პოლიტიკა
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა შეუძლია ღეროვან უჯრედებს? - ყველაფერი!" - დოქტორი თენგიზ ტყებუჩავა რევოლუციურ სამედიცინო აღმოჩენებზე
"რა შეუძლია ღეროვან უჯრედებს? - ყველაფერი!" - დოქტორი თენგიზ ტყებუჩავა რევოლუციურ სამედიცინო აღმოჩენებზე

მსოფ­ლიო მე­დი­ცი­ნა დღეს დიდ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, ამ თე­რა­პი­ას მეც­ნი­ერ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ჩვე­ნი სა­უ­კუ­ნის აღ­მო­ჩე­ნად მი­იჩ­ნევს. ბოლო ხანს ქარ­თვე­ლი მე­დი­კო­სე­ბიც და­ინ­ტე­რეს­დნენ ამ უნი­კა­ლუ­რი მე­თო­დით.

დოქ­ტო­რი თენ­გიზ ტყე­ბუ­ჩა­ვა სა­ქარ­თვე­ლო­დან და­ახ­ლო­ე­ბით 30 წლის წინ წა­ვი­და. თბი­ლი­სის სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მოს­კო­ვის ბა­კუ­ლე­ვის გულ-სის­ხლძარ­ღვთა ქი­რურ­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტში მუ­შა­ობ­და და იქვე და­იც­ვა დი­სერ­ტა­ცი­აც.

1989 წელს მი­იწ­ვი­ეს შვე­ი­ცა­რი­ა­ში - ცი­უ­რი­ხის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­ის კლი­ნი­კა­ში, სა­დაც მუ­შა­ობ­და თან­და­ყო­ლილ და შე­ძე­ნილ გუ­ლის პა­თო­ლო­გი­ებ­სა და გუ­ლის გა­და­ნერგვა­ზე. შემ­დეგ მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო ლონ­დო­ნის იმ­პე­რი­ალ­კო­ლე­ჯის გუ­ლი­სა და ფილ­ტვე­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში. 1997 წელს გა­და­ვი­და აშშ-ში, ბოს­ტონ­ში, სა­დაც ტაფ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო პრო­ფე­სო­რის წო­დე­ბა. დოქ­ტორ­მა ტყე­ბუ­ჩა­ვამ თა­ვი­სი გა­მო­გო­ნი­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­სა­ნერ­გად რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ა­არ­სა კომ­პა­ნია Boston Transtec, რომ­ლის პრე­ზი­დენ­ტიც თვი­თონ არის.

ქარ­თვე­ლი დოქ­ტო­რი ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე გვე­სა­უბ­რა:

- სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე სა­უ­ბარს ქარ­თუ­ლი მე­დია უფრო მეტ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს. მე­ო­რე მხრივ, რა­ტომ დგას სა­კი­თხი კვლავ ასე - რა არის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი და რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მათ მე­დი­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით?

მე­გობ­რე­ბო, უკვე დროა, გა­და­ვი­დეთ შემ­დეგ სა­კი­თხზე: რო­გორ გან­ვა­ვი­თა­როთ ეს დარ­გი სა­ქარ­თვე­ლო­ში სწრა­ფად. როცა მე თბი­ლის­ში პირ­ვე­ლად, 1999 წელს გა­ვა­კე­თე მოხ­სე­ნე­ბა რე­გე­ნე­რა­ცი­ულ თე­რა­პი­ა­ზე, ბევ­რი სკეპ­ტი­კუ­რად გა­ნე­წყო ამ უნი­კა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბი­სად­მი. ამა­სო­ბა­ში მე­დი­ცი­ნის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბა­დი დარ­გი მთელ მსოფ­ლი­ო­ში დამ­კვიდ­რდა:

გაჩ­ნდა ახა­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ჟურ­ნა­ლე­ბი ამ პრო­ფი­ლით, რე­გუ­ლა­რუ­ლად ტარ­დე­ბო­და კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი ამ თე­მა­ზე, ზო­გი­ერ­თი ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია კი უკვე გამ­ზა­დე­ბულ ღე­რო­ვან უჯრე­დებს გვთა­ვა­ზობს. ასე რომ, ამ დარ­გმა აღი­ა­რე­ბა პოვა და მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მის კი­დევ უფრო სრულ­ყო­ფა­ზე და­ი­წყეს ზრუნ­ვა. მარ­თა­ლია, ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ეს თე­რა­პია კვლავ კლი­ნი­კურ აპ­რო­ბა­ცი­ას გა­დის, მაგ­რამ გა­მოჩ­ნდა სტა­ტი­ე­ბი, რომ ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის თე­რა­პი­ის კვლე­ვე­ბი უკვე ბოლო სტა­დი­ა­შია და ერთ-ორ წე­ლი­წად­ში ამ თე­რა­პი­ას ამე­რი­კა­შიც და­უშ­ვე­ბენ. ამა­სო­ბა­ში კი ამე­რი­კე­ლი ექი­მე­ბი ან მი­დი­ან ლა­თი­ნურ ამე­რი­კა­ში სა­მუ­შა­ოდ, ან გზავ­ნი­ან იქ პა­ცი­ენ­ტებს ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბით სამ­კურ­ნა­ლოდ.

- ბა­ტო­ნო თენ­გიზ, რა­ტომ მი­იჩ­ნე­ვა ეს თე­რა­პია დღეს რე­ვო­ლუ­ცი­ურ აღ­მო­ჩე­ნად?

- ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის თე­რა­პია დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად ით­ვლე­ბა რე­ვო­ლუ­ცი­ად მე­დი­ცი­ნა­ში. ანეს­თე­ზი­ი­სა და ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის აღ­მო­ჩე­ნე­ბის შემ­დეგ ეს არის ახა­ლი მოვ­ლე­ნა მე­დი­ცი­ნა­ში. კი­თხვა­ზე - რა შე­უძ­ლია ღე­რო­ვან უჯრე­დებს, პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია - ყვე­ლა­ფე­რი! მას შე­უძ­ლია გა­მო­ზარ­დოს ახა­ლი სის­ხლძარ­ღვე­ბი, ჩა­ა­ნაც­ვლოს მკვდა­რი უჯრე­დე­ბი, შექ­მნას ახა­ლი ქმე­დი­თუ­ნა­რი­ა­ნი ორ­გა­ნო, მათ შო­რის ძვა­ლიც, აღად­გი­ნოს ხედ­ვა, სმე­ნა, აა­მოძ­რა­ოს პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი კი­დუ­რე­ბი და ბევ­რი სხვა. და ეს ად­ვი­ლად გა­სა­გე­ბია, თუ გა­ვიხ­სე­ნებთ, რომ ჩვენ ყვე­ლა­ნი განვვი­თარ­დით ერთი უჯრე­დის­გან, რო­მელ­მაც გვი­ბო­ძა ყვე­ლა სა­ხის ბი­ო­ლო­გი­უ­რი ქსო­ვი­ლი: კანი, კუნ­თი, ძვა­ლი, ნერ­ვე­ბი, სის­ხლძარ­ღვე­ბი და სხვა.

ესე იგი, ეს პრო­ცე­სი რე­ა­ლუ­რია, მაშ რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა ამ პრინ­ცი­პის ხე­ლოვ­ნუ­რად და გა­მიზ­ნუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა? ამი­ტო­მაც მსოფ­ლი­ოს სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრებ­ში სხვა­დას­ხვა პა­თო­ლო­გი­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ზე ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მუ­შა­ო­ბენ. არ დარ­ჩა არც ერთი სფე­რო, სა­დაც არ გა­მოს­ცა­დეს მათი ეფექ­ტი­ა­ნო­ბა.

ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის მეშ­ვე­ო­ბით არა მხო­ლოდ მკურ­ნა­ლო­ბენ მი­ნი­მა­ლუ­რი ინ­ვა­ზი­უ­რი ჩა­რე­ვით, არა­მედ აძ­ლე­ვენ გა­დარ­ჩე­ნის შანსს გან­წი­რულ ავად­მყოფს.

- და მა­ინც, რო­გო­რია ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დის არსი და თვი­სე­ბე­ბი?

- ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დი, ეს არის პრი­მი­ტი­უ­ლი, უაღ­რე­სად პლას­ტი­კუ­რი უჯრე­დი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გარ­და­იქ­მნას, გან­ვი­თარ­დეს ნე­ბის­მი­ერ უჯრე­დად. მან თვი­თონ იცის, რა სა­ხის უჯრე­დად უნდა გარ­და­იქ­მნას. თუ შე­იყ­ვანთ გულ­ში - ის გა­და­იქ­ცე­ვა გუ­ლის უჯრე­დად, ღვიძ­ლში - ღვიძ­ლის უჯრე­დად. მას აქვს ელე­მენ­ტა­რუ­ლი მა­ნე­რე­ბი, იცის, სად და რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს: იწყებს აქ­ტი­უ­რო­ბას იქ, სა­დაც კა­ტას­ტრო­ფა მოხ­და (მა­გა­ლი­თად, ინ­ფარ­ქტი) და წყვეტს თა­ვის ფუნ­ქცი­ას, როცა ორ­გა­ნოს ფუნ­ქცია აღ­დგე­ნი­ლია.

ანუ ეს უჯრე­დი თვი­თონ აკონ­ტრო­ლებს თა­ვის თავს, მისი ზრდა არ მიმ­დი­ნა­რე­ობს უსას­რუ­ლოდ. მსმე­ნია ზო­გი­ერ­თის­გან ასე­თი კრი­ტი­კა - ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის პრინ­ცი­პი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია და ამი­ტომ თავი შე­ვი­კა­ვო­თო. გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი წამ­ლის, ას­პი­რი­ნის მოქ­მე­დე­ბაც დღემ­დე არ არის სრუ­ლი­ად შეს­წავ­ლი­ლი. ის, თავ­და­პირ­ვე­ლად, გა­მო­უშ­ვეს რო­გორც ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი, შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩი­ნეს მისი ან­ტი­აგ­რე­გან­ტუ­ლი (სის­ხლის გა­თხე­ვა­დე­ბის) თვი­სე­ბე­ბი და კი­დევ რჩე­ბა კი­თხვე­ბი მისი დო­ზე­ბის ვა­რი­ა­ცი­ე­ბის მოქ­მე­დე­ბის ვექ­ტორ­ზე. ისიც ცნო­ბი­ლია, რომ ას­პი­რი­ნი სა­ში­შია კუ­ჭის ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის­თვის, შე­უძ­ლია სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს. ამი­ტომ ავ­კრძა­ლოთ ას­პი­რი­ნი?

- ცდე­ბი ღე­რო­ვან უჯრე­დებ­ზე ისევ გრძელ­დე­ბა?

- მსოფ­ლი­ო­ში ყო­ვე­ლი ახა­ლი თე­რა­პი­უ­ლი აგენ­ტი გა­დის კვლე­ვის პრეკ­ლი­ნი­კურ ცდებს და შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე ფა­ზას პა­ცი­ენ­ტებ­ზე - ავ­ნებს თუ არა, შვე­ლის თუ არა, და რა გარ­თუ­ლე­ბებს იწ­ვევს. უკვე ათა­სო­ბით ავად­მყოფ­ზეა გა­მოც­დი­ლი ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი. დას­კვნა და­დე­ბი­თია: ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი არ ვნე­ბენ, მათი ეფექ­ტი საგ­რძნო­ბია, თუმ­ცა ზოგ­ჯერ ეს ეფექ­ტი სუს­ტია. დღეს ზუს­ტად ამას იკ­ვლე­ვენ მეც­ნი­ე­რე­ბი, რა­ტომ არის ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ამ თე­რა­პი­ის ეფექ­ტი ნაკ­ლე­ბად გა­მო­ხა­ტუ­ლი.

- იყო­ფა თუ არა ეს უჯრე­დე­ბი სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ე­ბად, მა­გა­ლი­თად, ემ­ბრი­ო­ნის და მოზ­რდი­ლის ღე­რო­ვან უჯრე­დე­ბად? გან­სხვა­ვე­ბაა მათ შო­რის?

- დიახ, ამ უჯრე­დებს ყო­ფენ რამ­დე­ნი­მე კა­ტე­გო­რი­ად: და­ბა­დე­ბამ­დე (ემ­ბრი­ო­ნულს) და და­ბა­დე­ბის შემ­დეგ (მოზ­რდილ­თა ღე­რო­ვან უჯრე­დებს). აქ შე­დის ჭიპ­ლა­რის სის­ხლიც. 2006 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს უჯრე­დის გე­ნე­ტი­კუ­რად რეპ­როგ­რა­მი­რე­ბის ხერ­ხი, რი­თაც ხდე­ბა ემ­ბრი­ო­ნუ­ლი უჯრე­დის თვი­სე­ბე­ბის მი­ნი­ჭე­ბა და ასეთ უჯრე­დებს უწო­დეს - ინ­დუ­ცი­რე­ბუ­ლი მრა­ვალ­პო­ტენ­ცი­უ­რი ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი. ემ­ბრი­ო­ნულ უჯრე­დებს შე­უძ­ლი­ათ აწარ­მო­ონ ყვე­ლა სა­ხის უჯრე­დე­ბი, მაგ­რამ რე­ლი­გი­ურ-ეთი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის გამო, ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში მათი გა­მო­ყე­ნე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით შე­ფერ­ხე­ბუ­ლია.

მო­ზარ­დთა ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი არ გა­და­იქ­ცე­ვა ყვე­ლა სა­ხის უჯრე­დად, მაგ­რამ ბევრ შემ­თხვე­ვა­ში ის მა­ინც მი­სა­ღე­ბია. ამ უჯრე­დებს ად­ვი­ლად გა­მო­ყო­ფენ თვი­თონ პა­ცი­ენ­ტის სის­ხლი­დან, ძვლის ტვი­ნი­დან, კუნ­თი­დან, ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი­დან, მენსტრუ­ა­ცი­ის სის­ხლი­დან და სხვა. ბევ­რი მათ­გა­ნი უკვე აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია, ამი­ტომ კი­თხვა ასე კი არ უნდა დავ­სვათ, ეფექ­ტი­ა­ნია თუ არა ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დი, არა­მედ, რო­მე­ლი უჯრე­დია ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი? რო­მე­ლი უჯრე­დის მი­ღე­ბაა მარ­ტი­ვი და ნაკ­ლე­ბი და­ნა­ხარ­ჯე­ბით?

ცნო­ბი­ლია, რომ ასაკ­თან ერ­თად ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის რი­ცხვი მცირ­დე­ბა. როცა ადა­მი­ა­ნი აღ­წევს 50 წელს, მისი გული და­ცუ­ლია გუ­ლის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის 2 პრო­ცენ­ტით. ამი­ტომ ამ მა­გი­უ­რი უჯრე­დე­ბის შეყ­ვა­ნა სა­ჭი­როა გულ­ში, როცა მას მწვა­ვე ან ქრო­ნი­კუ­ლი ინ­ფარ­ქტი, უკ­მა­რი­სო­ბა, მი­ო­პა­თია, არით­მია თუ სხვა რამ და­ე­მუქ­რე­ბა...

- ამ­გვა­რი თე­რა­პია, ალ­ბათ, საკ­მა­ოდ დიდ ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

- მო­გე­ბა ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის­გან კო­ლო­სა­ლუ­რია. 2016 წელს მხო­ლოდ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მიღ­წე­უ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი მი­აღ­წევს 8,5 მი­ლი­არდ დო­ლარს. ანუ, ლა­პა­რა­კია მი­ლი­არ­დებ­ზე და არა მი­ლი­ო­ნებ­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის თე­რა­პია ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სის სა­კი­თხია და მას ხელ­შე­წყო­ბა სჭირ­დე­ბა. შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი, ნენ­სი რე­ი­გა­ნი დიდი ხა­ნია ლო­ბი­რებს ამას და მხო­ლოდ კა­ლი­ფორ­ნი­ის შტატ­მა გა­მო­ყო მი­ლი­არ­დე­ბი ამ დარ­გის­თვის.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის 2012 წლის კან­დი­დატ­მა რიკ პე­რიმ კი ამას წი­ნათ გა­ნა­ცხა­და, რომ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბით მკურ­ნა­ლო­ბით, რის შე­დე­გა­დაც მას აღარ სტკი­ვა ხერ­ხე­მა­ლი. რაც მთა­ვა­რია მან გა­ი­მე­ო­რა ის, რა­საც მე უშე­დე­გოდ ვი­მე­ო­რებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ვე­ლი ჩა­მოს­ვლი­სას: ეს არ არის მხო­ლოდ მე­დი­ცი­ნა, ეს არის ასე­ვე ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა და პო­ლი­ტი­კა. მაგ­რამ ვინ გის­მენს?

- რას მო­უ­ტანს ამ დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნას?

- ამ დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბა რე­ა­ლუ­რი მკურ­ნა­ლო­ბაა, რად­გან ამ თე­რა­პი­ის ჩა­ტა­რე­ბა უფრო ია­ფია, ვიდ­რე ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა და უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მია პე­რი­ფე­რი­უ­ლი ქა­ლა­ქე­ბი­სა და მა­სე­ბის­თვის. ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო არ არის მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი და­ნად­გა­რე­ბი ან სახ­სრე­ბი

. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა აქ­ცენტს აკე­თებს ტუ­რიზ­მზე. მაგ­რამ ტუ­რიზ­მი ვერ გა­ი­ფურ­ჩქნე­ბა სწრა­ფად, მას სჭირ­დე­ბა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ხან­გრძლი­ვი სე­ზო­ნი და სხვა ხელ­შემ­წყო­ბი პი­რო­ბა. ამი­ტომ სა­ჭი­როა ასე­ვე სა­მე­დი­ცი­ნო ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა, მას არ სჭირ­დე­ბა არც სე­ზო­ნი, არც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, სა­მა­გი­ე­როდ, ის შექ­მნის უამ­რავ სა­მუ­შაო ად­გილს და ბი­უ­ჯეტ­საც გა­ა­ორ­მა­გებს.

ლიკა კე­რა­ტიშ­ვი­ლი; AMBEBI.GE

სოფიო
0

საოცარი პროფესიონალი და პიონერი რეგენერაციული მედიცინის დარგში. ვამაყობ, რომ ქართველი ხართ. თქვენი ღვაწლი უდიდესია ამ სფეროში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"რა შეუძლია ღეროვან უჯრედებს? - ყველაფერი!" - დოქტორი თენგიზ ტყებუჩავა რევოლუციურ სამედიცინო აღმოჩენებზე

"რა შეუძლია ღეროვან უჯრედებს? - ყველაფერი!" - დოქტორი თენგიზ ტყებუჩავა რევოლუციურ სამედიცინო აღმოჩენებზე

მსოფლიო მედიცინა დღეს დიდ ყურადღებას უთმობს ღეროვანი უჯრედების გამოყენებას, ამ თერაპიას მეცნიერთა უმრავლესობა ჩვენი საუკუნის აღმოჩენად მიიჩნევს. ბოლო ხანს ქართველი მედიკოსებიც დაინტერესდნენ ამ უნიკალური მეთოდით.

დოქტორი თენგიზ ტყებუჩავა საქართველოდან დაახლოებით 30 წლის წინ წავიდა. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მოსკოვის ბაკულევის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტში მუშაობდა და იქვე დაიცვა დისერტაციაც.

1989 წელს მიიწვიეს შვეიცარიაში - ციურიხის უნივერსიტეტის კარდიოქირურგიის კლინიკაში, სადაც მუშაობდა თანდაყოლილ და შეძენილ გულის პათოლოგიებსა და გულის გადანერგვაზე. შემდეგ მუშაობა დაიწყო ლონდონის იმპერიალკოლეჯის გულისა და ფილტვების ნაციონალურ ინსტიტუტში. 1997 წელს გადავიდა აშშ-ში, ბოსტონში, სადაც ტაფტის უნივერსიტეტში მიიღო პროფესორის წოდება. დოქტორმა ტყებუჩავამ თავისი გამოგონილი ტექნოლოგიების დასანერგად რამდენიმე წლის წინ დააარსა კომპანია Boston Transtec, რომლის პრეზიდენტიც თვითონ არის.

ქართველი დოქტორი ღეროვანი უჯრედების მნიშვნელობაზე გვესაუბრა:

- სასიხარულოა, რომ ამ მიმართულებაზე საუბარს ქართული მედია უფრო მეტ ყურადღებას უთმობს. მეორე მხრივ, რატომ დგას საკითხი კვლავ ასე - რა არის ღეროვანი უჯრედები და რა მნიშვნელობა აქვს მათ მედიცინის განვითარების თვალსაზრისით?

მეგობრებო, უკვე დროა, გადავიდეთ შემდეგ საკითხზე: როგორ განვავითაროთ ეს დარგი საქართველოში სწრაფად. როცა მე თბილისში პირველად, 1999 წელს გავაკეთე მოხსენება რეგენერაციულ თერაპიაზე, ბევრი სკეპტიკურად განეწყო ამ უნიკალური მეცნიერებისადმი. ამასობაში მედიცინის ისტორიაში ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგი მთელ მსოფლიოში დამკვიდრდა:

გაჩნდა ახალი სამედიცინო ჟურნალები ამ პროფილით, რეგულარულად ტარდებოდა კონფერენციები ამ თემაზე, ზოგიერთი ფარმაკოლოგიური კომპანია კი უკვე გამზადებულ ღეროვან უჯრედებს გვთავაზობს. ასე რომ, ამ დარგმა აღიარება პოვა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მის კიდევ უფრო სრულყოფაზე დაიწყეს ზრუნვა. მართალია, ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, ეს თერაპია კვლავ კლინიკურ აპრობაციას გადის, მაგრამ გამოჩნდა სტატიები, რომ ღეროვანი უჯრედების თერაპიის კვლევები უკვე ბოლო სტადიაშია და ერთ-ორ წელიწადში ამ თერაპიას ამერიკაშიც დაუშვებენ. ამასობაში კი ამერიკელი ექიმები ან მიდიან ლათინურ ამერიკაში სამუშაოდ, ან გზავნიან იქ პაციენტებს ღეროვანი უჯრედებით სამკურნალოდ.

- ბატონო თენგიზ, რატომ მიიჩნევა ეს თერაპია დღეს რევოლუციურ აღმოჩენად?

- ღეროვანი უჯრედების თერაპია დამსახურებულად ითვლება რევოლუციად მედიცინაში. ანესთეზიისა და ანტიბიოტიკების აღმოჩენების შემდეგ ეს არის ახალი მოვლენა მედიცინაში. კითხვაზე - რა შეუძლია ღეროვან უჯრედებს, პასუხი მარტივია - ყველაფერი! მას შეუძლია გამოზარდოს ახალი სისხლძარღვები, ჩაანაცვლოს მკვდარი უჯრედები, შექმნას ახალი ქმედითუნარიანი ორგანო, მათ შორის ძვალიც, აღადგინოს ხედვა, სმენა, აამოძრაოს პარალიზებული კიდურები და ბევრი სხვა. და ეს ადვილად გასაგებია, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენ ყველანი განვვითარდით ერთი უჯრედისგან, რომელმაც გვიბოძა ყველა სახის ბიოლოგიური ქსოვილი: კანი, კუნთი, ძვალი, ნერვები, სისხლძარღვები და სხვა.

ესე იგი, ეს პროცესი რეალურია, მაშ რატომ არ შეიძლება ამ პრინციპის ხელოვნურად და გამიზნულად გამოყენება? ამიტომაც მსოფლიოს სამედიცინო ცენტრებში სხვადასხვა პათოლოგიების დაძლევაზე ღეროვანი უჯრედების გამოყენებით მუშაობენ. არ დარჩა არც ერთი სფერო, სადაც არ გამოსცადეს მათი ეფექტიანობა.

ღეროვანი უჯრედების მეშვეობით არა მხოლოდ მკურნალობენ მინიმალური ინვაზიური ჩარევით, არამედ აძლევენ გადარჩენის შანსს განწირულ ავადმყოფს.

- და მაინც, როგორია ღეროვანი უჯრედის არსი და თვისებები?

- ღეროვანი უჯრედი, ეს არის პრიმიტიული, უაღრესად პლასტიკური უჯრედი, რომელიც შეიძლება გარდაიქმნას, განვითარდეს ნებისმიერ უჯრედად. მან თვითონ იცის, რა სახის უჯრედად უნდა გარდაიქმნას. თუ შეიყვანთ გულში - ის გადაიქცევა გულის უჯრედად, ღვიძლში - ღვიძლის უჯრედად. მას აქვს ელემენტარული მანერები, იცის, სად და როგორ უნდა მოიქცეს: იწყებს აქტიურობას იქ, სადაც კატასტროფა მოხდა (მაგალითად, ინფარქტი) და წყვეტს თავის ფუნქციას, როცა ორგანოს ფუნქცია აღდგენილია.

ანუ ეს უჯრედი თვითონ აკონტროლებს თავის თავს, მისი ზრდა არ მიმდინარეობს უსასრულოდ. მსმენია ზოგიერთისგან ასეთი კრიტიკა - ღეროვანი უჯრედების პრინციპი ჯერჯერობით უცნობია და ამიტომ თავი შევიკავოთო. გავიხსენოთ, რომ ყველაზე გავრცელებული წამლის, ასპირინის მოქმედებაც დღემდე არ არის სრულიად შესწავლილი. ის, თავდაპირველად, გამოუშვეს როგორც ტკივილგამაყუჩებელი, შემდეგ აღმოაჩინეს მისი ანტიაგრეგანტული (სისხლის გათხევადების) თვისებები და კიდევ რჩება კითხვები მისი დოზების ვარიაციების მოქმედების ვექტორზე. ისიც ცნობილია, რომ ასპირინი საშიშია კუჭის ლორწოვანი გარსისთვის, შეუძლია სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. ამიტომ ავკრძალოთ ასპირინი?

- ცდები ღეროვან უჯრედებზე ისევ გრძელდება?

- მსოფლიოში ყოველი ახალი თერაპიული აგენტი გადის კვლევის პრეკლინიკურ ცდებს და შემდეგ რამდენიმე ფაზას პაციენტებზე - ავნებს თუ არა, შველის თუ არა, და რა გართულებებს იწვევს. უკვე ათასობით ავადმყოფზეა გამოცდილი ღეროვანი უჯრედები. დასკვნა დადებითია: ღეროვანი უჯრედები არ ვნებენ, მათი ეფექტი საგრძნობია, თუმცა ზოგჯერ ეს ეფექტი სუსტია. დღეს ზუსტად ამას იკვლევენ მეცნიერები, რატომ არის ზოგ შემთხვევაში ამ თერაპიის ეფექტი ნაკლებად გამოხატული.

- იყოფა თუ არა ეს უჯრედები სხვადასხვა კატეგორიებად, მაგალითად, ემბრიონის და მოზრდილის ღეროვან უჯრედებად? განსხვავებაა მათ შორის?

- დიახ, ამ უჯრედებს ყოფენ რამდენიმე კატეგორიად: დაბადებამდე (ემბრიონულს) და დაბადების შემდეგ (მოზრდილთა ღეროვან უჯრედებს). აქ შედის ჭიპლარის სისხლიც. 2006 წელს აღმოაჩინეს უჯრედის გენეტიკურად რეპროგრამირების ხერხი, რითაც ხდება ემბრიონული უჯრედის თვისებების მინიჭება და ასეთ უჯრედებს უწოდეს - ინდუცირებული მრავალპოტენციური ღეროვანი უჯრედები. ემბრიონულ უჯრედებს შეუძლიათ აწარმოონ ყველა სახის უჯრედები, მაგრამ რელიგიურ-ეთიკური ფაქტორების გამო, ზოგიერთ ქვეყანაში მათი გამოყენება ჯერჯერობით შეფერხებულია.

მოზარდთა ღეროვანი უჯრედები არ გადაიქცევა ყველა სახის უჯრედად, მაგრამ ბევრ შემთხვევაში ის მაინც მისაღებია. ამ უჯრედებს ადვილად გამოყოფენ თვითონ პაციენტის სისხლიდან, ძვლის ტვინიდან, კუნთიდან, ცხიმოვანი ქსოვილიდან, მენსტრუაციის სისხლიდან და სხვა. ბევრი მათგანი უკვე აპრობირებულია, ამიტომ კითხვა ასე კი არ უნდა დავსვათ, ეფექტიანია თუ არა ღეროვანი უჯრედი, არამედ, რომელი უჯრედია ყველაზე ეფექტური? რომელი უჯრედის მიღებაა მარტივი და ნაკლები დანახარჯებით?

ცნობილია, რომ ასაკთან ერთად ღეროვანი უჯრედების რიცხვი მცირდება. როცა ადამიანი აღწევს 50 წელს, მისი გული დაცულია გულის ღეროვანი უჯრედების 2 პროცენტით. ამიტომ ამ მაგიური უჯრედების შეყვანა საჭიროა გულში, როცა მას მწვავე ან ქრონიკული ინფარქტი, უკმარისობა, მიოპათია, არითმია თუ სხვა რამ დაემუქრება...

- ამგვარი თერაპია, ალბათ, საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

- მოგება ღეროვანი უჯრედებისგან კოლოსალურია. 2016 წელს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ღეროვანი უჯრედების გამოყენებით მიღწეული შემოსავალი მიაღწევს 8,5 მილიარდ დოლარს. ანუ, ლაპარაკია მილიარდებზე და არა მილიონებზე.

საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ღეროვანი უჯრედების თერაპია ნაციონალური ინტერესის საკითხია და მას ხელშეწყობა სჭირდება. შეერთებულ შტატებში ყოფილი პირველი ლედი, ნენსი რეიგანი დიდი ხანია ლობირებს ამას და მხოლოდ კალიფორნიის შტატმა გამოყო მილიარდები ამ დარგისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტობის 2012 წლის კანდიდატმა რიკ პერიმ კი ამას წინათ განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია ღეროვანი უჯრედებით მკურნალობით, რის შედეგადაც მას აღარ სტკივა ხერხემალი. რაც მთავარია მან გაიმეორა ის, რასაც მე უშედეგოდ ვიმეორებ საქართველოში ყოველი ჩამოსვლისას: ეს არ არის მხოლოდ მედიცინა, ეს არის ასევე ქვეყნის ეკონომიკა და პოლიტიკა. მაგრამ ვინ გისმენს?

- რას მოუტანს ამ დარგის განვითარება ჩვენს ქვეყანას?

- ამ დარგის განვითარება რეალური მკურნალობაა, რადგან ამ თერაპიის ჩატარება უფრო იაფია, ვიდრე ქირურგიული ჩარევა და უფრო ხელმისაწვდომია პერიფერიული ქალაქებისა და მასებისთვის. ღეროვანი უჯრედებით მკურნალობისთვის საჭირო არ არის მრავალმილიონიანი დანადგარები ან სახსრები

. საქართველოს მთავრობა აქცენტს აკეთებს ტურიზმზე. მაგრამ ტურიზმი ვერ გაიფურჩქნება სწრაფად, მას სჭირდება განვითარებული ინფრასტრუქტურა, ხანგრძლივი სეზონი და სხვა ხელშემწყობი პირობა. ამიტომ საჭიროა ასევე სამედიცინო ტურიზმის განვითარება, მას არ სჭირდება არც სეზონი, არც განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა, სამაგიეროდ, ის შექმნის უამრავ სამუშაო ადგილს და ბიუჯეტსაც გააორმაგებს.

ლიკა კერატიშვილი; AMBEBI.GE