონით ნაკლებ შემოსავალს მიიღებს"

"სამეგრელოს მოსახლეობა თხილის რეალიზაციის შედეგად წელს 100 მილიონით ნაკლებ შემოსავალს მიიღებს"

სამეგრელოს მოსახლეობა თხილის რეალიზაციის შედეგად წელს სულ მცირე 100 მილიონით ნაკლებ შემოსავალს მიიღებს და ეს კლება უმეტესად ზუგდიდის მოსახლეობის ჯიბეზე აისახება, - ამის შესახებ ზუგდიდის მერობის "ევროპული საქართველოს" კანდიდატმა ლელა ქებურიამ განაცხადა.

"როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ "ევროპულმა საქართველომ" გამართა ბრიფინგი და გვქონდა მოთხოვნა, რომ ხელისუფლებას აღერიცხა აზიური მავნებელი ხოჭოსგან მიყენებული ზიანი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ზუგდიდში დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება და 3000-ზე მეტი ხელმოწერა შევაგროვეთ დაზარალებული მოსახლეობისგან. თუმცა ხელისუფლებისგან არ გადადგმულა არანაირი ქმედითი ნაბიჯი და მოსახლეობას არ აქვს არანაირი პასუხი, თუ რა ღონისძიებებს გაატარებს არსებული პრობლემის მოსაგვარებლად. ერთადერთი, რაც მოსახლეობამ ტელევიზორით მოისმინა, არის ანგარიში გატარებული ღონისძიებების შესახებ, რომელიც რეალურად არ აღმოჩნდა ეფექტური და დროული. არავინ იცის რა სახელმწიფო სახსრები გაიფლანგა ამ მიმართულებით და ვინ უნდა აგოს პასუხი. ერთადერთი, დღეისთვის ვინც არის დასჯილი, არის ისევ და ისევ მოსახლეობა, რომელიც ფაქტობრივად ლუკმაპურის გარეშე რჩება", - განაცხადა ქებურიამ.

მისივე თქმით, თხილი სამეგრელოს მოსახლეობის ძირითადი შემოსავალია და საქსტატის მონაცემებით, მისი ექსპორტი შემცირდა.

"2014 წელს იყო 180 მილიონი დოლარი, 2015 წელს - 173 მილიონი, 2016 წელს - 173 მილიონი დოლარი, 2017 წელს კი - 29 მილიონი. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ხოჭო ანადგურებს სიმინდის მოსავალს და თუ ხელისუფლებამ უახლოეს ერთ კვირაში ვერ შეძლო სიმინდის ნარგავების შეწამვლა, ზუგდიდელებს ფაქტობრივად ზამთარში შიმშილი ემუქრებათ", - დასძინა ლელა ქებურიამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი