პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Gem Fest-ზე გარდაცვლილი გოგონას დედა "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს
Gem Fest-ზე გარდაცვლილი გოგონას დედა "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს

Gem Fest-ზე გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დედა, თიკო კო­ბა­ხი­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს.

"მე­ნატ­რე­ბი, დეე!!!!!! გვე­ნატ­რე­ბი, დე­დი­კუ­ნა... გვე­ნატ­რე­ბი...

ჩემო ტკბი­ლო შვი­ლო, ჩემო თბი­ლო შვი­ლო, ჩემო ჭკვი­ა­ნო შვი­ლო, ჩემო ნა­თე­ლო შვი­ლო, ჩემო სუ­ლით-ხორ­ცა­მე სპე­ტა­კო შვი­ლო, ჩემო ლა­მა­ზო შვი­ლო...

მივ­მარ­თავ ვინ­მე არა­კაცს, არა­ა­და­მი­ანს, ვინ­მე სი­გუ­ას... სა­ხე­ლი არ ვიცი და არც მა­ინ­ტე­რე­სებს... არც მისი ფი­ნან­სუ­რი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბია ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო. ის ნამ­დვი­ლად ვიცი, როცა რა­ი­მეს აფუძ­ნებ და მთა­ვარ კა­ცად მო­გაქვს თავი, მა­შინ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლიც ხარ ყვე­ლა­ფერ­ზე, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ხარ იმ ტე­რი­ტო­რი­ის ყო­ველ გო­ჯზე, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ხარ იქ მყო­ფი ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ბედ­ზე. 21 წლის სას­წა­უ­ლი გოგო მო­მი­კა­ლი და ბა­ცა­ცა­სა­ვით გა­ი­ქე­ცი ქვეყ­ნი­დან იმის მა­გივ­რად, რომ მო­სუ­ლი­ყა­ვი და ქედი მო­გე­ხა­რა მის საფ­ლავ­თან. შენ მარ­ტო ნა­თია არ მო­გიკ­ლავს, შენ მისი დაც მო­კა­ლი, შენ მისი დედა და­ა­სა­მა­რე სა­მუ­და­მოდ. ასე რომ, პა­სუ­ხი აგე სამ მიც­ვა­ლე­ბულ­ზე. რომ მო­ვი­დე და კბი­ლე­ბით დავ­გლი­ჯო შენი დამ­პა­ლი ხორ­ცი, ამით ჩემს შვი­ლებს არა­ფე­რი მო­ე­მა­ტე­ბათ. მი­პა­სუ­ხე რა გა­ვა­კე­თო, რო­გორ მო­ვიქ­ცე, რო­გორ ვი­სუნ­თქო...

პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სით იყი­და ამ გა­ურ­კვე­ვე­ლი "ფეს­ტი­ვა­ლის" ბი­ლე­თი ჩემ­მა შვილ­მა და მთე­ლი წელი ეფო­ფი­ნე­ბო­და. მუ­სი­კა უყ­ვარ­და, უყ­ვარ­და სიმ­ღე­რა, უყ­ვარ­და ზღვა და უშიშ­რად ცუ­რავ­და ზღვის კი­დემ­დე. მე­ში­ნო­და ზღვა­ში არ და­მეხრჩოს-მეთ­ქი, პირ­ვე­ლად გა­ვუშ­ვი მარ­ტო, და­მო­უ­კი­დებ­ლად და აღარც და­მიბ­რუნ­და.

მე­ნატ­რე­ბი, დე!!! მა­პა­ტიე, ვიცი ბრა­ზობ დე­და­შე­ნი ასეთ დღე­ში რომ არის მაგ­რამ სხვა­ნა­ი­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია ყოფა, თუ ამას ყოფა ქვია. გა­მო­უ­სა­დე­გა­რი მცე­ნა­რე­სა­ვით ვარ, დავ­ბო­რი­ა­ლებ ოთა­ხი­დან ოთახ­ში და ად­გილს ვერ ვპო­უ­ლობ. ჩემი ად­გი­ლი შენ­თან არის დე, შენ­თან...

იმით ვიმ­შვი­დებ თავს, რომ ან­გე­ლო­ზად მო­ევ­ლი­ნე და­ნარ­ჩენ სიკ­ვდი­ლის­თვის გან­წი­რულ ახალ­გაზ­რდებს და გა­და­არ­ჩი­ნე მათი ოჯა­ხე­ბი.

მიყ­ვარ­ხარ დედი, გვიყ­ვარ­ხარ დე­დი­კო... ღმერ­თმა სა­სუ­ფე­ვე­ლი და­გიმ­კვიდ­როს და შენი სული ნა­თელ­ში მიმ­ყო­ფოს", - წერს თიკო კო­ბა­ხი­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 22 წლის ნა­თია თა­ვარ­თქი­ლა­ძე ანაკ­ლი­ა­ში 4 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას გარ­და­იც­ვა­ლა.

ის მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ GEM FEST-ს ეს­წრე­ბო­და, რა დრო­საც ცუ­დად გახ­და და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნას ნარ­კო­ტი­კუ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცია აღე­ნიშ­ნე­ბო­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექი­მე­ბი მის გა­დარ­ჩე­ნას თით­ქმის 8 სა­ა­თი ცდი­ლობ­დნენ, თუმ­ცა გო­გო­ნა და­ი­ღუ­პა.

ხი­ლეთ ვი­დეო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

Gem Fest-ზე გარდაცვლილი გოგონას დედა "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს

Gem Fest-ზე გარდაცვლილი გოგონას დედა "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს

Gem Fest-ზე გარდაცვლილი გოგონას დედა, თიკო კობახიძე "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს.

"მენატრები, დეე!!!!!! გვენატრები, დედიკუნა... გვენატრები...

ჩემო ტკბილო შვილო, ჩემო თბილო შვილო, ჩემო ჭკვიანო შვილო, ჩემო ნათელო შვილო, ჩემო სულით-ხორცამე სპეტაკო შვილო, ჩემო ლამაზო შვილო...

მივმართავ ვინმე არაკაცს, არაადამიანს, ვინმე სიგუას... სახელი არ ვიცი და არც მაინტერესებს... არც მისი ფინანსური მაქინაციებია ჩემთვის საინტერესო. ის ნამდვილად ვიცი, როცა რაიმეს აფუძნებ და მთავარ კაცად მოგაქვს თავი, მაშინ პასუხისმგებელიც ხარ ყველაფერზე, პასუხისმგებელი ხარ იმ ტერიტორიის ყოველ გოჯზე, პასუხისმგებელი ხარ იქ მყოფი ნებისმიერი ადამიანის ბედზე. 21 წლის სასწაული გოგო მომიკალი და ბაცაცასავით გაიქეცი ქვეყნიდან იმის მაგივრად, რომ მოსულიყავი და ქედი მოგეხარა მის საფლავთან. შენ მარტო ნათია არ მოგიკლავს, შენ მისი დაც მოკალი, შენ მისი დედა დაასამარე სამუდამოდ. ასე რომ, პასუხი აგე სამ მიცვალებულზე. რომ მოვიდე და კბილებით დავგლიჯო შენი დამპალი ხორცი, ამით ჩემს შვილებს არაფერი მოემატებათ. მიპასუხე რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე, როგორ ვისუნთქო...

პირველი ხელფასით იყიდა ამ გაურკვეველი "ფესტივალის" ბილეთი ჩემმა შვილმა და მთელი წელი ეფოფინებოდა. მუსიკა უყვარდა, უყვარდა სიმღერა, უყვარდა ზღვა და უშიშრად ცურავდა ზღვის კიდემდე. მეშინოდა ზღვაში არ დამეხრჩოს-მეთქი, პირველად გავუშვი მარტო, დამოუკიდებლად და აღარც დამიბრუნდა.

მენატრები, დე!!! მაპატიე, ვიცი ბრაზობ დედაშენი ასეთ დღეში რომ არის მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია ყოფა, თუ ამას ყოფა ქვია. გამოუსადეგარი მცენარესავით ვარ, დავბორიალებ ოთახიდან ოთახში და ადგილს ვერ ვპოულობ. ჩემი ადგილი შენთან არის დე, შენთან...

იმით ვიმშვიდებ თავს, რომ ანგელოზად მოევლინე დანარჩენ სიკვდილისთვის განწირულ ახალგაზრდებს და გადაარჩინე მათი ოჯახები.

მიყვარხარ დედი, გვიყვარხარ დედიკო... ღმერთმა სასუფეველი დაგიმკვიდროს და შენი სული ნათელში მიმყოფოს", - წერს თიკო კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ნათია თავართქილაძე ანაკლიაში 4 აგვისტოს, გამთენიისას გარდაიცვალა.

ის მუსიკალურ ფესტივალ GEM FEST-ს ესწრებოდა, რა დროსაც ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, გოგონას ნარკოტიკული ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა. არსებული ინფორმაციით, ექიმები მის გადარჩენას თითქმის 8 საათი ცდილობდნენ, თუმცა გოგონა დაიღუპა.

ხილეთ ვიდეო

"ქართველები ხშირად დასცინოდნენ, ეუბნებოდნენ, თავის "ურჯულო" ქვეყანაში დაბრუნებულიყო" - ქართველ-ინდოელი წყვილის საოცარი სიყვარულის ამბავი

ოთხი მცირეწლოვანი შვილის მამას ძვირად ღირებული სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება - ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

"მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან, დაუბრუნებს ხარისხს და დაბრუნდეს აქ..." - მიტროპოლიტი გრიგოლი