პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პრინციპით არის განსაზღვრული საქართველოში საპენსიო ასაკი და როგორია საერთაშორისო პრაქტიკა?
რა პრინციპით არის განსაზღვრული საქართველოში საპენსიო ასაკი და როგორია საერთაშორისო პრაქტიკა?

2017 წლის ივ­ლი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ასა­კით პენ­სი­ის მიმ­ღე­ბი 725 963 პი­რია, მათ შო­რის 514 647 ქალი, 211 316 კი მა­მა­კა­ცია.

თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქე­ზე ასა­კობ­რი­ვი პენ­სია 180 ლა­რით არის გან­სა­ზღვრუ­ლი, თუმ­ცა 2016 წლის 1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან, "მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, მა­ღალმთი­ან და­სახ­ლე­ბა­ში მუდ­მი­ვად მცხოვ­რე­ბი პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის გა­ი­ცე­მა ყო­ველ­თვი­უ­რი და­ნა­მა­ტი პენ­სი­ის 20%-ის ოდე­ნო­ბით, ანუ ჯამ­ში ისი­ნი 216 ლარს იღე­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­პენ­სიო ასაკს, აღ­ნი­შუ­ლი სა­კი­თხი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არის და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი და მა­მა­კა­ცე­ბი­სათ­ვის - 65 წელი, ხოლო ქა­ლე­ბი­სათ­ვის - 60 წე­ლია.

რო­დის და რის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პენ­სიო ასა­კი და რა გა­ნა­პი­რო­ბებს ქა­ლებ­სა და მა­მა­კა­ცებს შო­რის ასა­კობ­რივ დი­ფე­რენ­ცი­ა­ცი­ას?

აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­თხვით "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­მა" შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პენ­სი­ე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი თა­თია გვა­რა­მა­ძე გან­მარ­ტავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პენ­სიო ასა­კი მა­მა­კა­ცე­ბი­სათ­ვის 65 წელი, ქა­ლე­ბი­სათ­ვის კი 60 წელი ჯერ კი­დევ 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს გა­ნი­სა­ზღვრა.

"დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბი­თაც, სა­ქარ­თვე­ლო­ში გვაქვს უნი­ვერ­სა­ლუ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი სა­პენ­სიო სის­ტე­მა, რო­მე­ლიც და­მო­კი­დე­ბუ­ლია მხო­ლოდ სა­პენ­სიო ასა­კის მიღ­წე­ვა­ზე. ის არ გა­ნას­ხვა­ვებს ერ­თმა­ნე­თის­გან მო­მუ­შა­ვე და არა­მო­მუ­შა­ვე პი­რებს. პენ­სი­ა­ზე უფ­ლე­ბის წარ­მო­შო­ბის სა­ფუძ­ვე­ლია სა­პენ­სიო ასა­კის- 65 წლამ­დე მიღ­წე­ვა. ამას­თა­ნა­ვე, პენ­სი­ა­ზე უფ­ლე­ბა ქა­ლებს წარ­მო­ე­შო­ბათ 60 წლი­დან.აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რე­ბით, თუმ­ცა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია ქა­ლებ­სა და მა­მა­კა­ცებს შო­რის გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა და ქა­ლე­ბის მიერ გა­წე­უ­ლი არა­ა­ნა­ზღა­უ­რე­ბი­თი შრო­მა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს შვი­ლებ­ზე ზრუნ­ვას და სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ბა­ში მუ­შა­ო­ბას. თუ გა­დავ­ხე­დავთ საქსტა­ტის მო­ნა­ცე­მებს აქ­ტი­უ­რი სა­მუ­შაო ძა­ლის ჭრილ­ში, ქა­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მათი სა­შუ­ა­ლო თვი­უ­რი ნო­მი­ნა­ლუ­რი ხელ­ფა­სის ოდე­ნო­ბა ნაკ­ლე­ბია მა­მა­კა­ცე­ბის ნო­მი­ნა­ლურ ხელ­ფას­ზე. ასე­ვე, ქა­ლებს ხში­რად უწევთ კა­რი­ე­რის შე­წყვე­ტა, და­ბა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად სა­მუ­შა­ო­ზე ან ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბა, რათა მეტი დრო და­უთ­მონ ბავ­შვე­ბის აღ­ზრდას და სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. ამ­დე­ნად, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­პენ­სიო ასა­კი გენ­დერუ­ლი უთა­ნას­წო­რო­ბის ერ­თგვარ სა­კომ­პენ­სა­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბად შეგ­ვი­ძი­ლია მი­ვიჩ­ნი­ოთ", - ამ­ბობს თა­თია გვა­რა­მა­ძე.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

რა პრინციპით არის განსაზღვრული საქართველოში საპენსიო ასაკი და როგორია საერთაშორისო პრაქტიკა?

რა პრინციპით არის განსაზღვრული საქართველოში საპენსიო ასაკი და როგორია საერთაშორისო პრაქტიკა?

2017 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში ასაკით პენსიის მიმღები 725 963 პირია, მათ შორის 514 647 ქალი, 211 316 კი მამაკაცია.

თითოეულ მოქალაქეზე ასაკობრივი პენსია 180 ლარით არის განსაზღვრული, თუმცა 2016 წლის 1-ელი სექტემბრიდან, ”მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” კანონის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერებისთვის გაიცემა ყოველთვიური დანამატი პენსიის 20%-ის ოდენობით, ანუ ჯამში ისინი 216 ლარს იღებენ.

რაც შეეხება საპენსიო ასაკს, აღნიშული საკითხი კანონმდებლობით არის დარეგულირებული და მამაკაცებისათვის - 65 წელი, ხოლო ქალებისათვის - 60 წელია.

როდის და რის მიხედვით განისაზღვრა საქართველოში საპენსიო ასაკი და რა განაპირობებს ქალებსა და მამაკაცებს შორის ასაკობრივ დიფერენციაციას?

აღნიშნული კითხვით "ბიზნესპრესნიუსმა" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა. პენსიებისა და სოციალური დახმარებების სამმართველოს უფროსი თათია გვარამაძე განმარტავს, რომ საქართველოში საპენსიო ასაკი მამაკაცებისათვის 65 წელი, ქალებისათვის კი 60 წელი ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს განისაზღვრა.

"დღეის მდგომარეობითაც, საქართველოში გვაქვს უნივერსალური სოციალური საპენსიო სისტემა, რომელიც დამოკიდებულია მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევაზე. ის არ განასხვავებს ერთმანეთისგან მომუშავე და არამომუშავე პირებს. პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის- 65 წლამდე მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.აღნიშნული განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქალებსა და მამაკაცებს შორის გაწეული სამუშაოსთვის განსხვავებული ანაზღაურება და ქალების მიერ გაწეული არაანაზღაურებითი შრომა, რომელიც მოიცავს შვილებზე ზრუნვას და საოჯახო მეურნებაში მუშაობას. თუ გადავხედავთ საქსტატის მონაცემებს აქტიური სამუშაო ძალის ჭრილში, ქალები ნაკლებად დასაქმებულები არიან. მათი საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ოდენობა ნაკლებია მამაკაცების ნომინალურ ხელფასზე. ასევე, ქალებს ხშირად უწევთ კარიერის შეწყვეტა, დაბალანაზღაურებად სამუშაოზე ან ანაზღაურების გარეშე საოჯახო მეურნეობებში მუშაობა, რათა მეტი დრო დაუთმონ ბავშვების აღზრდას და საოჯახო ვალდებულებების შესრულებას. ამდენად, განსხვავებული საპენსიო ასაკი გენდერული უთანასწორობის ერთგვარ საკომპენსაციო ღონისძიებად შეგვიძილია მივიჩნიოთ", - ამბობს თათია გვარამაძე.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი