სამართალი
პოლიტიკა

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე კირჩხიბს ესტუმრება 09:36-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა.
Faceამბები
მოზაიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაავადებები იწვევს უძილობას, როგორ დავძლიოთ ის და რატომ უნდა ვერიდოთ საძილე პრეპარატებს
რა დაავადებები იწვევს უძილობას, როგორ დავძლიოთ ის და რატომ უნდა ვერიდოთ საძილე პრეპარატებს

ალ­ბათ, ხში­რად გსმე­ნი­ათ ფრა­ზა: "თავი მის­კდე­ბა, მთე­ლი ღამე თვა­ლი არ მო­მი­ხუ­ჭავს". უძი­ლო­ბას­თან ბრძო­ლის უამ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობს: თბი­ლი აბა­ზა­ნა ძი­ლის წინ, თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი თვლა, - თუმ­ცა ეს მე­თო­დე­ბი ყვე­ლას როდი შვე­ლის. რო­გორ დავძლი­ოთ ჩვე­ნი დრო­ის ეს მტკივ­ნე­უ­ლი პრობ­ლე­მა? ამ კი­თხვა­ზე ნევ­რო­ლო­გი ლია ივა­ნი­ძე პა­სუ­ხობს:

- თუ ადა­მი­ა­ნი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­წო­ლი­დან 15-20 წუ­თის შემ­დეგ ვერ იძი­ნებს, მი­იჩ­ნე­ვა, რომ ძი­ლის დარ­ღვე­ვა აქვს. უძი­ლო­ბა ხალ­ხს ძვე­ლა­დაც აწუ­ხებ­და, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ის უდი­დეს პრობ­ლე­მად იქცა.

უძი­ლო­ბას მრა­ვა­ლი ფაქ­ტო­რი იწ­ვევს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ნერ­ვუ­ლი სტრე­სი, ცხოვ­რე­ბის და­ძა­ბუ­ლი რიტ­მი, მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­ღე­ბუ­ლი, უმე­ტე­სად ნე­გა­ტი­უ­რი, ინ­ფორ­მა­ცი­ის დიდი ნა­კა­დი...

მე­დი­ცი­ნა­ში უძი­ლო­ბას ასე გან­მარ­ტა­ვენ: ეს არის ღა­მის ძი­ლის ხან­გრძლი­ვო­ბის შემ­ცი­რე­ბა, და­ძი­ნე­ბის გაძ­ნე­ლე­ბა, ზე­რე­ლე, წყვე­ტი­ლი ძილი და ნა­ად­რე­ვი გაღ­ვი­ძე­ბა (ზოგ­ჯერ - დი­ლით გაღ­ვი­ძე­ბის გაძ­ნე­ლე­ბა). ამას ხში­რად და­ერ­თვის მო­უს­ვენ­რო­ბა, მო­მე­ტე­ბუ­ლი აგ­ზნე­ბა­დო­ბა და სხვა.

უძი­ლო­ბი­სას მცირ­დე­ბა ღრმა ძი­ლის პე­რი­ო­დი, ირ­ღვე­ვა ურ­თი­ერ­თო­ბა ძი­ლის სიზ­მრე­ბი­ან და უსიზ­მრო ფა­ზებს შო­რის.

უძი­ლო­ბას სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბაც იწ­ვევს, უმ­თავ­რე­სად - ნევ­რო­ზი, ფსი­ქო­ზი, ტვი­ნის ორ­გა­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა (ნე­ი­რო­ინ­ფექ­ცია, თა­ვის ტვი­ნის ღე­როს ან­თე­ბი­თი, სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი, ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა), გულ-სის­ხლძარ­ღვთა ზო­გი­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბა, აგ­რეთ­ვე - ისე­თი სო­მა­ტუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­მელ­თა ესა თუ ის გა­მოვ­ლი­ნე­ბა (ქო­ში­ნი, ხვე­ლა, ტკი­ვი­ლი, კუ­ჭის აშ­ლი­ლო­ბა და სხვა) ხელს უშ­ლის თა­ვის ტვი­ნის ძი­ლის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი მე­ქა­ნიზ­მის ძილ­ში დრო­ულ ჩარ­თვას.

ჯან­მრთელ ადა­მი­ანს ძილი შე­იძ­ლე­ბა და­ურ­ღვი­ოს ფი­ზი­კურ­მა ან ფსი­ქო­ლო­გი­ურ­მა გა­დაღ­ლამ, ძლი­ერ­მა გან­ცდებ­მა.

თუ უძი­ლო­ბა რო­მე­ლი­მე და­ა­ვა­დე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, პირ­ველ რიგ­ში, ამ და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლაა სა­ჭი­რო, თუმ­ცა ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­მამ­შვი­დე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბას მე­დი­კო­სე­ბი ასეთ შემ­თხვე­ვა­შიც უნიშ­ნა­ვენ.

- რო­გორ და­ვაღ­წი­ოთ თავი უძი­ლო­ბას?

- რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი წვე­ბა და სა­ა­თო­ბით ვერ იძი­ნებს, უფრო მე­ტად ღი­ზი­ან­დე­ბა, ამი­ტომ ჩემი რჩე­ვა ასე­თია: თუ არ გე­ძი­ნე­ბათ, და­სა­ძი­ნებ­ლად ნუ დაწ­ვე­ბით.

- მაგ­რამ თუ უკვე გვი­ა­ნია?

- აქამ­დე საქ­მე არ უნდა მი­ვიყ­ვა­ნოთ. თუ ეს ათას­ში ერთხელ ხდე­ბა, სა­ში­ში არ არის, მაგ­რამ თუ უძი­ლო­ბა ჩვე­ვად გვექ­ცა და ვი­ცით, რომ და­წო­ლა არ გვიშ­ვე­ლის, წი­ნას­წარ უნდა ვი­ღო­ნოთ რამე.

- სე­და­ტი­უ­რი (სა­ძი­ლე) სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას გუ­ლის­ხმობთ?..

- სე­და­ტი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა ექიმ­მა უნდა და­ნიშ­ნოს ანამ­ნე­ზი­სა და სიმპტო­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. ამას­თა­ნა­ვე, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­იც­ვათ სა­თა­ნა­დო დოზა. ბევ­რი სე­და­ტი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად და­წყე­ბი­თი დო­ზით ინიშ­ნე­ბა, შემ­დეგ დოზა იზ­რდე­ბა, კურ­სის გან­სა­ზღვრულ ეტაპ­ზე კი ისევ იკ­ლებს.

ამ მე­თოდს იმი­ტომ მი­მარ­თა­ვენ, რომ სა­ძი­ლე პრე­პა­რა­ტებ­მა შეჩ­ვე­ვა იცის - მათ გა­რე­შე ვე­ღარ და­ი­ძი­ნებთ. დო­ზე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა­ში ექი­მი და­გეხ­მა­რე­ბათ. სამ­წუ­ხა­როდ, უმე­ტე­სო­ბა ნაც­ნობ-მე­გობ­რე­ბის რჩე­ვით იღებს ასეთ პრე­პა­რა­ტებს, რაც სა­ხი­ფა­თოა.

- შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი და­მამ­შვი­დე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, მა­გა­ლი­თად, ვა­ლო­სე­დის, ვა­ლე­რი­ა­ნის წვე­თე­ბის მი­ღე­ბა უე­ქი­მო­დაც ხომ შე­იძ­ლე­ბა?

- ასე­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ყვე­ლა ოჯახ­შია და ანო­ტა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი დო­ზით მათი მი­ღე­ბა უვ­ნე­ბე­ლია, მაგ­რამ თუ ადა­მი­ანს ძილი სე­რი­ო­ზუ­ლად აქვს დარ­ღვე­უ­ლი, ეს წამ­ლე­ბი ვერ უშ­ვე­ლის. მოდი, დრო­ე­ბით თავი და­ვა­ნე­ბოთ მე­დი­კა­მენ­ტებს.

გა­იხ­სე­ნეთ, ქარ­თვე­ლი გლე­ხკა­ცი თუ შე­უ­წუ­ხე­ბია ოდეს­მე უძი­ლო­ბას? ჯა­ფით დაღ­ლი­ლი, ბა­ლიშ­ზე თა­ვის და­დე­ბის­თა­ნა­ვე ღრმა ძილს ეძ­ლე­ო­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უძი­ლო­ბის უე­ბა­რი წა­მა­ლია შრო­მა, მაგ­რამ არა გო­ნებ­რი­ვი, არა­მედ ფი­ზი­კუ­რი.

- თუ სა­ფიქ­რა­ლი არ გვა­ძი­ნებს?

- ყო­ველ დღეს თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბი ახ­ლავს და, რო­გორც წესი, მთე­ლი დღის საზ­რუ­ნა­ვი ძი­ლის წინ გო­ნე­ბა­ში ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი­ვით გა­ირ­ბენს ხოლ­მე, მაგ­რამ ეცა­დეთ, ამ დროს უფრო სა­სი­ა­მოვ­ნო რა­მე­ზე იფიქ­როთ, გა­იხ­სე­ნოთ სა­სი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნე­ბი და მშვი­დად და­გე­ძი­ნე­ბათ.

ექი­მი გვირ­ჩევს

ძი­ლის წინ დაღ­ლამ­დე ია­რეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე. და­წო­ლის წინ ნუ მი­ირ­თმევთ მძი­მე საკ­ვებს, ნუ და­ლევთ კო­ფე­ი­ნის შემ­ცველ სას­მელს - ყა­ვას, მა­გარ ჩაის, ნუ უყუ­რებთ "სა­ში­ნე­ლე­ბა­თა" ფილ­მებს და, სა­ერ­თოდ, 12 სა­ა­თის შემ­დეგ ტე­ლე­ვი­ზორ­თან და კომ­პი­უ­ტერ­თან ნუ იჯ­დე­ბით. თუ არ და­გე­ძი­ნე­ბათ, უმ­ჯო­ბე­სია, წიგ­ნი წა­ი­კი­თხოთ. გარ­და ამი­სა, ეცა­დეთ, დი­ლით ადრე გა­იღ­ვი­ძოთ და მა­შინ­ვე წა­მოდ­გეთ.

უძი­ლო­ბას ხში­რად სი­ცხეც იწ­ვევს. ამ შემ­თხვე­ვა­ში უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ ისე­თი ად­გი­ლი, სა­დაც სუს­ტი ნი­ა­ვი მა­ინც უბე­რავს, კონ­დი­ცი­ო­ნე­რი­სა და გა­მაგ­რი­ლებ­ლის ახ­ლოს და­ძი­ნე­ბას კი არ გირ­ჩევთ - შე­საძ­ლოა გა­ცივ­დეთ და თქვენს პრობ­ლე­მებს სა­სუნ­თქი გზე­ბის და­ა­ვა­დე­ბაც და­ერ­თოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

რა დაავადებები იწვევს უძილობას, როგორ დავძლიოთ ის და რატომ უნდა ვერიდოთ საძილე პრეპარატებს

რა დაავადებები იწვევს უძილობას, როგორ დავძლიოთ ის და რატომ უნდა ვერიდოთ საძილე პრეპარატებს

ალბათ, ხშირად გსმენიათ ფრაზა: "თავი მისკდება, მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს". უძილობასთან ბრძოლის უამრავი საშუალება არსებობს: თბილი აბაზანა ძილის წინ, თვალდახუჭული თვლა, - თუმცა ეს მეთოდები ყველას როდი შველის. როგორ დავძლიოთ ჩვენი დროის ეს მტკივნეული პრობლემა? ამ კითხვაზე ნევროლოგი ლია ივანიძე პასუხობს:

- თუ ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში დაწოლიდან 15-20 წუთის შემდეგ ვერ იძინებს, მიიჩნევა, რომ ძილის დარღვევა აქვს. უძილობა ხალხს ძველადაც აწუხებდა, მაგრამ თანამედროვე საზოგადოებისთვის ის უდიდეს პრობლემად იქცა.

უძილობას მრავალი ფაქტორი იწვევს, უპირველეს ყოვლისა ნერვული სტრესი, ცხოვრების დაძაბული რიტმი, მედიის საშუალებით მიღებული, უმეტესად ნეგატიური, ინფორმაციის დიდი ნაკადი...

მედიცინაში უძილობას ასე განმარტავენ: ეს არის ღამის ძილის ხანგრძლივობის შემცირება, დაძინების გაძნელება, ზერელე, წყვეტილი ძილი და ნაადრევი გაღვიძება (ზოგჯერ - დილით გაღვიძების გაძნელება). ამას ხშირად დაერთვის მოუსვენრობა, მომეტებული აგზნებადობა და სხვა.

უძილობისას მცირდება ღრმა ძილის პერიოდი, ირღვევა ურთიერთობა ძილის სიზმრებიან და უსიზმრო ფაზებს შორის.

უძილობას სხვადასხვა დაავადებაც იწვევს, უმთავრესად - ნევროზი, ფსიქოზი, ტვინის ორგანული დაავადება (ნეიროინფექცია, თავის ტვინის ღეროს ანთებითი, სისხლძარღვოვანი, ტრავმული დაზიანება), გულ-სისხლძარღვთა ზოგიერთი დაავადება, აგრეთვე - ისეთი სომატური დაავადებები, რომელთა ესა თუ ის გამოვლინება (ქოშინი, ხველა, ტკივილი, კუჭის აშლილობა და სხვა) ხელს უშლის თავის ტვინის ძილის მარეგულირებელი მექანიზმის ძილში დროულ ჩართვას.

ჯანმრთელ ადამიანს ძილი შეიძლება დაურღვიოს ფიზიკურმა ან ფსიქოლოგიურმა გადაღლამ, ძლიერმა განცდებმა.

თუ უძილობა რომელიმე დაავადებით არის განპირობებული, პირველ რიგში, ამ დაავადებასთან ბრძოლაა საჭირო, თუმცა ნერვული სისტემის დამამშვიდებელ საშუალებას მედიკოსები ასეთ შემთხვევაშიც უნიშნავენ.

- როგორ დავაღწიოთ თავი უძილობას?

- როდესაც ადამიანი წვება და საათობით ვერ იძინებს, უფრო მეტად ღიზიანდება, ამიტომ ჩემი რჩევა ასეთია: თუ არ გეძინებათ, დასაძინებლად ნუ დაწვებით.

- მაგრამ თუ უკვე გვიანია?

- აქამდე საქმე არ უნდა მივიყვანოთ. თუ ეს ათასში ერთხელ ხდება, საშიში არ არის, მაგრამ თუ უძილობა ჩვევად გვექცა და ვიცით, რომ დაწოლა არ გვიშველის, წინასწარ უნდა ვიღონოთ რამე.

- სედატიური (საძილე) საშუალებების მიღებას გულისხმობთ?..

- სედატიური საშუალება ექიმმა უნდა დანიშნოს ანამნეზისა და სიმპტომების საფუძველზე. ამასთანავე, აუცილებლად უნდა დაიცვათ სათანადო დოზა. ბევრი სედატიური საშუალება თავდაპირველად დაწყებითი დოზით ინიშნება, შემდეგ დოზა იზრდება, კურსის განსაზღვრულ ეტაპზე კი ისევ იკლებს.

ამ მეთოდს იმიტომ მიმართავენ, რომ საძილე პრეპარატებმა შეჩვევა იცის - მათ გარეშე ვეღარ დაიძინებთ. დოზების რეგულირებაში ექიმი დაგეხმარებათ. სამწუხაროდ, უმეტესობა ნაცნობ-მეგობრების რჩევით იღებს ასეთ პრეპარატებს, რაც სახიფათოა.

- შედარებით მსუბუქი დამამშვიდებელი საშუალებების, მაგალითად, ვალოსედის, ვალერიანის წვეთების მიღება უექიმოდაც ხომ შეიძლება?

- ასეთი საშუალებები ყველა ოჯახშია და ანოტაციაში მითითებული დოზით მათი მიღება უვნებელია, მაგრამ თუ ადამიანს ძილი სერიოზულად აქვს დარღვეული, ეს წამლები ვერ უშველის. მოდი, დროებით თავი დავანებოთ მედიკამენტებს.

გაიხსენეთ, ქართველი გლეხკაცი თუ შეუწუხებია ოდესმე უძილობას? ჯაფით დაღლილი, ბალიშზე თავის დადებისთანავე ღრმა ძილს ეძლეოდა. აქედან გამომდინარე, უძილობის უებარი წამალია შრომა, მაგრამ არა გონებრივი, არამედ ფიზიკური.

- თუ საფიქრალი არ გვაძინებს?

- ყოველ დღეს თავისი პრობლემები ახლავს და, როგორც წესი, მთელი დღის საზრუნავი ძილის წინ გონებაში ვიდეოჩანაწერივით გაირბენს ხოლმე, მაგრამ ეცადეთ, ამ დროს უფრო სასიამოვნო რამეზე იფიქროთ, გაიხსენოთ სასიამოვნო მოვლენები და მშვიდად დაგეძინებათ.

ექიმი გვირჩევს

ძილის წინ დაღლამდე იარეთ სუფთა ჰაერზე. დაწოლის წინ ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს, ნუ დალევთ კოფეინის შემცველ სასმელს - ყავას, მაგარ ჩაის, ნუ უყურებთ "საშინელებათა" ფილმებს და, საერთოდ, 12 საათის შემდეგ ტელევიზორთან და კომპიუტერთან ნუ იჯდებით. თუ არ დაგეძინებათ, უმჯობესია, წიგნი წაიკითხოთ. გარდა ამისა, ეცადეთ, დილით ადრე გაიღვიძოთ და მაშინვე წამოდგეთ.

უძილობას ხშირად სიცხეც იწვევს. ამ შემთხვევაში უნდა შევარჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც სუსტი ნიავი მაინც უბერავს, კონდიციონერისა და გამაგრილებლის ახლოს დაძინებას კი არ გირჩევთ - შესაძლოა გაცივდეთ და თქვენს პრობლემებს სასუნთქი გზების დაავადებაც დაერთოს.

"კოლეგებს ძალიან უკვირთ, ჩემს წარმომავლობას რომ იგებენ..." - ულამაზესი ქართველი გოგონას გზა მოდელობიდან ბორტგამცილებლობამდე

ერთ კვირაში გერმანიაში დასაქმებისთვის სააპლიკაციო ფორმა 87 000-მდე ადამიანმა შეავსო

"იციან რა პირობებში ცხოვრობენ? რომ თვეში 300 ევროს იხდიან საწოლში?" - რას წერს გერმანელი არქიტექტორი გერმანიაში მიგრანტების სამუშაო პირობებზე