პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არის მიზეზი, რომელიც ფასს 10-15%-ით აგდებს" - რა განსაზღვრავს ბინის ღირებულებას საქართველოში?
"არის მიზეზი, რომელიც ფასს 10-15%-ით აგდებს" - რა განსაზღვრავს ბინის ღირებულებას საქართველოში?

რა გან­სა­ზღვრავს სა­ქარ­თვე­ლო­ში ბი­ნის ფასს? - ამ შე­კი­თხვა­ზე მაკ­ლე­რე­ბი და ამ ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­უ­ფიქ­რებ­ლად პა­სუ­ხო­ბენ - პირ­ველ რიგ­ში, მისი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა.

თუმ­ცა არ­სე­ბობს უამ­რა­ვი მი­ზე­ზი, რო­მე­ლიც გა­სა­ყი­დი ბი­ნის ფას­ზე მოქ­მე­დებს. რო­გორც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტო "თბი­ლი­სი მაკ­ლე­რის" ხელ­მძღვა­ნელ­მა - ან­დრია ბრე­ლი­ძემ გვი­თხრა, ბი­ნის მდე­ბა­რე­ო­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, თუმ­ცა კომ­ფორ­ტსაც ბევ­რი კლი­ენ­ტი აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას. თუ ბინა კე­თილ­მო­წყო­ბი­ლია, მისი ფა­სიც მა­ტუ­ლობს.

"ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ბინა. სა­ერ­თოდ, ახა­ლა­შე­ნე­ბულ კორ­პუ­სებ­ში ბი­ნე­ბი უფრო ძვი­რი ღირს, თუმ­ცა არის ხალ­ხი, ვი­საც ძვე­ლი ბი­ნე­ბიც მოს­წონს. დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ რე­მონტს, თუმ­ცა, ზოგს ურ­ჩევ­ნია თეთ­რი, ან სუ­ლაც შავი კარ­კა­სი შე­ი­ძი­ნოს და ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სი გე­მოვ­ნე­ბით მო­ა­წყოს. რა თქმა უნდა, კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი ბი­ნე­ბი უფრო ძვი­რია, მაგ­რამ გა­აჩ­ნია რე­მონ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­საც. მა­გა­ლი­თად: კა­ფელ-მეტ­ლა­ხი შე­იძ­ლე­ბა 15 ლა­რიც ღირ­დეს და 80 ლა­რიც. ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი რე­მონ­ტი თა­ვის­თა­ვად აძ­ვი­რებს ბი­ნას. ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი აბა­ზა­ნა ერ­ჩივ­ნოს, ვი­ღა­ცას - ჯა­კუ­ზი და ამის გამო უძ­რავ ქო­ნე­ბა­ში უფრო დიდი თან­ხა გა­და­ი­ხა­დოს. გა­აჩ­ნია მყიდ­ვე­ლის გე­მოვ­ნე­ბას, სურ­ვილს და მა­ტე­რი­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. იგი­ვე ვრცელ­დე­ბა კერ­ძო სახ­ლებ­ზეც: ამ შემ­თხვე­ვა­შიც ფასს ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა გან­სა­ზღვრავს, გა­აჩ­ნია სად არის ეს სახ­ლი: ვა­კე­ში სხვა ფასი ღირს, გლ­დან­ში - სულ სხვა და ვარ­კე­თილ­ში - სხვა. ამის შემ­დეგ კლი­ენ­ტი კი­თხუ­ლობს რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია სახ­ლი, დიდი ეზო აქვს თუ პა­ტა­რა და რამ­დე­ნად კე­თილ­მო­წყო­ბი­ლია ის. ზოგი კომ­ფორ­ტს ნაკ­ლებ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს და ავა­რი­ულ სახ­ლსაც კი ყი­დუ­ლობს, რად­გან ის ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, კარგ ად­გი­ლას მდე­ბა­რე­ობს, მერე კი, ცდი­ლობს თა­ვი­სი შე­ნა­ძე­ნი შე­მო­სავ­ლის წყა­როდ აქ­ცი­ოს და გა­ა­ქი­რა­ოს", - ამ­ბობს ან­დრია ბრე­ლი­ძე.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"არის მიზეზი, რომელიც ფასს 10-15%-ით აგდებს" - რა განსაზღვრავს ბინის ღირებულებას საქართველოში?

"არის მიზეზი, რომელიც ფასს 10-15%-ით აგდებს" - რა განსაზღვრავს ბინის ღირებულებას საქართველოში?

რა განსაზღვრავს საქართველოში ბინის ფასს? - ამ შეკითხვაზე მაკლერები და ამ ბიზნესის წარმომადგენლები დაუფიქრებლად პასუხობენ - პირველ რიგში, მისი ადგილმდებარეობა.

თუმცა არსებობს უამრავი მიზეზი, რომელიც გასაყიდი ბინის ფასზე მოქმედებს. როგორც უძრავი ქონების სააგენტო "თბილისი მაკლერის" ხელმძღვანელმა - ანდრია ბრელიძემ გვითხრა, ბინის მდებარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა კომფორტსაც ბევრი კლიენტი აქცევს ყურადღებას. თუ ბინა კეთილმოწყობილია, მისი ფასიც მატულობს.

"ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა მდგომარეობაშია ბინა. საერთოდ, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები უფრო ძვირი ღირს, თუმცა არის ხალხი, ვისაც ძველი ბინებიც მოსწონს. დიდ ყურადღებას აქცევენ რემონტს, თუმცა, ზოგს ურჩევნია თეთრი, ან სულაც შავი კარკასი შეიძინოს და ყველაფერი თავისი გემოვნებით მოაწყოს. რა თქმა უნდა, კეთილმოწყობილი ბინები უფრო ძვირია, მაგრამ გააჩნია რემონტის ღირებულებასაც. მაგალითად: კაფელ-მეტლახი შეიძლება 15 ლარიც ღირდეს და 80 ლარიც. ძვირად ღირებული რემონტი თავისთავად აძვირებს ბინას. ვიღაცას შეიძლება ჩვეულებრივი აბაზანა ერჩივნოს, ვიღაცას - ჯაკუზი და ამის გამო უძრავ ქონებაში უფრო დიდი თანხა გადაიხადოს. გააჩნია მყიდველის გემოვნებას, სურვილს და მატერიალურ შესაძლებლობებს. იგივე ვრცელდება კერძო სახლებზეც: ამ შემთხვევაშიც ფასს ადგილმდებარეობა განსაზღვრავს, გააჩნია სად არის ეს სახლი: ვაკეში სხვა ფასი ღირს, გლდანში - სულ სხვა და ვარკეთილში - სხვა. ამის შემდეგ კლიენტი კითხულობს რა მდგომარეობაშია სახლი, დიდი ეზო აქვს თუ პატარა და რამდენად კეთილმოწყობილია ის. ზოგი კომფორტს ნაკლებ ყურადღებას აქცევს და ავარიულ სახლსაც კი ყიდულობს, რადგან ის ქალაქის ცენტრში, კარგ ადგილას მდებარეობს, მერე კი, ცდილობს თავისი შენაძენი შემოსავლის წყაროდ აქციოს და გააქირაოს", - ამბობს ანდრია ბრელიძე.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი