საზოგადოება
პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - "გადმოცემული მტკიცებულებების საფუძველზე, მიხეილ იაშვილის დანაშაული ვერ დასტურდება"
მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - "გადმოცემული მტკიცებულებების საფუძველზე, მიხეილ იაშვილის დანაშაული ვერ დასტურდება"

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ჭონ­ქა­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო სხდო­მა იწყე­ბა. ბრალ­დე­ბუ­ლის, მი­ხე­ილ იაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის და­ვით ცინ­ცქი­ლა­ძის მტკი­ცე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს აღ­ნიშ­ნულ მკვლე­ლო­ბა­ში ბრა­ლი არ მი­უ­ძღვის.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­სა­მარ­თლოს და­წყე­ბამ­დე გა­ნუ­ცხა­და, ბრალ­დე­ბუ­ლი მი­ხე­ილ იაშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი კახა ძნე­ლა­ძის მკვლე­ლო­ბას არ აღი­ა­რებს და აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნობს.

ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, დაც­ვის მხა­რეს დღეს გად­მო­ე­ცა ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­ზეც ბრალ­დე­ბა თა­ვის პო­ზი­ცი­ას ამ­ყა­რებს.

და­ვით ცინ­ცქი­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამ წე­რი­ლო­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ბრალ­დე­ბულ იაშ­ვი­ლის და­ნა­შა­უ­ლი ვერ დას­ტურ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, დაც­ვის მხა­რე აპი­რებს სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თოს, სა­ერ­თოდ არ გა­მო­ი­ყე­ნოს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა ან სხვა შემ­თხვე­ვა­ში აღ­კვე­თის მსუ­ბუ­ქი ფორ­მით ისარ­გებ­ლოს, რაც გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბას გუ­ლის­ხმობს.

"ამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან ნათ­ლად ჩანს, რომ ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მი­მართ, არ­სე­ბობს მხო­ლოდ ორი სა­ხის ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და მე მას ცრუ ოპე­რა­ტი­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვუ­წო­დებ. საქ­მე­ში არის გარ­დაც­ვლი­ლი კახა ძნე­ლა­ძის მე­უღ­ლის პირ­და­პი­რი ჩვე­ნე­ბა, სა­დაც იგი უთი­თებს, რომ თით­ქოს მისი მე­უღ­ლის, კახა ძნე­ლა­ძის მკვლე­ლო­ბა მი­ხე­ილ იაშ­ვილ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ამას­თან, მე­უღ­ლე ამ­ბობს, რომ ის ამო­იც­ნო მო­ტო­ციკ­ლე­ტის ჩა­ფხუ­ტში. მე­ეჭ­ვე­ბა, რომ ჩა­ფხუ­ტში მყო­ფი პი­როვ­ნე­ბის ამოც­ნო­ბა ასე იოლი იყოს საკ­მა­ოდ შორი მან­ძი­ლი­დან", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა და­ვით ცინ­ცქი­ლა­ძემ.

გარ­და ამი­სა, რო­გორც ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, ბრალ­დე­ბუ­ლი მი­ხე­ილ იაშ­ვი­ლი მკვლე­ლო­ბის დროს სახ­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

მი­სი­ვე თქმით, რო­დე­საც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი იაშ­ვილს სახ­ლში ეს­ტუმრნენ, მას ეძი­ნა. ამის და­დას­ტუ­რე­ბა კი ად­ვო­კა­ტის თქმით, ოჯა­ხის წევ­რებს და რამ­დე­ნი­მე მოწ­მე­საც შე­უძ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - "გადმოცემული მტკიცებულებების საფუძველზე, მიხეილ იაშვილის დანაშაული ვერ დასტურდება"

მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - "გადმოცემული მტკიცებულებების საფუძველზე, მიხეილ იაშვილის დანაშაული ვერ დასტურდება"

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა იწყება. ბრალდებულის, მიხეილ იაშვილის ადვოკატის დავით ცინცქილაძის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღნიშნულ მკვლელობაში ბრალი არ მიუძღვის.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს სასამართლოს დაწყებამდე განუცხადა, ბრალდებული მიხეილ იაშვილი გარდაცვლილი კახა ძნელაძის მკვლელობას არ აღიარებს და აღნიშნულ საქმეში თავს უდანაშაულოდ ცნობს.

ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარეს დღეს გადმოეცა ის მტკიცებულებები, რომელზეც ბრალდება თავის პოზიციას ამყარებს.

დავით ცინცქილაძის განცხადებით, ამ წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულ იაშვილის დანაშაული ვერ დასტურდება. შესაბამისად, ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარე აპირებს სასამართლოს მიმართოს, საერთოდ არ გამოიყენოს აღკვეთის ღონისძიება ან სხვა შემთხვევაში აღკვეთის მსუბუქი ფორმით ისარგებლოს, რაც გირაოს შეფარდებას გულისხმობს.

"ამ მტკიცებულებებიდან ნათლად ჩანს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, არსებობს მხოლოდ ორი სახის ოპერატიული ინფორმაცია და მე მას ცრუ ოპერატიულ ინფორმაციას ვუწოდებ. საქმეში არის გარდაცვლილი კახა ძნელაძის მეუღლის პირდაპირი ჩვენება, სადაც იგი უთითებს, რომ თითქოს მისი მეუღლის, კახა ძნელაძის მკვლელობა მიხეილ იაშვილმა განახორციელა. ამასთან, მეუღლე ამბობს, რომ ის ამოიცნო მოტოციკლეტის ჩაფხუტში. მეეჭვება, რომ ჩაფხუტში მყოფი პიროვნების ამოცნობა ასე იოლი იყოს საკმაოდ შორი მანძილიდან", - განაცხადა ადვოკატმა დავით ცინცქილაძემ.

გარდა ამისა, როგორც ადვოკატი ამბობს, ბრალდებული მიხეილ იაშვილი მკვლელობის დროს სახლოში იმყოფებოდა.

მისივე თქმით, როდესაც სამართალდამცველები იაშვილს სახლში ესტუმრნენ, მას ეძინა. ამის დადასტურება კი ადვოკატის თქმით, ოჯახის წევრებს და რამდენიმე მოწმესაც შეუძლია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ