პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს"
მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს"

ჭონ­ქა­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის, მი­ხე­ილ იაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, ჭონ­ქა­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მი­ხე­ილ იაშ­ვი­ლი თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს.

თბი­ლი­სის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში ჭონ­ქა­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი, და­ვით ცინ­ცქა­ლა­ძე მისი დაც­ვის ქვეშ მყოფ­თან უკვე შე­ვი­და.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა სამ­მარ­თვე­ლო­ში შეს­ვლამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მი­ხე­ილ იაშ­ვილს ბრალს დღეს წა­რუდ­გნენ.

და­ვით ცინ­ცქა­ლა­ძე აცხა­დებს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს. დაც­ვის მხა­რე ელო­დე­ბა იმ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გად­მო­ცე­მას, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ბრალ­დე­ბა მის პო­ზი­ცი­ას ამ­ყა­რებს.

ამას­თან, ად­ვო­კატ და­ვით ცინ­ცქა­ლა­ძეს ეჭვი ეპა­რე­ბა იმა­ში ის, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რემ წარ­მო­ად­გი­ნოს ისე­თი სა­ხის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მი­სი­ვე თქმით, ჭონ­ქა­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის, მი­ხე­ილ იაშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და­ა­დას­ტუ­რებს.

გარ­და ამი­სა, რო­გორც ად­ვო­კატ­მა გან­მარ­ტა, ბრალ­დე­ბუ­ლი მშრალ შიმ­ში­ლო­ბას აცხა­დებს.

"ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ე.წ. მშრალ შიმ­ში­ლო­ბას აცხა­დებს. ის გუ­შინ დი­ლი­დან არ იღებს არც წყალს, არც საკ­ვებს და არც თამ­ბა­ქოს. უარს აცხა­დებს მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა­ზეც. ის ამას­თა­ნა­ვე პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად უარს ამ­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე და მის საქ­მე­ში სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის ფარ­თო ჩარ­თუ­ლო­ბას ითხოვს", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა და­ვით ცინ­ცქა­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის მი­ხედ­ვით აღ­ნიშ­ნუ­ლი მკვე­ლო­ბა შუ­რის­ძი­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, ად­ვო­კა­ტი ამ ფაქტს კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავს. ად­ვო­კა­ტი მი­ხე­ილ იაშ­ვი­ლის მიერ მის­თვის მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ამ­ბობს, რომ მოკ­ლულ­სა და ბრალ­დე­ბულს შო­რის არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი არ ყო­ფი­ლა.

გარ­და ამი­სა, რო­გორც ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, ბრალ­დე­ბუ­ლი მი­ხე­ილ იაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

"სა­მე­დი­ცი­ნო ცნო­ბებ­ში იკი­თხე­ბა, რომ ის არის შრო­მი­სუ­უ­ნა­რო და სა­ჭი­რო­ებს მომ­ვლელს. მას აქვს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბიც. შე­სა­ბა­მი­სად, ამ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­მახ­ვი­ლებთ ყუ­რა­დღე­ბას. ასე­ვე გე­ტყვით, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­ბა მას მა­ნამ­დეც ქონ­და", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა. ცინ­ცქა­ლა­ძის ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო სხდო­მა სა­ვა­რა­უ­დოდ ხვა­ლის­თვის ჩა­ი­ნიშ­ნე­ბა.

მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს"

მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს"

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ იაშვილის ადვოკატის განცხადებით, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

თბილისის მთავარ სამმართველოში ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრალდებულის ადვოკატი, დავით ცინცქალაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფთან უკვე შევიდა.

როგორც ადვოკატმა სამმართველოში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ იაშვილს ბრალს დღეს წარუდგნენ.

დავით ცინცქალაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. დაცვის მხარე ელოდება იმ მტკიცებულებების გადმოცემას, რომლის საფუძველზეც ბრალდება მის პოზიციას ამყარებს.

ამასთან, ადვოკატ დავით ცინცქალაძეს ეჭვი ეპარება იმაში ის, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინოს ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც მისივე თქმით, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის, მიხეილ იაშვილის მონაწილეობას დაადასტურებს.

გარდა ამისა, როგორც ადვოკატმა განმარტა, ბრალდებული მშრალ შიმშილობას აცხადებს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ე.წ. მშრალ შიმშილობას აცხადებს. ის გუშინ დილიდან არ იღებს არც წყალს, არც საკვებს და არც თამბაქოს. უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზეც. ის ამასთანავე პროტესტის ნიშნად უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე და მის საქმეში სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორის ფართო ჩართულობას ითხოვს", - განაცხადა ადვოკატმა დავით ცინცქალაძემ.

რაც შეეხება შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით აღნიშნული მკველობა შურისძიებას უკავშირდება, ადვოკატი ამ ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს. ადვოკატი მიხეილ იაშვილის მიერ მისთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ მოკლულსა და ბრალდებულს შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა.

გარდა ამისა, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ბრალდებული მიხეილ იაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"სამედიცინო ცნობებში იკითხება, რომ ის არის შრომისუუნარო და საჭიროებს მომვლელს. მას აქვს ფსიქოლოგიური პრობლემებიც. შესაბამისად, ამ გარემოებებზე ჩვენ აუცილებლად გავამახვილებთ ყურადღებას. ასევე გეტყვით, რომ ჯანმრთელობის პრობლება მას მანამდეც ქონდა", - განაცხადა ადვოკატმა. ცინცქალაძის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე სასამართლო სხდომა სავარაუდოდ ხვალისთვის ჩაინიშნება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ