"ვიქტორია სეკრეტის" ახალი შოუსთვის შესარჩევი კასტინგი უკვე დაიწყო. საუკეთესო მოდელებს ნიუ-იორკში არჩევენ. საკუთარი ძალები შოუში მოსახვედრად, ქართველმა მოდელმა თაკო ნაცვლიშვილმაც სცადა.
რუსულმა გამოცემამ www.bazaar.ru თაკო პლანეტის ულამაზეს გოგონებს შორის დაასახელა. თაკოსთან ერთად ჩამონათვალში 14 უცხოელი მოდელი მოხვდა.
მოხვდება თუ არა ქართველი მოდელი წელს ყველა მოდელის საოცნებო შოუზე, 23 აგვისტოს გაირკვევა.