სპორტი
პოლიტიკა
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი სიგუას კომენტარი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ - გამოკითხვის დეტალები
გიორგი სიგუას კომენტარი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ - გამოკითხვის დეტალები

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში "ჯემ ფეს­ტის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, გი­ორ­გი სი­გუ­ას გა­მო­კი­თხვა დას­რულ­და. მან უწყე­ბა ცოტა ხნის წინ და­ტო­ვა.

რო­გორც სი­გუ­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვა ასე­ვე "ჯემ ფეს­ტის" ფი­ნან­სურ სა­კი­თხებს ეხე­ბო­და. მისი გან­მარ­ტე­ბით, გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა და­ვა­ლი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია დე­ტა­ლუ­რად გა­მო­კი­თხეს.

"გა­მომ­კი­თხეს ყვე­ლა იმ და­ვა­ლი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ჩვენს მი­მართ აქვთ სხვადსხვა კომ­პა­ნი­ებს და მი­სა­ღე­ბი გვაქვს თან­ხე­ბი. ასე­ვე, დე­ტა­ლუ­რად გა­მოგ­ვკი­თხეს იმის შე­სა­ხებ, თუ რა და­ვა­ლი­ა­ნე­ბე­ბი გაგ­ვაჩ­ნია ჩვენ. არც ერთ და არც მე­ო­რე მხა­რეს არა­ფე­რი უსაშ­ვე­ლო არ არის. ასე­ვე გა­მოგ­ვკი­თხეს იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ ვა­პი­რებთ მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას, რა თან­ხე­ბი გვაქვს მი­სა­ღე­ბი, რას ვგეგ­მავთ. ჩვენ გვაქვს "ბლექ სი არე­ნას" წი­ნა­შე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ 31 ოქ­ტომ­ბრამ­დე ჩვენ იქ ღო­ნის­ძი­ე­ბა უნდა ჩა­ვა­ტა­როთ და და­ინ­ტე­რეს­დნენ, ვა­პი­რებთ თუ არა ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას. და­ვუ­დას­ტუ­რე და თქვენც გი­დას­ტუ­რებთ, რომ ამის გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებთ. ასე­ვე აინ­ტე­რე­სებ­დათ, ვა­პი­რებთ თუ არა "ჯემ ფესტ 2018"-ის გა­კე­თე­ბას და ვუ­თხა­რი, რომ ვა­პი­რებთ. გა­ირ­კვა ისიც, რომ არა­ვინ არა­ფერ­ში ბრალს არ გვდებს და არა­ვინ გვი­ჩი­ვის და მე რო­გორც ვიცი, გა­მო­ი­კი­თხე­ბა ყვე­ლას, ვი­საც კი რა­ი­მე შე­ხე­ბა ჰქო­ნია "ჯემ ფესტთან" ფი­ნან­სურ ას­პექ­ტში", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი სი­გუ­ამ.

"ჯემ ფეს­ტის" დამ­ფუძ­ნებ­ლის თქმით, რას­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, მის­თვის უც­ნო­ბია. "მე გა­მო­ვი­კი­თხე მოწ­მის სა­ხით. აღ­ძრუ­ლია საქ­მე რა­ღაც ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ამას არ მე­უბ­ნე­ბი­ან. და­ვუ­დას­ტუ­რეთ მზა­ო­ბა, რომ ყვე­ლა­ფერ­ში ვი­ყოთ გამჭვირ­ვა­ლე და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის მზად ვართ. სპე­ცი­ა­ლუ­რად აქ მო­სას­ვლე­ლად გუ­შინ ჩა­მო­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რათა გავ­ფან­ტოთ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ეჭვი და ფიქ­რი, თით­ქოს რამე გვაქვს და­შა­ვე­ბუ­ლი. ჩვენ ჩა­ვა­ტა­რეთ ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი ფეს­ტი­ვა­ლი სო­ფელ გან­მუ­ხურ­ში და სო­ფელ ანაკ­ლი­ა­ში. კი­დევ ვა­პი­რებთ ამ ფეს­ტი­ვა­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბას და კი­დევ უფრო გან­ვი­თა­რე­ბას, რა თქმა უნდა შეც­დო­მე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას, შეც­დო­მებ­ზე სწავ­ლას და ყვე­ლაფ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას", - გა­ნა­ცხა­და "ჯემ ფეს­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

გიორგი სიგუას კომენტარი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ - გამოკითხვის დეტალები

გიორგი სიგუას კომენტარი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ - გამოკითხვის დეტალები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში "ჯემ ფესტის" დამფუძნებლის, გიორგი სიგუას გამოკითხვა დასრულდა. მან უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა.

როგორც სიგუამ ჟურნალისტებს განუცხადა, შესვენების შემდეგ განახლებული გამოკითხვა ასევე "ჯემ ფესტის" ფინანსურ საკითხებს ეხებოდა. მისი განმარტებით, გამომძიებლებმა დავალიანებების შესახებ ინფორმაცია დეტალურად გამოკითხეს.

"გამომკითხეს ყველა იმ დავალიანების შესახებ, რომელიც ჩვენს მიმართ აქვთ სხვადსხვა კომპანიებს და მისაღები გვაქვს თანხები. ასევე, დეტალურად გამოგვკითხეს იმის შესახებ, თუ რა დავალიანებები გაგვაჩნია ჩვენ. არც ერთ და არც მეორე მხარეს არაფერი უსაშველო არ არის. ასევე გამოგვკითხეს იმის შესახებ, თუ როგორ ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას, რა თანხები გვაქვს მისაღები, რას ვგეგმავთ. ჩვენ გვაქვს "ბლექ სი არენას" წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რომ 31 ოქტომბრამდე ჩვენ იქ ღონისძიება უნდა ჩავატაროთ და დაინტერესდნენ, ვაპირებთ თუ არა ამ ღონისძიების ჩატარებას. დავუდასტურე და თქვენც გიდასტურებთ, რომ ამის გაკეთებას ვაპირებთ. ასევე აინტერესებდათ, ვაპირებთ თუ არა "ჯემ ფესტ 2018"-ის გაკეთებას და ვუთხარი, რომ ვაპირებთ. გაირკვა ისიც, რომ არავინ არაფერში ბრალს არ გვდებს და არავინ გვიჩივის და მე როგორც ვიცი, გამოიკითხება ყველას, ვისაც კი რაიმე შეხება ჰქონია "ჯემ ფესტთან" ფინანსურ ასპექტში", - განაცხადა გიორგი სიგუამ.

"ჯემ ფესტის" დამფუძნებლის თქმით, რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, მისთვის უცნობია. "მე გამოვიკითხე მოწმის სახით. აღძრულია საქმე რაღაც ფაქტთან დაკავშირებით და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამას არ მეუბნებიან. დავუდასტურეთ მზაობა, რომ ყველაფერში ვიყოთ გამჭვირვალე და თანამშრომლობისთვის მზად ვართ. სპეციალურად აქ მოსასვლელად გუშინ ჩამოვედი საქართველოში, რათა გავფანტოთ ნებისმიერი სახის ეჭვი და ფიქრი, თითქოს რამე გვაქვს დაშავებული. ჩვენ ჩავატარეთ ყველაზე ხანგრძლივი ფესტივალი სოფელ განმუხურში და სოფელ ანაკლიაში. კიდევ ვაპირებთ ამ ფესტივალების ჩატარებას და კიდევ უფრო განვითარებას, რა თქმა უნდა შეცდომების გაანალიზებას, შეცდომებზე სწავლას და ყველაფრის გაუმჯობესებას", - განაცხადა "ჯემ ფესტის" დამფუძნებელმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ