პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი სიგუა - საგამოძიებო სამსახურს ჩვენს მიმართ არავითარი პრეტენზია არა აქვს
გიორგი სიგუა - საგამოძიებო სამსახურს ჩვენს მიმართ არავითარი პრეტენზია არა აქვს

სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს ჩვენს მი­მართ არავ­თა­რი პრე­ტენ­ზია არა აქვს, - ამის შე­სა­ხებ GEM-fest-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა გი­ორ­გი სი­გუ­ამ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში მიმ­დი­ნა­რე და­კი­თხვის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც სი­გუ­ამ აღ­ნიშ­ნა, გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია სხვი­სი ქო­ნე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე და არა იმა­ზე, რომ ვინ­მე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს ადა­ნა­შა­უ­ლებ­დეს რა­მე­ში.

"მე ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა კი­თხვა­ზე გა­ვე­ცი პა­სუ­ხი. ეს კი­თხვე­ბი ეხე­ბო­და ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ტა­რე­ბას, მათ შო­რის იყო ფი­ნან­სურ სა­კი­თხებ­ზე კი­თხვე­ბი, ასე­ვე თან­ხე­ბის ხარ­ჯე­ბის შე­სა­ხებ - რა ფორ­მით ხდე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. აშ­კა­რად გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ძა­ლი­ან ბევ­რის­თვის გა­ურ­კვე­ვე­ლი და გა­უ­გე­ბა­რია, ეს ერ­თთვი­ა­ნი ფეს­ტი­ვა­ლი რა ხილი იყო", - გა­ნა­ცხა­და სი­გუ­ამ.

ამ დრო­ის­თვის GEM-fest-ის დამ­ფუძ­ნებ­ლის და­კი­თხვა­ზე შეს­ვე­ნე­ბაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და სი­გუ­ას გა­მო­კი­თხვა მოწ­მის სა­ხით ერთ სა­ათ­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

სი­გუ­ას ად­ვო­კა­ტის გი­ორ­გი ყავ­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მუხ­ლი, რომ­ლი­თაც სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს საქ­მე აქვს აღ­ძრუ­ლი, შე­საძ­ლოა კონ­კრე­ტულ მე­ვა­ლე­საც ეხე­ბო­დეს.

რო­გორც გი­ორ­გი ყავ­ლაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 185-ე მუხ­ლი, მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლურ ქო­ნე­ბა­ზე არ ვრცელ­დე­ბა და შე­საძ­ლოა გა­მო­ძი­ე­ბა ეხე­ბო­დეს ვინ­მეს ქო­ნე­ბას, რის სა­ნაც­ვლო­დაც მე­სა­კუთ­რემ თან­ხა ან შე­მო­სა­ვა­ლი ვერ მი­ი­ღო.

"იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ თვი­თონ გა­მო­ძი­ე­ბას გი­ორ­გი სი­გუ­ას გა­მო­კი­თხვი­სას აღ­ძრუ­ლი საქ­მის მუხ­ლის ში­ნა­არ­სი არ გა­უ­ჟ­ღე­რე­ბია, გა­ვი­გეთ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 185-ე მუხ­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს სხვი­სი ქო­ნე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას, თუმ­ცა ეს მუხ­ლი არ ვრცელ­დე­ბა მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ქო­ნე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა­ზე. ეს შე­იძ­ლე­ბა ეხე­ბო­დეს, რა­ი­მე ქო­ნებ­რივ უფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ვინ­მეს გა­აჩ­ნია და ვერ მი­ი­ღო რა­ღაც თან­ხა ან შე­მო­სა­ვა­ლი, იმის გამო, რომ ჰქონ­და რა­ღაც და­ნა­შა­ულს ად­გი­ლი. მა­გა­ლი­თად შე­იძ­ლე­ბა იყოს ერთ-ერთი მე­ვა­ლე. ამ მი­მარ­თე­ბა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით სი­გუ­ას­თვის კი­თხვე­ბი არ და­უს­ვამთ. კი­თხვე­ბი და­უს­ვეს მხო­ლოდ ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბას­თან და ასე­ვე, რა პრო­ცე­სებს ჰქონ­და ად­გი­ლი, რა კონ­კრე­ტუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და და რა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი გა­ფორმ­და", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი სი­გუ­ას ად­ვო­კატ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

გიორგი სიგუა - საგამოძიებო სამსახურს ჩვენს მიმართ არავითარი პრეტენზია არა აქვს

გიორგი სიგუა - საგამოძიებო სამსახურს ჩვენს მიმართ არავითარი პრეტენზია არა აქვს

საგამოძიებო სამსახურს ჩვენს მიმართ არავთარი პრეტენზია არა აქვს, - ამის შესახებ GEM-fest-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე დაკითხვის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სიგუამ აღნიშნა, გამოძიება დაწყებულია სხვისი ქონების დაზიანების ფაქტზე და არა იმაზე, რომ ვინმე ორგანიზატორებს ადანაშაულებდეს რამეში.

"მე ჯერჯერობით ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი. ეს კითხვები ეხებოდა ფესტივალის ჩატარებას, მათ შორის იყო ფინანსურ საკითხებზე კითხვები, ასევე თანხების ხარჯების შესახებ - რა ფორმით ხდებოდა ეს ყველაფერი. აშკარად გამოიკვეთა, რომ ძალიან ბევრისთვის გაურკვეველი და გაუგებარია, ეს ერთთვიანი ფესტივალი რა ხილი იყო", - განაცხადა სიგუამ.

ამ დროისთვის GEM-fest-ის დამფუძნებლის დაკითხვაზე შესვენებაა გამოცხადებული და სიგუას გამოკითხვა მოწმის სახით ერთ საათში გაგრძელდება.

სიგუას ადვოკატის გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, მუხლი, რომლითაც საგამოძიებო სამსახურს საქმე აქვს აღძრული, შესაძლოა კონკრეტულ მევალესაც ეხებოდეს.

როგორც გიორგი ყავლაშვილმა განმარტა, სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლი, მხოლოდ მატერიალურ ქონებაზე არ ვრცელდება და შესაძლოა გამოძიება ეხებოდეს ვინმეს ქონებას, რის სანაცვლოდაც მესაკუთრემ თანხა ან შემოსავალი ვერ მიიღო.

"იმის მიუხედავად, რომ თვითონ გამოძიებას გიორგი სიგუას გამოკითხვისას აღძრული საქმის მუხლის შინაარსი არ გაუჟღერებია, გავიგეთ, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით, რაც გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანებას, თუმცა ეს მუხლი არ ვრცელდება მხოლოდ მატერიალური ქონების დაზიანებაზე. ეს შეიძლება ეხებოდეს, რაიმე ქონებრივ უფლებას, რომელიც ვინმეს გააჩნია და ვერ მიიღო რაღაც თანხა ან შემოსავალი, იმის გამო, რომ ჰქონდა რაღაც დანაშაულს ადგილი. მაგალითად შეიძლება იყოს ერთ-ერთი მევალე. ამ მიმართებაში ჯერჯერობით სიგუასთვის კითხვები არ დაუსვამთ. კითხვები დაუსვეს მხოლოდ ფესტივალის ორგანიზებასთან და ასევე, რა პროცესებს ჰქონდა ადგილი, რა კონკრეტული მოქმედებები განხორციელდა და რა ხელშეკრულებები გაფორმდა", - განაცხადა გიორგი სიგუას ადვოკატმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ