საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის დაიწყება სწავლა და რა საჩუქრები დახვდებათ სკოლის მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს
როდის დაიწყება სწავლა და რა საჩუქრები დახვდებათ სკოლის მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს

სა­ქარ­თვე­ლოს სკო­ლებ­ში სწავ­ლა 15 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყე­ბა. "ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში წე­რია, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სას­წავ­ლო წელი 15 სექ­ტემ­ბერს იწყე­ბა. თუ 15 სექ­ტემ­ბე­რი დას­ვე­ნე­ბის დღეს ან უქმე დღეს ემ­თხვე­ვა, სწავ­ლა მის მომ­დევ­ნო პირ­ველ სა­მუ­შაო დღეს და­ი­წყე­ბა".

2017 წელს, 15 სექ­ტემ­ბე­რი დას­ვე­ნე­ბის დღე არ არის, შე­სა­ბა­მი­სად, სწავ­ლა პა­რას­კევს, 15 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყე­ბა.

2017 სას­წავ­ლო წელს სკო­ლებ­ში უფა­სო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის 60% ახა­ლი, 40% კი მე­ო­რა­დი იქ­ნე­ბა. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სსიპ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დე­ბენ, უფა­სო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პროგ­რა­მა გრძელ­დე­ბა.

უფა­სო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს მი­ი­ღებს სა­ჯა­რო სკო­ლის ყვე­ლა მოს­წავ­ლე პირ­ვე­ლი­დან მე­თორ­მე­ტე კლა­სის ჩათ­ვლით. ასე­ვე, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი უფა­სოდ გა­და­ე­ცე­მათ კერ­ძო სკო­ლის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ მოს­წავ­ლე­ებს, რო­მელ­თა სა­რე­ი­ტინ­გო ქულა ნაკ­ლე­ბია 70001-ზე და ახალ­გო­რი­სა და აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ებს.

2017 სას­წავ­ლო წლის­თვის 4 724 660 წიგ­ნი, რვე­უ­ლი და ტეს­ტი და­ი­ბეჭ­და. პრო­ცენ­ტუ­ლო­ბით 60% ახა­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოა, 40% კი მე­ო­რა­დია.

სა­გან­მა­ნა­თებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლი­სათ­ვის გან­კუთ­ვნილ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის პა­კეტ­ში იქ­ნე­ბა რო­გორც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ასე­ვე ახა­ლი წიგ­ნე­ბი. სკო­ლე­ბი მოს­წავ­ლე­ებს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს თა­ვად უნა­წი­ლე­ბენ.

ახალ სას­წავ­ლო წელს, პირ­ველკ­ლა­სე­ლე­ბი სა­ჩუქ­რად Acer-ის ფირ­მის პორ­ტა­ბე­ლურ კომ­პი­უ­ტე­რებ­საც მი­ი­ღე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, 15 სექ­ტემ­ბერს, ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლის პირ­ველკ­ლა­სელს პორ­ტა­ბე­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რი სა­ჩუქ­რად გა­და­ე­ცე­მა.

წელს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 50 300 პირ­ველკ­ლა­სე­ლია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, ისი­ნი Acer TravelMate B117 Notebook PC-ით და­სა­ჩუქრდე­ბი­ან.

პორ­ტა­ბე­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რი და­უ­რიგ­დე­ბათ ასე­ვე პირ­ველკ­ლა­სე­ლე­ბის დამ­რი­გებ­ლებ­საც.

წელს სა­მი­ნის­ტრომ ჯამ­ში 53 700 პორ­ტა­ბე­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რი შე­ი­ძი­ნა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ 2085 სა­ჯა­რო სკო­ლაა. ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს 13 მცირ­ე­კონ­ტი­გენ­ტი­ა­ნი სა­ჯა­რო სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა. აქე­დან, პირ­ველ ეტაპ­ზე სას­წავ­ლო წლის­თვის 1 ახა­ლი სა­ჯა­რო სკო­ლის გახ­სნა იგეგ­მე­ბა. 2017 წლის ბო­ლომ­დე კი 5 სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა დას­რულ­დე­ბა.

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, დას­რუ­ლე­ბუ­ლია 22 სა­ჯა­რო სკო­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი 91 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

როდის დაიწყება სწავლა და რა საჩუქრები დახვდებათ სკოლის მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს

როდის დაიწყება სწავლა და რა საჩუქრები დახვდებათ სკოლის მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს

საქართველოს სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება. ”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში წერია, რომ ”საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. თუ 15 სექტემბერი დასვენების დღეს ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება”.

2017 წელს, 15 სექტემბერი დასვენების დღე არ არის, შესაბამისად, სწავლა პარასკევს, 15 სექტემბერს დაიწყება.

2017 სასწავლო წელს სკოლებში უფასო სახელმძღვანელოების 60% ახალი, 40% კი მეორადი იქნება. როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, უფასო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება.

უფასო სახელმძღვანელოებს მიიღებს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. ასევე, სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ კერძო სკოლის სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 70001-ზე და ახალგორისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული სკოლების მოსწავლეებს.

2017 სასწავლო წლისთვის 4 724 660 წიგნი, რვეული და ტესტი დაიბეჭდა. პროცენტულობით 60% ახალი სახელმძღვანელოა, 40% კი მეორადია.

საგანმანათებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, თითოეული მოსწავლისათვის განკუთვნილ სახელმძღვანელოების პაკეტში იქნება როგორც გამოყენებული, ასევე ახალი წიგნები. სკოლები მოსწავლეებს სახელმძღვანელოებს თავად უნაწილებენ.

ახალ სასწავლო წელს, პირველკლასელები საჩუქრად Acer-ის ფირმის პორტაბელურ კომპიუტერებსაც მიიღებენ. საქართველოს მასშტაბით, 15 სექტემბერს, ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს პორტაბელური კომპიუტერი საჩუქრად გადაეცემა.

წელს საჯარო სკოლებში დაახლოებით 50 300 პირველკლასელია რეგისტრირებული, ისინი Acer TravelMate B117 Notebook PC-ით დასაჩუქრდებიან.

პორტაბელური კომპიუტერი დაურიგდებათ ასევე პირველკლასელების დამრიგებლებსაც.

წელს სამინისტრომ ჯამში 53 700 პორტაბელური კომპიუტერი შეიძინა.

საქართველოში სულ 2085 საჯარო სკოლაა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 13 მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლის მშენებლობა. აქედან, პირველ ეტაპზე სასწავლო წლისთვის 1 ახალი საჯარო სკოლის გახსნა იგეგმება. 2017 წლის ბოლომდე კი 5 სკოლის მშენებლობა დასრულდება.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, დასრულებულია 22 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოები 91 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი